შოლცი – “ჩვენს უკრაინელ მეგობრებს 1.000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და 500 სტინგერს მივაწვდით”

შოლცი - "ჩვენს უკრაინელ მეგობრებს 1.000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და 500 სტინგერს მივაწვდით"გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ტვიტერში წერს, რომ მისი ქვეყანა უკრაინას იარაღს მიაწვდის. ამას გარდა, გერმანიამ ნიდერლანდებს დაავალა, რომ უკრაინას გერმანული წარმოების 400 ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და 500 ანტისაჰაერო იარაღი მიაწოდოს.

“რუსეთის შეტევა გარდამტეხ მომენტს აღნიშნავს. ჩვენი ვალია, შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერი გავაკეთო, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას უკრაინის დამპყრობელი არმიისგან თავის დასაცავად.

სწორედ ამიტომ, უკრაინაში ჩვენს მეგობრებს 1.000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღსა და 500 სტინგერის რაკეტას ვაწვდით”,- წელს შოლცი ტვიტერში.

მთავარი