ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნას 2 ადამიანი ემსხვერპლა. Reuters-ის ინფორმაციით, თვითმფრინავში მყოფი კიდევ ერთი პირი დაშავებულია და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ისრაელის შეირაღებული ძალების ცნობით, ვერტმფრენმა კატასტროფა სასწავლო ფრენის დროს განიცადა. მომხდარის გამო სასწავლო ფრენები დროებით შეწყდა, დაწყებულია გამოძიება. იპნ
კატეგორია: მსოფლიო
საფრანგეთში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს
საფრანგეთში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ DW ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ახალი მუტაცია კამერუნიდან დაბრუნებულ ადამიანს აღმოაჩნდა, რომელმაც საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, სავარაუდოდ, 12 ადამიანი დააინფიცირა. ინფიცირებულებისგან მიღებულმა ტესტმა „მუტაციის ატიპური კომბინაცია“ აჩვენა. კორონავირუსის ამ ახალმა შტამმა დროებით აღნიშვნა B.1.640.2 მიიღო და ის მარსელის ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს. პრაიმ ტაიმი
სუდანის პრემიერი გადადგა
სუდანის პრემიერ-მინისტრმა აბდალა ჰამდოკმა თანამდებობა დატოვა. მინისტრის გადაგდომის გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ქვეყანაში უსაფრთხოების ძალებმა კვირას, დედაქალაქთან სამხედრო გადატრიალების საწინააღმდეგო დემონსტრაციების დროს სამი ადამიანი მოკლეს. მან ასევე შეაქო სუდანელი ხალხი საპროტესტო აქციების დროს „თავისუფლებისა და სამართლიანობის“ მოთხოვნის გადაწყვეტილების გამო და დასძინა, რომ ისინი ნამდვილად მიიღებდნენ უკეთეს მომავალს მათი რევოლუციური ენთუზიაზმით. 25 ოქტომბერს […]
თელ-ავივს ღაზადან პალესტინელებმა 2 რაკეტა ესროლეს
ღაზის სექტორიდან თელ-ავივის მიმართულებით პალესტინურმა დაჯგუფებებმა ორი რაკეტა ისროლეს, რასაც ისრაელის თავდაცვის ძალების მხრიდან საპასუხო იერიში მოჰყვა. ჯერჯერობით არ გავრცელებულა მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღების შემდეგ, სექტემბრის ერთი ინციდენტის გარდა, სარაკეტო დარტყმა არ განხორციელებულა. რუსთავი 2
აშშ-ის თავდაცვის მდივანს კორონავირუსი დაუდასტურდა
აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანი Twitter-ზე წერს. „დილით კორონავირუსი დამიდასტურდა. სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, კორონავირუსზე ტესტი მოვითხოვე. მსუბუქი სიმპტომები მაქვს და ჩემი ექიმის მითითებებს ვიცავ“, – წერს აშშ-ის თავდაცვის მდივანი.
ომიკრონმა ისრაელში ჯოგურ იმუნიტეტს შეიძლება შეუწყოს ხელი
ისრაელში „ომიკრონის“ შემთხვევების მატებამ ქვეყანაში ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავებას შეუწყოს ხელი. ჯანდაცვის სამინისტროს გენერალური დირექტორის, ნახმან ეშის თქმით, დეკემბრის ბოლომდე ისრაელმა შეძლო „ომიკრონის“ შემთხვევების შეკავება, თუმცა ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება და სავარაუდოდ, ერთიდან სამი კვირის ვადაში რეკორდული მაჩვენებელს მიაღწევს. „ციფრები მაღალი უნდა იყოს იმისთვის, რომ ჯოგური იმუნიტეტი გამომუშავდეს. ეს შესაძლებელია, თუმცა ჩვენ არ გვინდა ჯოგური იმუნიტეტის მიღწევა […]
11 და 18 იანვარს დედამიწას 2 საშიში ასტეროიდი ჩაუვლის
ორი “პოტენციურად საშიში” ასტეროიდი დედამიწისკენ მოფრინავს. საშიშებად მათ იმის გამო მოიხსენიებენ, რომ ისინი დედამიწასთან საკმაოდ ახლო მანძილზე ჩაივლიან. სხვადასხვა უაცხოური მედიის ინფორმაციით, პირველი ასტეროიდი სახელწოდებით 2013 YD48 ბიგ ბენის ზომისაა და ის დედამიწასთან 11 იანვარს გაივლის. მეორე ასტეროიდი, რომელსაც NASA-ს მკვლევარებმა შემდეგი სახელი მოუფიქრეს – 7482 (1994 PC1), დედამიწასთან 18 იანვარს გაივლის. აღნიშნავია, რომ ის სიდიდით ორჯერ აღემატება […]
იტალიაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მხოლოდ სუპერ გრინპასის მფლობელები ისარგებლებენ
იტალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2022 წლის 10 იანვრიდან იტალიის მთელ ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას მხოლოდ ე. წ. სუპერ გრინპასის მფლობელები შეძლებენ – ანუ ის მოქალაქეები, რომლებმაც კორონავირუსული ინფექცია გადაიტანეს ან კოვიდსაწინააღმდეგო აცრა ჩაიტარეს (როგორც ჩვენი მკითხველისთვის არის ცნობილი, მხოლოდ ამ კატეგორიის მოქალაქეებს შეუძლიათ „სუპერ მწვანე სერტიფიკატის“ მიღება). ავტობუსების, მეტროს, მატარებლებისა და სხვა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარდა […]
მაკრონი – “აიცერით ყველამ, ვისაც არ აგიცრიათ”
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოსახლეობას ახალი წლის დადგომას ულოცავს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული სირთულეების მიუხედავად ის მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ მომდევნო წელი უკეთესი იქნება. ამასთან, მაკრონმა საფრანგეთის იმ 5 მილიონზე მეტ ადამიანს, რომელსაც ვაქცინა არ გაუკეთებია, აცრისკენ მოუწოდა. „დღეიდან საფრანგეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე იქნება. ჩვენ ეს მომენტი პროგრესისთვის უნდა გამოვიყენოთ, 2022 წელი ევროპის შემობრუნების […]
ისრაელში მე-2 ბუსტერ დოზის გაკეთება დაიწყეს
ისრაელში მე-2 „ბუსტერ“ დოზის მიღება შესაძლებელი გახდა. ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა ნაჩმან აშმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მეორე „ბუსტერ“ დოზის მიღებას ის პირები შეძლებენ, რომელთა ასაკით 60 წელს აღემატება ან სუსტი იმუნიტეტი აქვთ. როგორც ცნობილია, ისრაელში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ნაწილმა მეორე „ბუსტერ“ დოზა უკვე გაიკეთა, რისი საბოლოო შედეგებიც მალე გახდება ცნობილი. აღსანიშნავია, რომ მესამე და მეოთხე „დოზებს“ […]










