ნაფტალ ბენეტი – “ისრაელში მწვანე პასპორტის მოთხოვნა მთლიანად უქმდება”

ნაფტალ ბენეტი - "ისრაელში მწვანე პასპორტის მოთხოვნა მთლიანად უქმდება"ისრაელში, „ომიკრონ“ ვარიანტით გამოწვეული ვირუსის გავრცელების ტალღის შემცირების გამო, “მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მშობლები ჯერ კიდევ ვალდებულები არიან, შვილებს კორონავირუსზე ტესტი კვირაში ორჯერ ჩაუტარონ, ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა სავალდებულო რჩება იმ ადამიანებისთვისაც, რომლებსაც მოხუცთა თავშესაფრებში ვიზიტი სურთ.

”ტალღა შესუსტებულია”, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა და განმარტა, რომ “მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა მთლიანად უქმდება.

ისრაელში, პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის დაახლოებით 3.5 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა და 9 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

პრაიმ ტაიმი