ჟენევაში გაეროს განიარაღების კონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ვიდეომიმართვისას ევროპელმა დიპლომატებმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს. ფრანგული დელეგაციის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ნაჩვენებია, როგორ ტოვებს ათობით დიპლომატი დარბაზს მაშინ, როდესაც ლავროვის სიტყვით გამოსვლა იწყება. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოსთვის სიტყვით მიმართვისას ლავროვმა აღნიშნა, რომ ის სხდომას პიროვნულად ვერ ესწრება „იმ აღმაშფოთებელი ზომების გამო“, რომელიც ევროკავშირმა […]
კატეგორია: მსოფლიო
ლუკაშენკო – “ბელარუსი უკრაინის წინააღმდეგ არ იომებს”
ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, მისი სამხედრო ძალები არ შეუერთდებიან რუსულ ჯარებს, რომლებიც უკრაინაში არიან შეჭრილი. ინფორმაციას BBC ავრცელლებს. ლუკაშენკომ, რომელიც ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირეა და ქვეყნის პრეზიდენტი საიდანაც უკრაიონაში რუსული საბრძოლო ტექნიკის შეღრა მოხდა, ამბობს, რომ ბელარუსის არმია არ იღებს მონაწილეობას სამხედრო მოქმედებებში და არც არასდროს მიუღია. “ეს შეგვიძლია ეს ნებისმიერს დავუმტკიცოთ. უფრო მეტიც, რუსეთის ხელმძღვანელობას არასოდეს დაუყენებია […]
რუსეთის ეკონომიკა კოლაფსშია – მილიარდერებმა 83 მილიარდი დაკარგეს
უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის ეკონომიკა დიდ კოლაფსში აღმოჩნდა. გლობალურმა სანქციებმა ძლიერი დარტყმა მიაყენა, როგორც რიგით მოქალაქეებს, ისე პუტინის ელიტას და ოლიგარქებს. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი გააორმაგა, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხებზე 20% განაკვეთი დაწესდა. რეკორდულად უფასურდება რუბლი. რუსეთის ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 23%-ით დაეცა. ცხადია ეს გავლენას ახდენს რუსეთის მოქალაქეების სოციალურ ყოფაზე. არაერთ ქალაქში […]
ვატიკანი მზადაა, რუსეთსა და უკრაინას დიალოგში ხელი შეუწყოს
ვატიკანი მზად არის ხელი შეუწყოს უკრაინასა და რუსეთს შორის დიალოგს ომის დასასრულების მიზნით, – ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა კარდინალმა პიეტრო პაროლინმა განაცხადა. მისი თქმით, მიაჩნია, რომ „მოლაპარაკებისთვის ჯერ კიდევ და ყოველთვის არის ადგილი და არასდროს არის გვიან”. „ვატიკანი დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და გამოხატავს მზადყოფნას, რუსეთთან დიალოგის ფასილიტატორობისთვის,“- განაცხადა მდივანმა კარდინალმა პიეტრო პაროლინმა. […]
რუსებმა სუმში ნავთობის საცავი ააფეთქეს
რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის ქალაქ ახტირკაში ნავთობის საცავი ააფეთქეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსზე დმიტრო ჟივიცკიზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, ჟივიცკის ინფორმაციით, რუსული ძალების ტექნიკა სუმის მიმართულებით გადააადგილდება. „მტრის ტექნიკა ყველა მხრიდან მიემართება ქალაქისკენ. არის ქუჩის ბრძოლის საშიშროება! იყავით სახლში უსაფრთხო ადგილას, ფანჯრებისგან მოშორებით“, – მოუწოდა მან მოსახლეობას.
ხარკოვში 1 დღით კომენდანტის საათი გამოცხადდა
ხარკოვში დღეს 16:00 საათიდან სამშაბათის 06:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ხარკოვის ოლქის რეგიონალური ადმინისტრაციის უფროსი, ოლეგ სინეგუბოვი სოციალურ ქსელში წერს. სინეგუბოვი მოსახლეობას მოუწოდებს, თან ატარონ საბუთები. მისი თქმით, აკრძალულია ჯგუფურად გადაადგილება. „მაღაზიებში ან აფთიაქებში მაქსიმუმ 2 ადამიანი წადით, უკეთესია, თუ ქალები წავლენ,“- აცხადებს სინეგუბოვი. ასევე, მისი თქმით, ამ დროისთვის ხარკოვის […]
მოსკოვის ცენტრი რკინის ჯებირებით გადაკეტეს
მოსკოვის ცენტრი გადაკეტილია. სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები სადაც ჩანს, რომ დღეს დილიდან სპეციალური რკინის ჯებირები დადგეს წითელ მოედანთან და ალექსანდროვსკის ბაღთან. სოციალურ ქსელში წერენ, რომ მოსკოვის ცენტრის გადაკეტვა მოსალოდნელ საპროტესტო გამოსვლებს უკავშირდება. უკრაინაში მოსკოვის აგრესიული შეჭრის შემდეგ, პუტინის გადაწყვეტილებას მოწინააღმდეგეები რუსეთშიც გამოუჩნდნენ. შეიქმნა ანტისაომარი კომიტეტიც. რუსთავი 2
უკრაინის დელეგაცია რუსებთან შეხვედრაზე საიდუმლო მარშრუტით გაემგზავრა
უკრაინის და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა რამდენიმე საათში გაიმართება. ამის შესახებ უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა განაცხადა. თეოდორ ვენისლავსკის ინფორმაციით, უკრაინის დელეგაციას ბელორუსიის საზღვრამდე მისასვლელად რამდენიმე საათი დასჭირდება. – უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მარშრუტი შეიცვალა, ამიტომ ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებები რამდენიმე საათში დაიწყება. ჩენი დელეგაცია უსაფრთხოების მიზნით, დელეგაცია მათი სიცოცხლისთვის უსაფრთხო მარშრუტით გაემგზავრა. მარშრუტი გასაიდუმლოებულია, – განაცხადა ვენისლავსკიმ. […]
ბერლინში უკრაინას მხარი 100.000-მა ადამიანმა დაუჭირა
ზელენსკი – “რუსეთის დელეგაციას ბელარუსის საზღვარზე შევხვდებით”
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის დელეგაცია რუსეთის დელეგაციას უკრაინა – ბელარუსის საზღვარზე შეხვდება. ამის შესახებ ზელენსკიმ „ფეისბუქზე“ დაწერა. უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი „ფეისბუქის“ გვერდზე ბელარუსის პრეზიდენტთან ალექსანდრე ლუკაშენკოსთან საუბრის შესახებ წერს: „შევთანხმდით, რომ უკრაინის დელეგაცია შეხვდება რუსეთის დელეგაციას ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, უკრაინა – ბელარუსის საზღვარზე, მდინარე პრიპიატის რაიონში. ალექსანდრე ლუკაშენკომ საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, […]









