კატეგორია: მსოფლიო

ისრაელიდან აშშ-ში და კიდევ 9 ქვეყანაში გამგზავრება იკრძალება

ისრაელი კოვიდთან დაკავშირებულ შეზღუდვებს აუქმებს

ისრაელის მოქალაქეები აშშ-ში, გერმანიაში, იტალიაში, ბელგიაში, უნგრეთში, მაროკოში, პორტუგალიაში, კანადაში, შვეიცარიასა და თურქეთში გამგზავრებას სპეციალური ნებართვის გარეშე ვერ შეძლებენ. მედიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების პრევენციაა. შეზღუდვა 22 დეკემბრიდან ამოქმედდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელის მოქალაქეებს, საერთო ჯამში, მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში გამგზავრება ექნებათ აკრძალული. […]

ფილიპინებში შტორმის შედეგად 208 ადამიანია დაღუპული

ფილიპინებში შტორმის შედეგად 208 ადამიანია დაღუპული

ფილიპინებში შტორმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 208-მდე გაიზარდა. დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი, ამ დრომდე ეძებენ 52 ადგილობრივს. სტიქიის ზონაში, დაზარალებულების დასახმარებლად, ათასობით სამხედრო და მეხანძრეა მობილიზებული. სამაშველო სამუშაოებში მოხალისეებიც მონაწილეობენ. ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი მოსახლეობის დიდი ნაწილი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად მიღებული ზარალი, 4 მილიონ დოლარს აჭარბებს.  პრაიმ ტაიმი

ჟირინოვსკი კორონავირუსზე მეშვიდედ აიცრა

ჟირინოვსკი კორონავირუსზე მეშვიდედ აიცრა

ვლადიმირ ჟირინოვსკი კორონავირუსის ვაქცინით მეშვიდედ აიცრა. “აიცერით, მეგობრებო. მა უკვე გავიკეთე ვაქცინა სპუტნიკ V, ამჯერად ჩუმაკოვის სახელობის ცენტრის კოვივაკით ავიცერი. ეს კლასიკური ვაქცინაა, რომელიც დამზადებულია ინაქტივირებულ ვირუსზე. ტექნოლოგია გამოცდილია ათწლეულებით. მთლიანობაში 2020 წლის სექტემბრიდან დაწყებული ჩემთვის ეს უკვე მეშვიდე ვაქცინაა”, – ნათქვამია ჟირინოვსკის ტელეგრამ პოსტში.

მერკელის პარტიის ლიდერად ფრიდრიხ მერცი აირჩიეს

მერკელის პარტიის ლიდერად ფრიდრიხ მერცი აირჩიეს

გერმანიის მემარჯვენე ცენტრისტული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ (ქდკ) წევრებმა პარტიის ლიდერად ფრიდრიხ მერცი აირჩიეს, – ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პარტიის მიერ გამართულ კენჭისყრაში მერცმა ხმების 62%-ზე მეტი მიიღო და მნიშვნელოვნად გაუსწრო კონკურენტებს, გარემოს დაცვის ყოფილ მინისტრს, ნორბერტ როეტგენსა და ფედერალური კანცლერის აპარატის ყოფილ ხელმძღვანელს, ჰელგე ბრაუნს. შეგახსენებთ, გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის პარტიამ, „ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა“ სექტემბერის […]

ინდონეზიაში 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიაში 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიაში, სამხრეთ სულავესის პროვინციის სანაპიროზე 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. გამოცხადდა ცუნამის საფრთხე. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 10:30 საათზე მოხდა. ადგილიდან მოსახლეობის ევაკუაციაა დაწყებული. ევაკუაცია დაიწყო საავადმყოფოებშიც. დაშავებულების შესახებ ცნობები ამ დრომდე არ გავრცელებულა. ტვ პირველი

