ყველა გამოჯანმრთელდა, ვინც პრეპარატი მიიღო – ისრაელში კოვიდსაწინააღმდეგო მედიკამენტი შექმნეს

ყველა გამოჯანმრთელდა, ვინც პრეპარატი მიიღო - ისრაელში კოვიდსაწინააღმდეგო მედიკამენტი შექმნესისრაელელმა მეცნიერებმა კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტი Amor-18-ის კლინიკური კვლევები ჩაატარეს. შედეგად, 18-ვე ადამიანი, ვინც პრეპარატი მიიღო, 100%-ით გამოჯანმრთელდა.

მედიკამენტი ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Amorphical-მა შეიმუშავა, ხოლო ტესტირება ცფათში მდებარე ზივის სამედიცინო ცენტრში ჩატარდა.

„თვრამეტივე ჰოსპიტალიზებული პაციენტი, რომელიც ისრაელის ბიოტექნოლოგიური კომპანია Amorphical-ის მიერ წარმოებულ მედიკამენტს იღებდა, გამოჯანმრთელდა და რამდენიმე დღის შემდეგ გაწერეს”, – ნათქვამია მოხსენებაში.

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ტესტირება ჩატარდა როგორც მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტებში, ასევე  მძიმედ დაავადებულებში.

პრეპარატის მთავარი შემადგენელი კომპონენტი ამორფული კალციუმის კარბონატია (ACC). მედიკამენტი პერორალურად ან ინჰალაციის გზით მიიღება. იგი გავლენას ახდენს კორონავირუსის უჯრედებში შეღწევისა და გამრავლების უნარზე.