რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „დასავლეთში გაკეთებული აგრესიული განცხადებების ფონზე“, განკარგულება გასცა, შემაკავებელი ძალების სამსახურის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანა მოხდეს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. „ნატოს ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები უშვებენ აგრესიულ გამონათქვამებს ჩვენი ქვეყნის მისამართით, ამიტომ ვუბრძანებ თავდაცვის მინისტრს და გენერალური შტაბის ხელმძღვანელს რუსეთის არმიის შემაკავებელი ძალები გადავიდნენ სამხედრო მორიგეობის განსაკუთრებულ რეჟიმზე“, – განაცხადა პუტინმა, რომელმაც დღეს […]
კატეგორია: მსოფლიო
შოლცი – “მხარი უკრაინას უნდა დავუჭიროთ, პუტინის აგრესიაზე სხვა პასუხი შეუძლებელია”
ამ უკიდურესი საჭიროების დროს უკრაინას მხარი უნდა დავუჭიროთ, პუტინის აგრესიაზე სხვა პასუხი შეუძლებელი იყო, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში განაცხადა, სადაც მან უკრაინის ჯარისთვის იარაღის პირდაპირ მიწოდების შესახებ გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. „ეს ომი პუტინმა აირჩია და არა რუსმა ხალხმა, ამიტომ ნათლად უნდა დავინახოთ, რომ ეს პუტინის ომია“, – აღნიშნა შოლცმა. მან ხაზი […]
რუსეთის მოსახლეობა ბანკომატებს მიაწყდა – ომის დაწყებიდან 24 მილიარდი დოლარია გატანილი
რუსეთში პანიკაა – შეშინებული მოსახლეობა ბანკომატებს მიაწყდა. მოქალაქეებს ბანკებიდან დანაზოგები მასობრივად გააქვთ. უკრაინაში ომის დაწყებიდან საბანკო სისტემიდან 24 მილიარდი დოლარია გატანილი. ამის გამო რუსულმა ბანკებმა ლიმიტები დააწესეს. გაზრდილი უკმაყოფილების გამო რუსეთში საპროტესტო აქციები იმართება, თუმცა ხელისუფლება მათ აკავებს. ცოტა ხნის წინ ინტერნეტ სივრცეში ვლადიმერი პუტინის იმპიჩმენტის მოთხოვნით პეტიცია გაჩნდა. ამ დროისათვის მათი რაოდენობა 100 ათასამდე […]
ზელენსკი – “უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში სარჩელი შეიტანა”
უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე წერს. „რუსეთმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა აგრესიის გასამართლებლად გენოციდის ცნების მანიპულირებისთვის. ჩვენ ვითხოვთ გადაუდებელ გადაწყვეტილებას, რომლითაც რუსეთს დაევალება შეწყვიტოს სამხედრო აქტივობა ახლავე და ველით, რომ სასამართლო პროცესი მომავალ კვირას დაიწყება“, – აღნიშნა ზელენსკიმ. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის ქმედებები – საბავშვო ბაღების, საცხოვრებელი უბნების და […]
უკრაინის რადა გაეროს – “შეიქმნას ტრიბუნალი პუტინის რეჟიმის დანაშაულთა გამოსაძიებლად”
უკრაინის რადა გაერო-ს გენერალურ ასამბლეას მიმართავს წინადადებით, შექმნას სპეციალური ტრიბუნალი იმ დანაშაულთა გამოსაძიებლად, რომელიც რუსეთის მოქმედი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის რეჟიმმა ჩაიდინა მსოფლიო ქვეყნების წინააღმდეგ. მიმართვა დეპუტატებს რადას სპიკერმა რუსლან სტეფანჩუკმა გააცნო. „მივმართავთ გაერო-ს გენერალურ ასამბლეას წინადადებით, შექმნას სპეციალური ტრიბუნალი პუტინის რეჟიმის დანაშაულებათა გამოსაძიებლად უკრაინაში, საქართველოში, მოლდოვასა და სხვა სახელმწიფოებში. ბარბაროსული დანაშაულებების ჩადენის შედეგად უკრაინაში, რუსეთის ადგილი […]