ფილიპინებში ძლიერ ქარიშხალს მინიმუმ 30 ადამიანი შეეწირა

ფილიპინებში ძლიერ ქარიშხალს მინიმუმ 30 ადამიანი შეეწირა

ფილიპინებს ძლიერი ქარიშხალი „რაი“ დაატყდა თავს. BBC-ის ინფორმაციით, ქარის სიჩქარემ 195 კმ/სთ-ს გადააჭარბა. გამოცემის ცნობით, „რაი“ ფილიპინებში მიმდინარე წლის ყველაზე ძლიერ ქარიშხლად შეფასდა. სტიქიურმა უბედურებამ ქვეყანაში ასობით შენობა დააზიანა, ელექტროენერგია არ მიეწოდება 3 მილიონზე მეტ ადამიანს. ფილიპინების სტიქიური უბედურებების სააგენტოს ცნობით, ქარიშხალს სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ ათობით პირი კი დაკარგულად ითვლება. მაშველებს მოსახლეობა საშიში […]

ნიუ იორკში აშენებულ ახალ შენობებში ბუნებრივი აირის შეყვანა აიკრძალება

ნიუ იორკში აშენებულ ახალ შენობებში ბუნებრივი აირის შეყვანა აიკრძალება

ნიუ იორკში აშენებულ ახალ შენობებში ბუნებრივი აირის შეყვანა აიკრძალება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს და წერს, რომ საკითხს ქალაქის საკრებულო განიხილავს. პროექტის მიხედვით, საწყის ეტაპზე, ბუნებრივი აირის შეყვანა 7-სართულიან შენობებში 2023 წლამდე სრულად აიკრძალება, 2027 წლიდან კი გაზს ვერც მაღალსართულიან შენობებში გამოიყენებენ. გამოცემის ცნობით, საკრებულოს მიერ გადაწყვეტილების დამტკიცების შემდეგ, ქალაქის მოსახლეობას ელექტროენერგიაზე გადასვლა მოუწევს. პროექტის ავტორებს იმედი აქვთ, […]

მექსიკაში მოდელი და მსახიობი ტანია მენდოსა მოკლეს

მექსიკაში მოდელი და მსახიობი ტანია მენდოსა მოკლეს

მექსიკაში ცნობილი მოდელი და მსახიობი, ტანია მენდოსა მოკლეს. მას თავს სპორტულ მოედანთან დაესხნენ, სადაც მისი 11 წლის ვაჟი ფეხბურთს თამაშობდა. 42 წლის მოდელის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. თავდამსხმელები პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია. ტანია მენდოსა ცნობილ ფილმებში თამაშობდა, როგორიცაა “სამხრეთის დედოფალი” და “ტერორი მუზეუმში”.

გერმანიის საგარეო მინისტრი – “უკრაინაზე თავდასხმა ჩრდილოეთ ნაკადი 2-ს გააჩერებს”

გერმანიის საგარეო მინისტრი ანალენა ბერბოკი - "რუსეთი უკრაინაზე თავდასხმისთვის დიდ ფასს გადაიხდის"

უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი ახალი ესკალაციის შემთხვევაში „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ს ექსპლუატაციაში შესვლის საშუალება არ მიეცემა, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა. „შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში ეს გაზსადენი ექსპლუატაციაში ვერ შევა”, – აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. პოლონეთში ვიზიტისას გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ სერიოზული შეცდომა იქნება იმის დაჯერება, რომ ევროპული ქვეყნის საზღვრების დარღვევას […]

იტალიაში შენობის ჩამონგრევას 3 ადამიანი ემსხვერპლა

იტალიაში შენობის ჩამონგრევას 3 ადამიანი ემსხვერპლა

იტალიაში, სიცილიის ქალაქ რავანუზაში გაზის აფეთქების შედეგად ორი შენობა ჩამოინგრა, რის შედეგადაც სულ მცირე სამი ადამიანი გარდაიცვალა. Reuters ინფორმაციას ადგილობრივი სახანძრო-სამაშველო ბრიგადის კაპიტნის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ექვსი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, ორი კი შენობის ნანგრევების ქვეშ ცოცხალი იპოვეს. ადგილზე კვლავ მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები დაკარგული ადამიანების საპოვნელად. იპნ