საფრანგეთის შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს კლოდ გეანს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, მათ შორის 8-თვიანი პატიმრობა მიესაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ Europe 1 ავრცელებს. საქმე ეხება ელისეს სასახლის დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევებისას კონტრაქტების გაფორმებისას დაშვებულ დარღვევებს. 77 წლის გეანი, რომელიც თვეზე მეტია, სხვა საქმის გამო პარიზის ერთ-ერთი ციხეში იხდის სასჯელს, განაჩენის გამოცხადებას არ ესწრებოდა. ექსმინისტრის ადვოკატმა განაცხადა, […]
კატეგორია: მსოფლიო
მიწისძვრა იაპონიაში – 13 ადამიანი დაშავდა
იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. იაპონიის მეტეოროლოგიურ სააგენტოში განაცხადეს, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი კუნძულ კიუსიუს სანაპიროზე, 45 კმ სიღრმეზე დაფიქსირდა. ცუნამის საშიშროების შესახებ გაფრთხილება არ გამოცემულა. მიწისძვრამ ძლიერი რყევა გამოიწვია ოიტასა და მიაძაკის პრეფექტურებში. ვრცელდება ინფორმაცია შენობების, გზების, […]
ბლინკენი – “შევთანხმდით, რომ რუსეთს წერილობით ვუპასუხებთ”
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ მომავალ კვირას მოსკოვის მიერ წამოჭრილ წუხილებს წერილობით უპასუხებს. ამის შესახებ ბლინკენმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან გამართული შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა. „რაზეც დღეს შევთანხმდით, ისაა, რომ მომავალ კვირას მათ ჩვენს იდეებს წერილობით გავუზიარებთ – ჩვენ პასუხს მათ წუხილებზე. წერილობითი სახით გავუზიარებთ ჩვენს წუხილებსაც”, – განაცხადა ბლინკენმა. როგორც სახელმწიფო […]
ავსტრიის პარლამენტმა სავალდებულო ვაქცინაციას დაუჭირა მხარი
ავსტრიის პარლამენტის ქვედა პალატამ, 137 ხმით 33-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა მთავრობის შეთავაზებას, რომელიც ზრდასრული მოქალაქეებისთვის კორონავირუსზე სავალდებულო ვაქცინაციის დაწესებას ითვალისწინებს. კანონპროექტს პარლამენტის ზედა პალატის მხარდაჭერაც სჭირდება, რის შემდეგაც მას ქვეყნის პრეზიდენტი მოაწერს ხელს. კანონი, დიდი ალბათობით, 1 თებერვლიდან ამოქმედდება და ავსტრია გახდება პირველი ევროპული ქვეყანა, სადაც ვაქცინაცია სავალდებულო გახდება. არავაქცინირებულ მოქალაქეებს მარტის შუა რიცხვებიდან 3.600-მდე ევროს […]
ზელენსკი – “არ არსებობს მცირე შეჭრა და პატარა ერები”
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ გუშინდელ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. ვლადიმერ ზელენსკიმ აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარ “ტვიტერის” გვერდზე განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, არ არსებობს “მცირე შეჭრა” და “პატარა ერები”. ,,მინდა შევახსენო დიდ ძალებს, რომ არ არსებობს მცირე შეჭრა და პატარა ერები. ისევე, როგორც არ არსებობს მცირე მსხვერპლი და მცირე მწუხარება საყვარელი ადამიანების დაკარგვით […]
ლიბერიაში ეკლესიაში ჭყლეტვას 29 ადამიანი შეეწირა
ლიბერიის დედაქალაქ მონროვიაში ეკლესიაში მომხდარი ჭყლეტის შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა დედაქალაქის გარეუბანში, ნიუ კრუ თაუნში მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ჭყლეტის მიზეზი. არ არის გამორიცხული მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს, რადგან რამდენიმე დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაშია. ინციდენტი 19 იანვარს საღამოს ან 20 იანვარს დილას მოხდა. იპნ
ენტონი ბლინკენი ბერლინში ჩავიდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კიევის შემდეგ ბერლინში ჩავიდა,. ვიზიტის ფარგლებში ენტონი ბლინკენი მოლაპარაკებებს გამართავს გერმანელ, ფრანგ და ბრიტანელ კოლეგებთან. ხვალ კი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჟენევაში გაემგზავრება და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდება. უკრაინაში ვიზიტის დროს ენტონი ბლინკენი პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდა. უკრაინელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე […]
ბრიტანეთი ნიღბების და კოვიდ საშვების ტარების ვალდებულებას აუქმებს
დიდი ბრიტანეთი კოვოდრეგულაციებს ამსუბუქებს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ – მინისტრმა ბორის ჯონსონმა გამოაცხადა. აღნიშნული მოიცავს უმეტეს სივრცეში ნიღბების ტარების მოთხოვნის გაუქმებას, 27 იანვრიდან კოვიდის საშვის წარდგენის ვალდებულების და დისტანციური მუშაობის რეკომენდაციის გაუქმებას. თუმცა გეგმის მიხედვით, ადამიანებს ჯერ კიდევ დასჭირდებათ თვითიზოლაცია ინფიცირების შემთხვევაში, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა და ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნეს, რომ ეს სამუდამოდ არ გაგრძელდება. სკოლის […]
კიევის სასამართლომ პოროშენკო გაათავისუფლა
კიევის პეჩორის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის მეხუთე პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო პირადი თავდებობით გაათავისუფლა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე.. ბრალდება გირაოს სახით ერთ მილიარდ გრივნასაც ითხოვდა. პოროშენკო იმ პირობით გაათავისუფლეს, რომ სასამართლოში დაკითხვაზე პირველივე მოთხოვნისთანავე გამოცხადდება. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, პოროშენკო ვალდებულია, არ დატოვოს კიევის ოლქი და საზღვარგარეთ გასამგზავრებელი პასპორტი ჩააბაროს. სხდომის პარალელურად, ხმაური იყო სასამართლოსთან, […]
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი სავალდებულო ვაქცინაციას ითხოვს
გერმანიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 112.323 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დღიდან. ამასთან, გავრცელების შვიდდღიანი მაჩვენებელი ყოველ 100.000 ადამიანზე 584.4 შემთხვევამდე გაიზარდა. გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის კარლ ლაუტერბახის განცხადებით, „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელებით გამოწვეული ახალი ტალღა პიკს რამდენიმე კვირაში მიაღწევს. „ვფიქრობ, პიკს თებერვლის შუა რიცხვებში მივაღწევთ, შემდეგ კი შემთხვევების რაოდენობა, სავარაუდოდ, […]