„ნამდვილი ჩეჩნები იცავენ და დაიცავენ უკრაინას”
ჯოხარ დუდაევის სახელობის ბატალიონი უკრაინელების და უკრაინის დასაცავად იბრძოლებს – განცხადება ამის შესახებ ბატალიონის ჯარისკაცებმა გააკეთეს. “მე მინდა მივმართო უკრაინელებსა და მთელ მსოფლიოს. როდესაც რუსეთი ომის გამოცხადების გარეშე დაესხა თავს უკრაინის ქალაქებს, მოქალაქეები გმირულად იცავენ თავს. ამ რთულ დროს, ჩეჩნების მოქალაქეების ნაწილი, ე.წ. კადიროველები სისხლიან ომში მონაწილეობენ. მინდა ვუთხრა უკრაინელებს, რომ ნამდვილი ჩეჩნები იცავენ და […]
„ერთ-ორ დღეში იქნება ომი, სამ დღეში – „ხორცსაკეპი“… საწყალი პუტინი“ – ლუკაშენკო
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო უკრაინაში გაჩაღებულ ომს კონფლიქტად აფასებს და აცხადებს, რომ თუ ეს კონფლიქტი არ შეწყდება, სამ დღეში “ხორცსაკეპ მანქანად გადაიქცევა”. მისი თქმით, პუტინი ეცოდება, რადგან მოლაპარაკებებს სთავაზობენ და შემდეგ უკან იხევენ: “ამას არც ახლა დავარქმევდი ომს, ეს არის კონფლიქტი და ერთ-ორ დღეში იქნება ომი, სამ დღეში – „ხორცსაკეპი“. საწყალი პუტინი. ჯერ მოლაპარაკებებს სთავაზობენ, […]
უკრაინელმა ბოშებმა რუსებს ტანკი მოპარეს
ხერსონის ოლქში, სოფელ ლიუბიმოვკაში უკრაინელმა ბოშებმა რუს ოკუპანტებს ტანკი მოპარეს. „შეიარაღებული ძალების გმირული მუშაობის გარდა, სამაშველოში მოდიან მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბოშები. ამ უკანასკნელებმა დღეს, 27 თებერვალს, რუს დამპყრობლებს ტანკი მოპარეს. და ეს მოხდა კახოვკადან არც თუ ისე შორს, ხერსონის რაიონის სოფელ ლიუბიმოვკაში” – ნათქვამია ინფორმაციაში. “ხერსონის რაიონი იწვის. სოფელ ლიუბიმოვკაში ბოშებმა ტანკი მოიპარეს. კიდევ […]
რუსეთში პუტინის იმპიჩმენტს ითხოვენ
ინტერნეტში გამოჩნდა პეტიცია რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინის იმპიჩმენტის მოთხოვნით. ის მოქალაქეები, ვინც თვლის, რომ უკრაინაში რუსეთის მხრიდან ომის დაწყება გაუმართლებელი იყო, ხელმოწერებს აგროვებენ change.org-ზე განთავსებულ პეტიციაზე პრეზიდენტის გადასაყენებლად. 27 თებერვლის დილის, ამ დროისთვის, პეტიციას უკვე ჰყავს 74.779 ათასზე მეტი ხელმომწერი, მათი რიცხვი მუდმივად იზრდება. პეტიციის ავტორი და მასზე ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ პუტინი ანადგურებს როგორც უკრაინას საომარი მოქმედებებით, […]
ბაიდენი – “ან მესამე მსოფლიო ომი უნდა დავიწყოთ ან რუსეთი დავსაჯოთ”
ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთი დიდ ფასს გადაიხდის როგორც გრძელ, ისე მოკლევადიან პერსპექტივაში უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილების გამო და დასძინა, რომ კონფლიქტი ევროპასა და ნატოს აახლოებს. ამის შესახებ CNN იუწყება. „ის აწარმოებს ეფექტს, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც იმედოვნებდა“ – განაცხადა ბაიდენმა ვლადიმერ პუტინზე საუბრისას. სანქციებზე საუბრისას, ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი აზრით, ეს ერთადერთი საშუალებაა […]









