კატეგორია: მსოფლიო

ლატვიაში რუსეთის 2 ჯაშუში დააკავეს

ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და სამხედრო დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულები რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობასა და თავდაცვის სექტორთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებაში არიან ეჭვმიტანილები. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სამხედრო დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული კონტრდაზვერვის ოპერაციის შედეგად მოხდა ლატვიის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ აქტივობებში აღნიშნული პირების […]

ევროპარლამენტის პრეზიდენტი დევიდ სასოლი იტალიაში გარდაიცვალა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი დევიდ სასოლი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. გამოცემის ცნობით, დევიდ სასოლის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ის იტალიის ავიანოს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ევროპარლამენტის პრეზიდენტი იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული სერიოზული გართულების გამო საავადმყოფოში გასულ თვეში მოათავსეს. ყოფილი ჟურნალისტი, დევიდ სასოლი ევროპარლამენტის წევრი 2009 წელს გახდა. 2019 წლის ივლისში კი ის ევროპარლამენტის პრეზიდენტად აირჩიეს. იპნ

პოლონეთში დასაქმებისა და ბინადრობის პროცედურა მარტივდება

პოლონეთში დასაქმებისა და ბინადრობის პროცედურა მარტივდება. პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდამ ხელი მოაწერა კანონს, უცხოელების დასაქმების გამარტივებული პროცედურის შესახებ. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები პოლონეთში, სამუშაო ნებართვის გარეშე, ადრინდელივით 6 თვის კი არა, არამედ 2 წლის განმავლობაში შეძლებენ მუშაობას. ამისთვის მხოლოდ სამუშაო დავალების დეკლარაციის წარდგენა იქნება საკმარისი. ახალი წესები დროებითი ან მუდმივი ბინადრობის ნებართვის […]

ევროპაში კოვიდშეზღუდვები ხალხმა მასობრივად გააპროტესტა

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ბელგიაში, ჩეხეთში, გერმანიასა და ავსტრიაში გასული შაბათ-კვირის განმავლობაში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კვირას ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში საპროტესტო აქციაზე დაახლოებით 5 000 ადამიანი შეიკრიბა. მომიტინგეებმა, რომლებსაც ხელში ეჭირათ ბანერები წარწერით: „ვაქცინაციის დიქტატურა“ – რესტორნებში, ბარებსა და სხვა ადგილებში კოვიდ საშვების წარდგენის წესი გააპროტესტეს. მსვლელობის დაწყებამდე სამართალდამცავებმა პიროტექნიკის […]

ნიუ იორკის კორპუსში ხანძრის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა

19 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 9 ბავშვი და ათობით დაშავდა ნიუ-იორკში, ბრონქსში გაჩენილი ხანძრის შედეგად. ცეცხლი 19 – სართულიან კორპუსში დაახლოებით დილის 11 საათზე გაჩნდა. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ 32 ადამიანი საავადმყოფოში სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებებით გადაიყვანეს, საერთო ჯამში დაშავებულია 60 ადამიანი. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. იპნ

ბრაზილიაში კლდის ჩამონგრევას 7 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიაში, ტბაზე კლდის ნაწილის ჩამოვარდნის შედეგად ნავებზე მყოფი სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, კიდევ სამი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, დაშავდა 32 პირი, მათგან 9 კლინიკაშია მოთავსებული. ნგრევა ადგილობრივი დროით 11:00 საათზე მოხდა. ინტერნეტში ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს მომენტი, როდესაც კლდე იშლება. როგორც მედია წერს, მინას გერაისის შტატში რამდენიმე დღეა წვიმს, რამაც კლდეები უფრო […]

ყაზახეთის უშიშროების ყოფილი შეფი კარიმ მასიმოვი დააკავეს

ყაზახეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი კარიმ მასიმოვი სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ უწყების პრესსამსახური ავრცელებს. გავრცელებული ცნობის თანახმად, ეროვნული უშიშროების კომიტეტმა სახელმწიფო ღალატის ფაქტზე წინასწარი მოკვლევა 6 იანვარს დაიწყო. ის რამდენიმე სხვა ოფიციალურ პირთან ერთად დააკავეს, თუმცა მათ შესახებ დამატებითი დეტალები და ვინაობა ცნობილი არაა. „6 იანვარს სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დავაკავეთ ყოფილი […]

ყაზახეთში 6.000 ადამიანია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ყაზახეთის მასშტაბით 5.969 ადამიანია დაკავებული. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი 134 ადამიანი დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე დააზუსტა უშიშროების დაღუპული თანამშრომლების რაოდენობა. სამინისტროს ცნობით, დაიღუპა 16, დაშავდა 1.3 ათასზე მეტი პოლიციელი, ეროვნული გვარდიის წევრი და სამხედრო მოსამსახურე. მანამდე, ხელისუფლება 18 დაღუპულის შესახებ იტყობინებოდა. ქვეყნის შინაგან […]

ჩინეთში 7 ბალიანი მიწისძვრა მოხდა

ჩინეთის დასავლეთ ნაწილში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სიმძლავრემ თითქმის 7 ბალს მიაღწია. დაშავდა 4 ადამიანი. დაზიანდა შენობები და გვირაბები, რის გამოც სარკინიგზო ხაზის ზოგიერთი მონაკვეთი დაიხურა და მიმოსვლა შეწყდა. სტიქიის ეპიცენტრში ასობით მაშველი მოსამსახურე გაიგზავნა. რუსთავი 2

ყაზახეთში ისრაელის მოქალაქე ლევან კოგეაშვილი დაიღუპა

ყაზახეთში არეულობას ისრაელის მოქალაქე, 22 წლის ლევან კოგეაშვილი ემსხვერპლა. კოგეაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ლევან კოგეაშვილი ცენტრალურ აზიაში რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის მშობლებს, რომლებიც ყაზახეთში იმყოფებიან. ცხედარს ისრაელში გადაასვენებენ. „უცებ გაისმა სროლის ხმა და მას ორი ტყვია მოხვდა. საავადმყოფოში წაიყვანეს, მისი გადარჩენა სცადეს, […]