კატეგორია: მსოფლიო

ესპანეთში გარე სივრცეში პირბადეები სავალდებულო ხდება

ესპანეთში გარე სივრცეში პირბადეების ტარება კვლავ სავალდებულო ხდება, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში დაჩქარდება „ბუსტერ“ დოზით ვაქცინაციის კამპანია. ესპანეთს ვაქცინაციის კარგი მაჩვენებელი ჰქონდა, რითაც ქვეყანამ თავიდან აიცილა შემოდგომის თვეებში მკაცრი ზომების დაწესება, მაგრამ ბოლო დროს, „ომიკრონ“ ვარიანტის სწრაფი გავრცელების გამო, დაინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ვარაუდობენ, რომ ესპანეთში ახალი […]

ბენეტი – ისრაელში კოვიდის ვაქცინის მე-4 დოზით აცრიან

ისრაელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზას 60 წელს გადაცილებულ პირებს, მედიკოსებსა და დაბალი იმუნიტეტის მქონე პირებს შესთავაზებენ. „არაჩვეულებრივი ახალი ამბავი, ნუ დაკარგავთ დროს, აიცერით,“- განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა. მესამე და მეოთხე დოზებს შორის შუალედი მინიმუმ 4 თვე უნდა იყოს. ამასთან, 5-დან 3 თვემდე მცირდება შუალედი მეორე და მესამე დოზებს შორისაც. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში […]

ისრაელში ომიკრონით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ისრაელში კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ მედია იუწყება. მათივე ცნობით, გარდაცვლილი 65 წლის მამაკაცია, რომელიც “ბერ შებეს” საავადმყოფოში მკურნალობდა. ის ორჯერადად იყო ვაქცინირებული, თუმცა ჰქონდა თანმდევი დაავადებები. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დღეს ქვეყანაში „ომიკრონ“ შტამის კიდევ 170 შემთხვევაა გამოვლენილი. იპნ

გერმანიაში ანტიკოვიდურ აქციაზე 13 პოლიციელი ცემეს

გერმანიის ქალაქ მანჰაიმში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციაზე მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. დაპირისპირების შედეგად 13 სამართალდამცავი დაშავდა. დემონსტრაცია ძალადობაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც პოლიციამ არასანქცირებული აქციის მონაწილეებს დაშლა სთხოვა, ისინი კი, მოთხოვნას არ დაემორჩილნენ. პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაკავებულია 13 ადამიანი. მანჰაიმის გარდა კოვიდშეზღუდვები გერმანიის სხვა ქალაქებშიც გააპროტესტეს. მედიის ინფორმაციით, მეკლენბურგ-წინაპომერანიის […]

ჩილეს პრეზიდენტი გაბრიელ ბორიჩი გახდა

ჩილეში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მემარცხენე კანდიდატმა გაბრიელ ბორიჩმა ულტრა-მემარჯვენე კონკურენტი, ხოსე ანტონიო კასტი დაამარცხა. არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, ბორიჩმა არჩევნებში ხმების 56%-ი, კასტმა კი – 44% მოიპოვა. „ვაპირებ, ყველა ჩილელის პრეზიდენტი ვიყო,“- განაცხადა ბორიჩმა, რომელიც პრეზიდენტობის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად მარტიდან შეუდგება. გაბრიელ ბორიჩის გამარჯვება სანტიაგოს ქუჩებში ათასობით მისმა მხარდამჭერმა იზეიმა. ჩილეში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე […]

ისრაელიდან აშშ-ში და კიდევ 9 ქვეყანაში გამგზავრება იკრძალება

ისრაელის მოქალაქეები აშშ-ში, გერმანიაში, იტალიაში, ბელგიაში, უნგრეთში, მაროკოში, პორტუგალიაში, კანადაში, შვეიცარიასა და თურქეთში გამგზავრებას სპეციალური ნებართვის გარეშე ვერ შეძლებენ. მედიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების პრევენციაა. შეზღუდვა 22 დეკემბრიდან ამოქმედდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელის მოქალაქეებს, საერთო ჯამში, მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში გამგზავრება ექნებათ აკრძალული. […]

ფილიპინებში შტორმის შედეგად 208 ადამიანია დაღუპული

ფილიპინებში შტორმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 208-მდე გაიზარდა. დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი, ამ დრომდე ეძებენ 52 ადგილობრივს. სტიქიის ზონაში, დაზარალებულების დასახმარებლად, ათასობით სამხედრო და მეხანძრეა მობილიზებული. სამაშველო სამუშაოებში მოხალისეებიც მონაწილეობენ. ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი მოსახლეობის დიდი ნაწილი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად მიღებული ზარალი, 4 მილიონ დოლარს აჭარბებს.  პრაიმ ტაიმი

ჟირინოვსკი კორონავირუსზე მეშვიდედ აიცრა

ვლადიმირ ჟირინოვსკი კორონავირუსის ვაქცინით მეშვიდედ აიცრა. “აიცერით, მეგობრებო. მა უკვე გავიკეთე ვაქცინა სპუტნიკ V, ამჯერად ჩუმაკოვის სახელობის ცენტრის კოვივაკით ავიცერი. ეს კლასიკური ვაქცინაა, რომელიც დამზადებულია ინაქტივირებულ ვირუსზე. ტექნოლოგია გამოცდილია ათწლეულებით. მთლიანობაში 2020 წლის სექტემბრიდან დაწყებული ჩემთვის ეს უკვე მეშვიდე ვაქცინაა”, – ნათქვამია ჟირინოვსკის ტელეგრამ პოსტში.

მერკელის პარტიის ლიდერად ფრიდრიხ მერცი აირჩიეს

გერმანიის მემარჯვენე ცენტრისტული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ (ქდკ) წევრებმა პარტიის ლიდერად ფრიდრიხ მერცი აირჩიეს, – ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პარტიის მიერ გამართულ კენჭისყრაში მერცმა ხმების 62%-ზე მეტი მიიღო და მნიშვნელოვნად გაუსწრო კონკურენტებს, გარემოს დაცვის ყოფილ მინისტრს, ნორბერტ როეტგენსა და ფედერალური კანცლერის აპარატის ყოფილ ხელმძღვანელს, ჰელგე ბრაუნს. შეგახსენებთ, გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის პარტიამ, „ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა“ სექტემბერის […]

ინდონეზიაში 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიაში, სამხრეთ სულავესის პროვინციის სანაპიროზე 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. გამოცხადდა ცუნამის საფრთხე. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 10:30 საათზე მოხდა. ადგილიდან მოსახლეობის ევაკუაციაა დაწყებული. ევაკუაცია დაიწყო საავადმყოფოებშიც. დაშავებულების შესახებ ცნობები ამ დრომდე არ გავრცელებულა. ტვ პირველი