ბაიდენმა დონეცკისა და ლუგანსკის წინააღმდეგ სანქციებს მოაწერა ხელი

ბაიდენმა დონეცკისა და ლუგანსკის წინააღმდეგ სანქციებს მოაწერა ხელიაშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების წინააღმდეგ განსაზღავრულ სანქციების განკარულებას ხელი მოაწერა.

თეთრი სახლის თანახმად, ხელმოწერილი განკარგულება კრძალავს ე.წ. „დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში“ აშშ-ის მოქალაქეების მიერ ფინანსურ საქმიანობასა და ინვესტიციების განხორციელებას, ასევე ნებისმიერი პროდუქციის, მომსახურების ან ტექნოლოგიების ამ რეგიონებიდან აშშ-ში შეტანას ან აშშ-დან ამ რეგიონებში ექსპორტს.

“პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, პრეზიდენტ პუტინის ქმედების საპასუხოდ ე.წ დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებელ” სახელმწიფოებად აღიარების შესახებ. პრეზიდენტ პუტინის ქმედება ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებებით გათვალისწინებულ რუსეთის ვალდებულებებს და ძირს უთხრის უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას,“- ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სადაც ასევე ვკითხულობთ, რომ ეს განკარგულება განსხვავდება იმ სწრაფი და მკაცრი ეკონომიკური ზომებისგან, რომლებსაც აშშ მოკავშირეებთან ერთად მიიღებს რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ.

„ვაგრძელებთ მჭიდრო კონსულტაციებს უკრაინასთან, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან შემდეგი ნაბიჯების თაობაზე და მოვუწოდებთ რუსეთს დაუყოვნებლივი დეესკალაციისკენ,“- ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

პრაიმ ტაიმი