ბაიდენი – “ან მესამე მსოფლიო ომი უნდა დავიწყოთ ან რუსეთი დავსაჯოთ”

ბაიდენი - "ან მესამე მსოფლიო ომი უნდა დავიწყოთ ან რუსეთი დავსაჯოთ"ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთი დიდ ფასს გადაიხდის როგორც გრძელ, ისე მოკლევადიან პერსპექტივაში უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილების გამო და დასძინა, რომ კონფლიქტი ევროპასა და ნატოს აახლოებს. ამის შესახებ CNN იუწყება.

„ის აწარმოებს ეფექტს, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც იმედოვნებდა“ – განაცხადა ბაიდენმა ვლადიმერ პუტინზე საუბრისას.

სანქციებზე საუბრისას, ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი აზრით, ეს ერთადერთი საშუალებაა რუსეთის დასასჯელად. „ჩვენ ორი ვარიანტი გვაქვს – დავიწყოთ მესამე მსოფლიო ომი, ფიზიკურად ვეომოთ რუსეთს, ან მეორე – დავრწმუნდეთ, რომ ქვეყანა, რომელიც სამართლის წინააღმდეგ მოქმედებს, ამისთვის ფასს გადაიხდის“, – განაცხადა ბაიდენმა.