კატეგორია: მსოფლიო

შოლცი – “ჩრდილოეთის ნაკადი 2 ვერ გაგრძელდება”

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, გაზსადენი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის პროექტის წინსვლა უკრაინის კრიზისის ფონზე ვერ გაგრძელდება. მისი თქმით, გაზსადენის დამტკიცების პროცესი დროებით შეჩერებულია. შოლცმა თქვა, რომ გერმანიამ დაიწყო ნაბიჯების გადადგმა გაზსადენი სერტიფიკაციის შეჩერებასთან დაკავშირებით. მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ეს არის პასუხი უკრაინაში რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით. გასულ თვეებში საერთაშორისო საზოგადოებაში აქტიური განხილვის საგანი იყო თუ რუსეთის […]

ერდოღანი – “პუტინის მიერ დონეცკის და ლუგანსკის აღიარება მიუღებელია”

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინის ორი რეგიონის აღიარება “მიუღებელია”. „მიგვაჩნია, რომ რუსეთის ეს გადაწყვეტილება მიუღებელია. ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას ყველა მხარის მიმართ, პატივი სცენ საღ აზრსა და საერთაშორისო სამართალს“, – აღნიშნა ერდოღანმა ჟურნალისტებთან საუბარში. შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა, მოგვიანებით კი განკარგულება გასცა, […]

ბაიდენმა დონეცკისა და ლუგანსკის წინააღმდეგ სანქციებს მოაწერა ხელი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების წინააღმდეგ განსაზღავრულ სანქციების განკარულებას ხელი მოაწერა. თეთრი სახლის თანახმად, ხელმოწერილი განკარგულება კრძალავს ე.წ. „დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში“ აშშ-ის მოქალაქეების მიერ ფინანსურ საქმიანობასა და ინვესტიციების განხორციელებას, ასევე ნებისმიერი პროდუქციის, მომსახურების ან ტექნოლოგიების ამ რეგიონებიდან აშშ-ში შეტანას ან აშშ-დან ამ რეგიონებში ექსპორტს. […]

ბლინკენი – “რუსეთის მიერ დონეცკის და ლუგანსკის აღიარება სამარცხვინოა”

რუსეთის გადაწყვეტილება, საკუთარი მარიონეტების მიერ კონტროლირებადი ე.წ. რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარებასთან დაკავშირებით პროგნოზირებადი და სამარცხვინო ქმედებაა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი „ტვიტერში“ წერს. მისი თქმით, შეერთებული შტატები უმკაცრესად გმობს ამ ნაბიჯს და მხარს უჭერს უკრაინას. „უმკაცრესად ვგმობთ ამ ქმედებას და უკრაინის გვერდით ვდგავართ, როგორც ეს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან სატელეფონო საუბარში განვაცხადე,“ – […]

„კრემლმა სიტყვა-სიტყვით გადაწერა 2008 წლის განკარგულება საქართველოს შესახებ, ეს ასლია” – უკრაინის ელჩი გაეროში

უკრაინის ელჩი გაეროში სერგეი კისლიცა აცხადებს, რომ კრემლის გადაწყვეტილება უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით, იმ განკარგულების ასლია, რომელიც მათ 2008 წელს საქართველოს შესახებ გამოსცეს: „გაერო ავადაა. მას კრემლის მიერ გავრცელებული ვირუსი დაემართა. დანებდება თუ არა ამ ვირუსს? ეს წევრების ხელშია. დღეს კრემლმა სიტყვასიტყვით გადაწერა 2008 წლის განკარგულება საქართველოს შესახებ – ეს ასლია. არავითარი კრეატიულობა არ გამოუჩენია. […]

ლვოვიდან ამერიკელი დიპლომატების ევაკუაცია იგეგმება

უკრაინაში დაძაბული ვითარებაა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლვოვიდან, პოლონეთში ამერიკელი დიპლომატების ევაკუაცია იგეგმება. თუმცა ოფიციალურად ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის. რაც შეეხება ორ ოკუპირებულ რეგიონს, დონეცკში რუსული არმია უკვე შევიდა. ამის შესაბამისი ვიდეოც გავრცელდა, სადაც ჩანს თუ როგორ შედის ოკუპირებულ რეგიონში ცოცხალი ძალა – რამდენიმე ათასი ადამიანი, ასევე მძიმე ჯავშანტექნიკა. როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინი გადამწყვეტი ზომებისთვის […]

რუსეთმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა

რუსეთმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა. განცხადება ვლადიმერ პუტინმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. რუსეთის დუმამ ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების მოთხოვნით პუტინს 15 თებერვალს მიმართა.

პუტინი დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას აპირებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული ე.წ. რესპუბლიკების აღიარება გადაწყვიტა. ამ ინფორმაციას მედია კრემლზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს განუცხადა, რომ აპირებს ხელი მოაწეროს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების აღიარებას. „ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში მხედველობაში აქვს შესაბამისი ბრძანებისთვის ხელმოწერა. საფრანგეთის პრეზიდენტმა და გერმანიის ფედერალურმა […]

დონეცკიდან და ლუგანსკიდან რუსეთში 61.000 დევნილი გადავიდა

დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკებიდან რუსეთის ფედერაციის საზღვარი 61.000-მდე დევნილმა გადმოკვეთა, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ჩუპრიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. დონბასში სიტუაცია ბოლო დღეების განმავლობაში მნიშვნელოვნად დაიძაბა. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ საოკუპაციო ძალები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს ინტენსიურად არღვევენ, მათ შორის მინსკის შეთანხმებებით აკრძალული იარაღის გამოყენებით. ოკუპირებული დონეცკისა და […]

ზელენსკი – „უკრაინა გადახედავს ბირთვულ შეიარაღებაზე უარის თქმის ხელშეკრულებას“

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი მიუნხენის კონფერენციაზე გამოვიდა ინიციატივით, და განაცხადა, რომ ის იწვევს მოლაპარაკებების მაგიდასთან ბუდაპეშტის მემორანდუმის მონაწილეებს. ამ მემორანდუმით, უკრაინა უარს აცხადებდა თავის წილ ბირთვულ შეიარაღებაზე, ხოლო მისი უსაფრთხოების გარანტად დგებოდნენ აშშ, ბრიტანეთი და რუსეთი. „მე გამოვდივარ ინიციატივით, დაიწყოს კონსულტაციები ბუდაპეშტის მემორანდუმის ჩარჩოებში. მისი მოწვევა უკვე დაევალა ჩემი მხრიდან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს და […]