ინტერნეტში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს სატვირთო მანქანა, რომლის შეჩერებაც მძღოლმა უფსკრულში გადავარდნამდე რამდენიმე წამით ადრე შეძლო. შემთხვევა ჩინეთში მოხდა. ვიწრო გზაზე, რომელიც კლდეებს მიუყვება, მძღოლი ნავიგაციის სისტემამ გაიყვანა. როდესაც გზა იმდენად დავიწროვდა, რომ გასვლა შეუძლებელი იყო, მძღოლმა სცადა უკუსვლით გამოსულიყო, თუმცა ვერ შეძლო, საბურავი გზიდან გადავიდა და სატვირთო მანქანის ნაწილი უფსკრულის თავზე აღმოჩნდა. მძღოლმა და […]
კატეგორია: მსოფლიო
ქალმა კოვიდინფიცირებული შვილი მანქანის საბარგულში ჩაკეტა – რა მოხდა აშშ-ში
ამერიკელმა მასწავლებელმა კოვიდდადებითი შვილი მანქანის საბარგულში ჩაკეტა, რომ ვირუსი მას არ გადასდებოდა – BBC-ის ინფორმაციით, 41 წლის სარა ბიმი სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. სარა ბიმის თქმით, 13 წლის ბიჭს კოვიდი დაუდასტურდა და ტესტის შედეგის გადასამოწმებლად სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავდა. მისი განმარტებით, არ სურდა თავადაც დაინფიცირებულიყო, ამიტომ ბავშვი კლინიკაში საბარგულით მიიყვანა. მედპერსონალმა ქალს განუცხადა, რომ ტესტს მხოლოდ იმ შემთხვევაში გააკეთებდნენ, თუ ბიჭს მანქანის უკანა სავარძელზე მოათავსებდა. თვითმხილველებმა […]
ნაზარბაევმა ყაზახეთი დატოვა
ყაზახეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და მისმა ქალიშვილებმა ყაზახეთი დატოვეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ადგილობრივი მედიის Orda.kz-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში ამჟამად მხოლოდ ნაზარბაევის უფრო ძმა, ბოლათ ნაზარბაევი რჩება. ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი საზოგადოებაში ბოლოს 27 დეკემბერს გამოჩნდა. მან სანკტ-პეტერბურგში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) არაფორმალურ სამიტში მიიღო მონაწილეობა. იპნ
ალმათიში დემონსტრანტებმა 2 პოლიციელს თავი მოკვეთეს
ყაზახეთის ქალაქ ალმათის კომენდანტის ოფისის ინფორმაციით, დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირებას 13 სამართალდამცავი ემსხვერპლა, მათ შორის ორს აქციის მონაწილეებმა თავი მოჰკვეთეს. ყაზახეთის ქალაქ ალმათის პოლიციის ცნობით, დიდია მსხვერპლი აქტივისტების მხარესაც. ღამის განმავლობაში მომხდარ არეულობას ათობით დემონსტრანტი ემსხვერპლა. „ალმათის ადმინისტრაციულ შენობებსა და პოლიციის დეპარტამენტზე ღამით მასშტაბური შეტევა მოხდა. ათობით თავდამსხმელი ლიკვიდირებულია, მიმდინარეობს მათი ვინაობის დადგენა“, – აცხადებენ […]
იტალიაში 50 წელს გადაცილებულთათვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა
იტალიაში 50 წელს გადაცილებული პირებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა. Reuters-ის ინფორმაციით, რეგულაცია უკვე შევიდა ძალაში და 15 ივნისამდე იმოქმედებს. იტალიის ხელისუფლებამ საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გასული წლის ოქტომბერში გახადა. ამასთან, ყველა დასაქმებულს სამუშაო ადგილზე შესვლამდე ვაქცინაციის საბუთის ან კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის ჩვენება უწევს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში კორონავირუსის 6 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, […]
საფრანგეთში ტყუპი ტელეწამყვანი ძმები კოვიდმა იმსხვერპლა
საფრანგეთში ცნობილი ტელეწამყვანი ტყუპი ძმებო – გრეგუარ და იგორ ბოგდანოვები კორონავირუსმა იმსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი პრესა ავრცელებს. გრეგური 28 დეკემბერს, მისი ძმა, იგორი კი 3 იანვარს გარდაიცვალა. 72 წლის ძმები კორონავირუსზე აცრილები არ იყვნენ. ახლობლების თქმით, ძმებს მიაჩნდათ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი მათ კორონავირუსისგან დაიცავდა. ისინი არასდროს ყოფილან ავად და სჯეროდათ, რომ ეს ვირუსი მათთვის […]
ფილადელფიაში კორპუსი დაიწვა – 13 ადამიანი დაიღუპა
აშშ-ს ქალაქ ფილადელფიაში ერთ-ერთ კორპუსში ხანძრის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაღუპულთა შორის სულ მცირე შვიდი ბავშვია, განუცხადა ჟურნალისტებს ფილადელფიის სახანძრო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ხანძარი ადგილობრივი დროით 06:00 საათზე ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა. როგორც ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ხანძარი, რაც კი ოდესმე უნახავს. იპნ
პრეზიდენტი თოყაევი – “ყაზახეთიდან არ წავალ!”
ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ყომართ თოყაევმა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საგანგებო მიმართვა გაავრცელა. მისი თქმით, დღეიდან რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს თავად გაუძღვება. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ასევე განცხადა, რომ დემონსტრაციის დროს რამდენიმე პოლიციელი დაიღუპა, ათობით კი დაიჭრა. „მე ხალხთან ვრჩები და ახალ შემოთავაზებას უახლოეს მომავალში გაგაცნობთ. რაც არ უნდა მოხდეს, მე ქვეყნიდან არ წავალ და დედაქალაქში დავრჩები. მე ჩემს […]
ყაზახეთის მთავრობა გადადგა – ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში საწვავის ფასის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა. ინფორმაციას DW ავრცელებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, თოყაევმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ალიხან სმილოვი დაასახელა. მანამდე ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ცენტრალური აზიის უდიდეს ქალაქ ალმათში და დასავლეთ მანგისტაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობა საპროტესტო აქციების […]
მაკრონი – “არავაქცინირებულებს მაქსიმალურ პრობლემებს შევუქმნით”
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი არავაქცინირებული ადამიანებისთვის ერთგვარ გაფრთხილებას აგზავნის. „მინდა, რომ დისკომფორტი შევუქმნა მათ და ჩვენ ამის კეთებას განვაგრძობთ ბოლომდე“, -აღნიშნა პრეზიდენტმა ერთ-ერთ ფრანგულ გამოცემასთან ინტერვიუში. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ის ვაქცინაციას არავის დააძალებს, მას სურს, რომ ადამიანების აცრისკენ წახალისება მათი ყოველდღიური აქტივობების შეზღუდვის ხარჯზე მოხდეს. ,,არავაქცინირებულ ადამიანებს საპყრობილეში არ გავგზავნით. თუმცა, მათ უნდა […]










