კატეგორია: მსოფლიო

“არა ომს” – რუსეთის 24 ქალაქში აქციები გაიმართა – 167 კაცი დააკავეს

ლოზუნგით „არა ომს!“ რუსეთის ფედერაციის 20-ზე მეტ ქალაქში აქციები გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული ტელეარხი „დოჟდი“ ავრცელებს. მათი ცნობით, აქციები მრავალრიცხოვანი არ ყოფილა, თუმცა ისინი რუსეთის 24 ქალაქში გაიმართა და პროტესტის გამოხატვისთვის 18:00 საათის მონაცემებით, 167 აქტივისტი დააკავეს, მხოლოდ ეკატერინბურგში 60 აქტივისტი დააკავეს. პიკეტი იყო მოსკოვში პუშკინის მოედანზე და სანქტ-პეტერბურგის სხვადასხვა ქალაქში. ცნობისთვის, რუსეთის ხელისუფლებამ საკუთარ […]

დონეცკში რუსული ჭურვები კლინიკასთან ჩამოვარდა – დაიღუპა 4, დაშავდა 10

დონეცკის ოლქის ქალაქ უგლედარში რუსული სამხედრო ჭურვები საავადმყოფოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა, დაიღუპა 4 და დაშავდა 10 მშვიდობიანი მოქალაქე, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ დონეცკის სამხედრო-სამოქალაქო სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პაველ კირილენკომ „ფეისბუქზე“ დაწერა. „უგლედარში რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა 4 ადამიანი მოკლეს და 10 დაჭრეს. დაჭრილებს შორის 6 ექიმია“, – წერს კირილენკო. მისი თქმით, დაჭრილების მდგომარეობა სხვადასხვა სიმძიმისაა. […]

ზალუჟნი – “ბელარუსიდან უკრაინაში 4 ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს”

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ინფორმაციით, ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიიდან სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით 4 ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. მთავარი

ჯონსონი – “რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური ეკონომიკური სანქციები დაწესდება”

ვლადიმერ პუტინი თავს დაესხა მეგობარ ქვეყანას ყოველგვარი პროვოკაციისა და სარწმუნო საბაბის გარეშე, – ასე აფასებს უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, სატელევიზიო მიმართვაში, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი. მისი თქმით, რუსეთთან მიმართებით არსებული შიშები გამართლდა და პირობა დადო, რომ დიდი ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები, „რუსეთს უფრო მასშტაბურ ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებენ“. „ვლადიმერ პუტინი თავს დაესხა მეგობარ ქვეყანას, ყოველგვარი პროვოკაციისა […]

მაკრონი – “ომის ამ აქტს მტკიცედ და ერთიანად ვუპასუხებთ!”

ომის ამ აქტს სისუსტის გარეშე, ცივსისხლიანად, მტკიცედ და ერთიანად ვუპასუხებთ, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა. „მინდა მივესალმო უკრაინის პრეზიდენტის გამბედაობასა და სიმტკიცეს. სიტყვის დარღვევით, დიპლომატიურ გზაზე უარის თქმით, ომის არჩევით, პრეზიდენტმა პუტინმა არა მხოლოდ შეუტია უკრაინას, არამედ უკრაინის სუვერენიტეტის შელახვა გადაწყვიტა. ეს გარდამტეხი მომენტია ევროპის ისტორიაში. რუსეთის პრეზიდენტმა გადაწყვიტა სერიოზული თავდასხმა განეხორციელებინა ევროპაში მშვიდობასა და სტაბილურობაზე“, […]

ნატო – “ვგზავნით დამატებით თავდაცვით სახმელეთო და საჰაერო ძალებს ალიანსის აღმოსავლეთში, ასევე დამატებით საზღვაო რესურსს”

ჩვენ ვგზავნით დამატებით თავდაცვით სახმელეთო და საჰაერო ძალებს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, ასევე დამატებით საზღვაო რესურსს. ჩვენ გავზარდეთ ჩვენი ძალების მზაობა, რეაგირება იქონიონ ყველა ვითარებაზე,- ამის შესახებ ნატოს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი. ალიანსის განმარტებით, რუსეთის ქმედებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას, რასაც ექნება გეოსტრატეგიული შედეგები. ნატო გააგრძელებს ყველა აუცილებელი ზომის მიღებას ყველა მოკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველსაყოფად. „ჩვენ […]

უკრაინა – “სჩასტიე და მარიუპოლი დავიბრუნეთ”

უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქის ქალაქებზე სჩასტიესა და მარიუპოლზე სრული კონტროლი აღადგინეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მძიმე ბრძოლები გრძელდება ხარკოვის მიმართულებით და უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის რაიონში, სადაც მოწინააღმდეგე მხარემ დანაკარგი განიცადა. „ჩვენმა ძალებმა სრული კონტროლის ქვეშ დააბრუნეს ქალაქები მარიუპოლი და სჩასტიე. განადგურებულია მტრის სულ მცირე ექვსი თვითმფრინავი, […]

ზელენსკი – “უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა”

უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა ოფიციალურად გაწყვიტა. ამის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ გააკეთა. მან ასევე თქვა, რომ ის იარაღს ყველას მისცემს, ვისაც ამის სურვილი და შესაძლებლობა აქვს. გარდა ამისა, ზელენსკიმ მოუწოდა უკრაინის მოქალაქეებს, განსაკუთრებით ვეტერანებს, ვისაც ძალა შესწევს დაეხმარონ სამხედრო ძალებს. მისი თქმით, არმიას მხარი ყველამ უნდა დაუჭიროს, რადგან ისინი გმირულად იბრძვიან. მან […]

ლიეტუვაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ლიეტუვაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა – ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ქვეყნის ხელისუფლებამ უკრაინაში, რუსეთის შეჭრის შემდეგ მიიღო. „დღეს ხელს მოვაწერ განკარგულებას საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ, რომელსაც პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე მიიღებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ. სახელმწიფოს მეთაურმა რუსეთის ქმედებებს “არაპროვოცირებული სამხედრო აგრესია” უწოდა. “ჩვენ ვხედავთ რუსეთის დანაშაულებრივ ქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ არ შეგვიძლია გულგრილი დავრჩეთ ამ […]

ერდოღანმა უკრაინის საკითხზე უშიშროების საბჭო მოიწვია

თურქეთის პრეზიდენტმა რეფეჯ თაიფ ერდოღანმა უკრაინის საკითხზე უშიშროების საბჭო მოიწვია. საბჭოზე სავარაუდოდ, ბოსფორის და დარდანელის სრუტეების რუსეთისთვის დახურვა განიხილება. კიევმა სთხოვა თურქეთს დახუროს ბოსფორის და დარდანელის სრუტეები რუსეთისთვის. მონტრეს კონვენციის თანახმად, თურქეთს უფლება აქვს, რომ სამხედრო გემები სრუტეში არ გაატაროს. მანამდე კიევმა სთხოვა თურქეთს დახუროს ბოსფორის და დარდანელის სრუტეები რუსეთისთვის. მონტრეს კონვენციის თანახმად, თურქეთს უფლება […]