ილონ მასკმა უკრაინას „სტარლინკის“ ტერმინალებით სარგებლობის საშუალება მისცა. „სტარლინკის სერვისი უკვე ხელმისაწვდომია უკრაინაში. მეტი ტერმინალი გზაშია“, – ნათქვამია ილონ მასკის მიერ „ტვიტერით“ გაკეთებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ „სტარლინკი“ არის გლობალური სატელიტური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანებს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით. აღსანიშნავია, რომ „სტარლინკის“ ტერმინალების გამოყენების უფლების თხოვნით ამერიკელ მილიარდერს უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილ ფედოროვმა მიმართა. „ილონ მასკ, ვიდრე […]
კატეგორია: მსოფლიო
ხარკოვის ქუჩებში ბრძოლები მიმდინარეობს
უკრაინის ქალაქ ხარკოვის ქუჩებში, სადაც ცოტა ხნის წინ რუსულმა ძალებმა შეაღწიეს, ბრძოლა მინდინარეობს, – ინფორმაციას BBC-ი სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებზე დაყრდნობით ავრცელებს. კადრებში ჩანს, რომ ქალაქში რუსული დანაყოფები იმყოფებიან. ასევე ჩანს ცეცხლმოკიდებული „ტიგრის“ ტიპის რუსული სამხედრო მანქანები. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ხარკოვში რუსული ძალები შევიდნენ. ადგილობრივი მთავრობა მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს. იპნ
შოლცი – “ჩვენს უკრაინელ მეგობრებს 1.000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და 500 სტინგერს მივაწვდით”
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ტვიტერში წერს, რომ მისი ქვეყანა უკრაინას იარაღს მიაწვდის. ამას გარდა, გერმანიამ ნიდერლანდებს დაავალა, რომ უკრაინას გერმანული წარმოების 400 ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და 500 ანტისაჰაერო იარაღი მიაწოდოს. “რუსეთის შეტევა გარდამტეხ მომენტს აღნიშნავს. ჩვენი ვალია, შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერი გავაკეთო, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას უკრაინის დამპყრობელი არმიისგან თავის დასაცავად. სწორედ ამიტომ, უკრაინაში ჩვენს მეგობრებს 1.000 […]
სიიარტო – “რუსეთს და უკრაინას მოლაპარაკებას ბუდაპეშტში ვთავაზობთ”
უნგრეთის საგარეო ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას მოლაპარაკებების გამართვას ბუდაპეშტში სთავაზობს. ამის შესახებ მან „ფეისბუქის“ გვერდზე განაცხადა. „მწუხარებითა და შეშფოთებით ვხედავ საერთაშორისო პოლიტიკისა და პრესის ზოგიერთი წარმომადგენელი როგორ არ წყვეტს ტყუილის გავრცელებას. მე არ მესმის როგორ მართავს ზოგიერთი ადამიანი „ფეიკ ნიუსების საწარმოებს“, როდესაც ადამიანები ომის გამო იხოცებიან. ახლა ისინი იტყუებიან, […]
რუსეთის სვიფტიდან გათიშვას მხარი უნგრეთმაც დაუჭირა
რუსეთის სვიფტიდან გათიშვის წინააღმდეგი მხოლოდ უნგრეთია
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ერთადერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც მხარს არ უჭერს რუსეთის Swift-დან დაბლოკვას, უნგრეთია. აღნიშნულ საკითხს რამდენიმე ევროპელი ქვეყანა ეწინააღმდეგებოდა, თუმცა საბოლოოდ, იტალია, გერმანია და კვიპროსი დათანხმდნენ, არ დაბლოკონ გადაწყვეტილება რუსეთისთვის Swift-ის აკრძალვის შესახებ. შეგახსენებთ, რომ SWIFT ფინანსური ინსტიტუტების გაერთიანებაა, რომელიც 1973 წელს შეიქმნა და მისი სათავო ოფისი ბელგიაში მდებარეობს. ის დაცული სისტემაა, რომელიც […]
ანკარაში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
ანკარაში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე, თურქეთის მოქალაქეებთან ერთად მოლდოველები და უკრაინელებიც იმყოფებიან. აქციის მონაწილეები უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიას აპროტესტებენ. ცნობისთვის, მესამე დღეა, რაც უკრაინაში სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს. მსოფლიო ლიდერები გმობენ რუსეთის ქმედებებს. სოლიდარობის აქციები კი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში იმართება. იპნ
კიევის მეტროში ბავშვი დაიბადა
რუსეთს ევროპის საბჭოში წევრობა შეუჩერეს
ერდოღანი – “ნატომ უკრაინას უფრო მტკიცედ უნდა დაუჭიროს მხარი”
თურქეთმა კვლავ ღიად გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობისადმი და პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნატოს ქვეყნებს მოუწოდა, გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგან უკრაინის დასაცავად. მან დასავლური ქვეყნები გააკრიტიკა და დაადანაშაულა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მტკიცე პოზიცია ამ დრომდე არ გამოუჩენიათ. ერდოღანი, დღევანდელ გამოსვლაში ამბობს, რომ იმედოვნებს, პარასკევის ნატოს სამიტზე უფრო მტკიცე მიდგომას აირჩევს ალიანსი: “ეს არ უნდა […]









