ბრაზილიაში კლდის ჩამონგრევას 7 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიაში კლდის ჩამონგრევას 7 ადამიანი ემსხვერპლაბრაზილიაში, ტბაზე კლდის ნაწილის ჩამოვარდნის შედეგად ნავებზე მყოფი სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა.

მედიის ინფორმაციით, კიდევ სამი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, დაშავდა 32 პირი, მათგან 9 კლინიკაშია მოთავსებული.

ნგრევა ადგილობრივი დროით 11:00 საათზე მოხდა. ინტერნეტში ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს მომენტი, როდესაც კლდე იშლება.

როგორც მედია წერს, მინას გერაისის შტატში რამდენიმე დღეა წვიმს, რამაც კლდეები უფრო მგრძნობიარე გახადა.

იპნ