უკრაინაში დაძაბული ვითარებაა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლვოვიდან, პოლონეთში ამერიკელი დიპლომატების ევაკუაცია იგეგმება. თუმცა ოფიციალურად ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის. რაც შეეხება ორ ოკუპირებულ რეგიონს, დონეცკში რუსული არმია უკვე შევიდა. ამის შესაბამისი ვიდეოც გავრცელდა, სადაც ჩანს თუ როგორ შედის ოკუპირებულ რეგიონში ცოცხალი ძალა – რამდენიმე ათასი ადამიანი, ასევე მძიმე ჯავშანტექნიკა. როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინი გადამწყვეტი ზომებისთვის […]
კატეგორია: მსოფლიო
რუსეთმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა
პუტინი დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას აპირებს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული ე.წ. რესპუბლიკების აღიარება გადაწყვიტა. ამ ინფორმაციას მედია კრემლზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს განუცხადა, რომ აპირებს ხელი მოაწეროს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების აღიარებას. „ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში მხედველობაში აქვს შესაბამისი ბრძანებისთვის ხელმოწერა. საფრანგეთის პრეზიდენტმა და გერმანიის ფედერალურმა […]
დონეცკიდან და ლუგანსკიდან რუსეთში 61.000 დევნილი გადავიდა
დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკებიდან რუსეთის ფედერაციის საზღვარი 61.000-მდე დევნილმა გადმოკვეთა, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ჩუპრიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. დონბასში სიტუაცია ბოლო დღეების განმავლობაში მნიშვნელოვნად დაიძაბა. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ საოკუპაციო ძალები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს ინტენსიურად არღვევენ, მათ შორის მინსკის შეთანხმებებით აკრძალული იარაღის გამოყენებით. ოკუპირებული დონეცკისა და […]
ზელენსკი – „უკრაინა გადახედავს ბირთვულ შეიარაღებაზე უარის თქმის ხელშეკრულებას“
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი მიუნხენის კონფერენციაზე გამოვიდა ინიციატივით, და განაცხადა, რომ ის იწვევს მოლაპარაკებების მაგიდასთან ბუდაპეშტის მემორანდუმის მონაწილეებს. ამ მემორანდუმით, უკრაინა უარს აცხადებდა თავის წილ ბირთვულ შეიარაღებაზე, ხოლო მისი უსაფრთხოების გარანტად დგებოდნენ აშშ, ბრიტანეთი და რუსეთი. „მე გამოვდივარ ინიციატივით, დაიწყოს კონსულტაციები ბუდაპეშტის მემორანდუმის ჩარჩოებში. მისი მოწვევა უკვე დაევალა ჩემი მხრიდან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს და […]
ლუფტჰანზამ კიევის მიმართულებით ფრენები 28 თებერვლამდე შეწყვიტა
ლუფტჰანზა კიევის მიმართულებით 21-დან 28 თებერვლამდე ყველა ფრენას აჩერებს. გერმანული ავიაკომპანია ლუფტჰანზას ეკიპაჟმა შესაძლო საომარი სცენარი განვითარების გამო უკრაინაში გაფრენაზე უარი განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. თვითმფრინავი პარასკევს დილით ფრანკფურტიდან უკრაინაში არ ჩაფრენილა. ავიარეისი მიემართებოდა ლვოვში, სადაც ბოლო დღეებში უსაფრთხოების მიზეზებით დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის საელჩოებმა და ნატო-მ პერსონალი კიევიდან სამუშაოდ გადაიყვანეს. „რეისი ელეიჩი 1538 დილის […]
ბორის ჯონსონი – “რუსეთი 1945 წლის შემდეგ ევროპაში ყველაზე დიდ ომს გეგმავს”
მტკიცებულებები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი გეგმავს “ყველაზე დიდ ომს ევროპაში 1945 წლის შემდეგ”, – ამის შესახებ ბორის ჯონსონმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, „ყველა ნიშანი იმაზე მეტყველებს, რომ გეგმა გარკვეული თვალსაზრისით უკვე დაწყებულია“. ჯონსონის ინფორმაციით, დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსეთი აპირებს შეჭრას, უკრაინის დედაქალაქ კიევის ალყაში მოქცევით. ჯონსონმა ასევე აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო რუსეთის წინააღმდეგ კიდევ […]
ზელენსკი პუტინს შეხვედრას სთავაზობს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტს შეხვედრას სთავაზობს. ამის შესახებ მან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მან არ იცის, რა სურს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს. „მე არ ვიცი რა სურს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ამიტომ ვთავაზობ მას შეხვედრას“,- აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩავიდა. როგორც ზელენსკი ამბობს, ჩასვლის მიზეზი ის იყო, […]
დიდ ბრიტანეთს საელჩო კიევიდან ლვოვში გადააქვს
დიდ ბრიტანეთს თავისი საელჩო კიევიდან ლვოვში გადააქვს და საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, დატოვონ უკრაინა. ამის შესახებ ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრის განცხადებაში. უწყების ცნობით, კიევში მდებარე საელჩოს თანამშრომლები დროებით ლვოვში გადავლენ და მუშაობას იქიდან გააგრძელებენ. „რუსეთის ნებისმიერი სამხედრო ქმედება უკრაინაში სერიოზულად დააზარალებს ბრიტანეთის მთავრობის შესაძლებლობას, უზრუნველყოს საკონსულო დახმარება უკრაინაში. ასეთ გარემოებებში ბრიტანეთის მოქალაქეები არ უნდა […]
დარწმუნებული ვარ, რუსეთი უკრაინაში შეიჭრება – ჯო ბაიდენი
დარწმუნებული ვარ, რუსეთი უკრაინაში შეიჭრება,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გამართა. პრეზიდენტის თქმით, აშშ რუსეთის გეგმებს ამჟღავნებს არა იმიტომ, რომ კონფლიქტი უნდა, არამედ იმიტომ, რომ რუსეთს უკრაინაში შეჭრის ყოველგვარი გასამართლების საფუძველი წაართვას. „საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ რუსული ძალები უკრაინაზე თავდასხმას უახლოეს კვირაში ან დღეებში გეგმავენ. ჩვენ მივიჩნევთ, […]