მაკრონი – “ომის ამ აქტს მტკიცედ და ერთიანად ვუპასუხებთ!”

მაკრონი - "ომის ამ აქტს მტკიცედ და ერთიანად ვუპასუხებთ!"ომის ამ აქტს სისუსტის გარეშე, ცივსისხლიანად, მტკიცედ და ერთიანად ვუპასუხებთ, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

„მინდა მივესალმო უკრაინის პრეზიდენტის გამბედაობასა და სიმტკიცეს. სიტყვის დარღვევით, დიპლომატიურ გზაზე უარის თქმით, ომის არჩევით, პრეზიდენტმა პუტინმა არა მხოლოდ შეუტია უკრაინას, არამედ უკრაინის სუვერენიტეტის შელახვა გადაწყვიტა. ეს გარდამტეხი მომენტია ევროპის ისტორიაში. რუსეთის პრეზიდენტმა გადაწყვიტა სერიოზული თავდასხმა განეხორციელებინა ევროპაში მშვიდობასა და სტაბილურობაზე“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

იმედინიუსი