ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი ისტორიული ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვია. ჰერცოგი ისრაელის პირველი პრეზიდენტია, რომელიც გაერთიანებულ საამიროებში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. მისი თქმით, ის ქვეყანას პრინც შეიხ მუჰამედ ბინ ზაიდის პერსონალური მიწვევით ესტუმრა. “არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პრინცმა შეიხ მუჰამედ ბინ ზაიდმა პერსონალურად მიმიწვია. მე მადლიერი ვარ მისი გამბედაობით, ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებისა და მთელ რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად მესიჯის […]
კატეგორია: მსოფლიო
კიევში აშშ-ის საელჩო ამერიკელებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს
კიევში აშშ-ის საელჩო რუსეთის აგრესიის საფრთხის გამო ამერიკის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს. აშშ-ის საელჩოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით მიხედვით, რუსეთის სამხედრო ქმედებების გამო უკრაინაში ვითარება არაპროგნოზირებადია და უახლოეს მომავალში, შესაძლოა, კიდევ უფრო გაუარესდეს. ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია ის შესაძლო გზები, რომლებითაც უკრაინის სახმელეთო საზღვრის დატოვებაა შესაძლებელი და ჩამოთვლილია ის რეგულაციები, რომლებიც უკრაინის მეზობელ ქვეყნებში პოლონეთში, სლოვაკეთში, უნგრეთში, […]
სერჯიო მატარელა იტალიის პრეზიდენტად ისევ აირჩიეს
სერჯიო მატარელა იტალიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. 80 წლის მატარელა იტალიის პრეზიდენტის პოსტის დაკავებას კიდევ 7 წლის განმავლობაში შეძლებს. იტალიური მედიის ინფორმაციით, მას არჩევნებში მონაწილეობა აღარ სურდა, თუმცა პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ დაარწმუნა, რომ ქვეყნის სტაბილურობისთვის მისი თანამდებობაზე დარჩენა უკეთესი იქნებოდა. ამასთან კოალიციურმა პარტიებმა სხვა კანდიდატის თაობაზე შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლეს. მატარელამ აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობას იზიარებს […]
ბაიდენი აშშ-ის ჯარს აღმოსავლეთ ევროპაში გადაიყვანს
აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, უახლოეს მომავალში აღმოსავლეთ ევროპისა და ნატო-ს ქვეყნებში აშშ-ს ჯარების გადაყვანა იგეგმება. პენტაგონს დაახლოებით 8.500 ამერიკელი ჯარისკაცი ევროპაში შესაძლო განლაგების მიზნით მზადყოფნაში ჰყავს. „უახლოეს პერსპექტივაში, მე გადავიყვან ჯარებს აღმოსავლეთ ევროპასა და ნატო-ს ქვეყნებში, თუმცა არც ისე ბევრს “, – განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს ვაშინგტონში დაბრუნებისას. მანამდე პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ […]
ლავროვი – “ნატოს პასუხზე გადაწყვეტილებას პუტინი მიიღებს”
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიღებს გადაწყვეტილებას შემდგომი ნაბიჯების შესახებ, რომელიც უნდა გადაიდგას მას შემდეგ, რაც რუსეთმა აშშ-სა და ნატო-სგან უსაფრთხოების გარანტიების წინადადებებზე წერილობითი პასუხები წარადგინეს, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. „უწყებათაშორისი კოორდინაციის შემდეგ ჩვენ მოვახსენებთ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. ის მიიღებს გადაწყვეტილებას ჩვენს შემდგომ ნაბიჯებზე”, – განაცხადა ლავროვმა. მან ხაზი […]
ბლინკენი – “ნატოს ღია კარის პოლიტიკა არ შეიცვლება”
შეერთებულმა შტატებმა მოსკოვს წერილობითი პასუხი გასცა, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შეკავებას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა. პასუხი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთში აშშ-ის ელჩმა ჯონ სალივანმა პირადად მიაწოდა. როგორც ამერიკელმა დიპლომატმა ჟურნალისტებს სახელმწიფო დეპარტამენტში განუცხადა, წერილობითი დოკუმენტი ხაზს უსვამს სფეროებს, სადაც აშშ-მა განაცხადა, რომ ხედავს რუსეთთან პროგრესის პოტენციალს […]
გერმანიაში რუს მეცნიერ ილნურ ნაგაევს ჯაშუშობაში ბრალი წაუყენეს
გერმანიის ფედერალურმა პროკურორმა რუს მეცნიერს, რომელიც ბავარიის უნივერსიტეტში იყო დასაქმებული, ბრალი წაუყენა. გერმანიის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ბრალდებული ილნურ ნაგაევი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურს კოსმოსური სარაკეტო პროგრამა არიანის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. ბრალდების დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ 2019 წელს, ილნურ ნაგაევსა და რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს შორის რეგულარული შეხვედრები იმართებოდა და ბრალდებულმა ინფორმაციის გადაცემის სანაცვლოდ 2 500 […]
ბაიდენი პუტინს პერსონალური სანქციებით დაემუქრა
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებას განიხილავს. „ის, თუ მთელი ძალებით შევა, ეს იქნება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი შეჭრა, ეს შეცვლის მსოფლიოს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა. კითხვაზე, განიხილავს თუ არა ის ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებას, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, „დიახ, მე […]
ხორვატიის პრემიერმა პრეზიდენტის სიტყვების გამო უკრაინელებს ბოდიში მოუხადა
ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა უკრაინის საკითხზე ქვეყნის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის მიერ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიში მოიხადა. „იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინაში სამხედროები არ გვყავს, ხოლო პოლონეთში მყოფი ჩვენი კონტიგენტი სამშობლოში უკვე დაბრუნდა, არ ვიცი, რომელი სამხედროების გამოყვანას აპირებს პრეზიდენტი. უკრაინაში კორუფციასთან დაკავშირებით მისი განცხადება არ არის ჩვენი პოზიცია და მთავრობის სახელით უკრაინელებს ბოდიშს ვუხდი“, – განაცხადა ხორვატიის […]
ათენში თოვლმა პრობლემები შექმნა
საბერძნეთის დედაქალაქ ათენში დიდთოვლობის გამო საჰაერო მიმოსვლა და სახმელეთო ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა, ასობით მძღოლი ავტომაგისტრალზეა ჩარჩენილი. სამაშველო ჯგუფები მძღოლების დახმარებას ცდილობდნენ. ადგილობრივ მედიაში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ ჯარისკაცებს მძღოლებისთვის საკვები, წყალი და თბილი პლედები მიაქვთ. თხუთმეტი მგზავრი დაშავდა საბერძნეთის ცენტრალურ ნაწილში, როდესაც სარკინიგზო სატრანსპორტო მანქანამ თოვლში ჩარჩენილი მატარებლის გაყვანა სცადა, რომელშიც დაახლოებით 200 მგზავრი […]