კატეგორია: მსოფლიო

პესკოვი – “რუსეთი მზადაა, უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის მინსკში დელეგაცია გაგზავნოს”

რუსეთი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მინსკში დელეგაცია გაგზავნოს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „მოგეხსენებათ, დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოაცხადა მზადყოფნა განიხილოს უკრაინის ნეიტრალური სტატუსი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ოპერაციის მიზანი იყო დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დახმარება, მათ შორის უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის გზით და ეს, ფაქტობრივად, ნეიტრალური სტატუსის განუყოფელი კომპონენტია“, […]

ლავროვი – “პუტინი ზელენსკის დაელაპარაკება, თუ უკრაინელები იარაღს დააწყობენ”

კონტაქტი შესაძლებელია თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები იარაღს დააწყობენ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმ პირობების განმარტებისას განაცხადა, თუ რა შემთხვევაში დათანხმდება კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებას. ამასთანავე, რუსეთის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ არავინ არ აპირებს უკრაინის ოკუპირებას. მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტყუება, როცა ამბობს, რომ მზადაა […]

ხარკოვში მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა

რუსეთ-უკრაინის ომი – უკრაინის ქალაქ ხარკოვში ევაკუაცია გამოცხადდა. ქალაქის მერმა ხარკოვში მცხოვრებ მოსახლეობას მიმართა სასწრაფოდ მოძებნონ უსაფრთხო ადგილები. “გთხოვთ, ახლავე დაუყოვნებლივ ჩახვიდეთ მეტროპოლიტენის სადგურში, რომელიც მზადაა მისაღებად. ასევე ჩადით სარდაფებსა და თავშესაფრებში”, – განაცხადა მერმა.

„დროა, დავიწყოთ საქართველოს კბილებამდე შეიარაღება“ – კოფი

 ამერიკელი მკვლევარი, The Heritage Foundation-ის ანალიტიკოსი, ლუკ კოფი Twitter-ზე წერს, რომ დროა  საქართველოს კბილებამდე შეიარაღება დაიწყოს: “დროა, დავიწყოთ საქართველოს კბილებამდე შეიარაღება და არ დაველოდოთ რამდენიმე კვირას, სანამ რუსეთი მათთან შეჭრას (ისევ) გადაწყვეტს, როგორც უკრაინაში” – წერს ლუკ კოფი.

თურქეთი რუსი სამხედროებისთვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს კეტავს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთი რუსი სამხედროებისთვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს კეტავს. მევლუთ ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ რუსეთს სრუტეების გამოყენება, მხოლოდ და მხოლოდ ფლოტის ბაზაზე დასაბრუნებლად შეუძლია. ამ ყველაფერს წინ უძღოდა ანკარაში მყოფი უკრაინის ელჩის ვასილ ბოდნარის შეხვედრა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. სწორედ მან გადასცა თურქეთის ოფიციალურ პირებს უკრაინის თხოვნა რუსეთისთვის სრუტეების დაკეტვასთან […]

ნატოში დღეს საგანგებო სხდომა დაინიშნა

უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსში საგანგებო სხდომა ჩაინიშნა. სხდომა პარასკევს, კიევის დროით 16:00 საათზე იქნება. ცნობისთვის, ამ წუთებში უკრაინაში ისევ დაძაბული სიტუაციაა, აფეთქებების და შეტაკებების ხმა არაერთ ქალაქში ისმის. გამთენიისას დედაქალაქ კიევზე რუსებმა სარაკეტო შეტევა განახორციელეს. არსებული ინფორმაციით, კიევში, ტროეშინის რაიონში 6 აფეთქება მოხდა. აფეთქებების ხმა ისმოდა დედაქალაქის პეჩერსკის და გოლოსევსკის რაიონებში, პოზნიაკიში. შს მინისტრის მოადგილის ანტონ გერაშენკოს […]

ზელენსკი – “რაც უფრო ადრე დაიწყება რუსეთთან საუბარი, მით ნაკლები იქნება მისი დანაკარგი”

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა. მან რუსეთს მშვიდობიანი მოლაპარაკებების გამართვისკენ მოუწოდა. „ადრე თუ გვიან რუსეთი უნდა დაგველაპარაკოს იმის შესახებ, თუ როგორ დავასრულოთ მტრობა და შევაჩეროთ შემოჭრა. რაც უფრო ადრე დაიწყება რუსეთთან საუბარი, მით უფრო ნაკლები იქნება მისი დანაკარგი”, – განაცხადა მან. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელები ქვეყნის დაცვას აგრძელებენ. იპნ

კიევში რუსული საფრენი აპარატი ჩამოაგდეს – 9 სართულიან სახლს ცეცხლი გაუჩნდა

კიევში რუსული საფრენი აპარატის ჩამოგდების შემდეგ 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილს ცეცხლი გაუჩნდა, – ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა. ადგილზე სახანძრო ჯგუფები და მაშველები მუშაობენ. გერაშჩენკოს ინფორმაციით, რუსული თვითმფრინავი კიევის დარნიცკის რაიონში ჩამოაგდეს.

ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაში არსებულ სიტუაციას გამოეხმაურა. მან დაგმო რუსეთი სამხედრო დარტყმის გამო და გამოაცხადა ახალი სანქციები და შეზღუდვები რუსეთში ექსპორტის შესახებ. “ეს რუსეთის ეკონომიკას სერიოზულ ხარჯებს დაუწესებს, როგორც დაუყოვნებლივ, ასევე დროთა განმავლობაში. ჩვენ მიზანმიმართულად შევიმუშავეთ ეს სანქციები რუსეთზე გრძელვადიანი ზემოქმედების მაქსიმალურად გაზრდისა და შეერთებულ შტატებსა და ჩვენს მოკავშირეებზე ზემოქმედების შესამცირებლად”, – თქვა მან. […]

ჯონსონი – ყველა ძირითადი რუსული ბანკის აქტივები გაიყინება

ცნობილია იმ ფინანსური სანქციების ჩამონათვალი, რომლებსაც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი რუსეთს უწესებს. ბრიტანეთის მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, ანალოგიური სანქციები დაუწესდება ბელორუსსაც, უკრაინაზე თავდასმაში მონაწილეობისთვის. სასანქციო ღონისძიებების ფარგლებში ყველა ძირითადი რუსული ბანკის აქტივები გაიყინება და ისინი გამოეთიშებიან გაერთანებული სამეფოს ფინანსურ სისტემას. ეს გულისხმობს VTB ბანკის დაუყოვნებლივ გაყინვასაც. გთავაზობთ დანარჩენი სანქციების ჩამონათვალს სრულად: კანონმდებლობა აუკრძალავს ძირითად რუსულ კომპანიებსა […]