2022 წლის პირველი იანვრიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე საფრანგეთი გახდება. საფრანგეთი თავმჯდომაროებას როტაციის პრინციპით 6 თვით სლოვენიისგან გადაიბარებს. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანულ მაკრონი აცხადებს, რომ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა საფრანგეთისთვის დიდი პატივია და ერთიანობის მისაღწევად საფრანგეთი ყველაფერს გააკეთებს. „ერთი წინადადებით რომ მომიწიოს ევროკავშირის პრეზიდენტობის მიზნების მიმოხილვა, რომელიც გაგრძელდება 1 იანვრიდან 30 ივნისამდე, მე ვიტყოდი, რომ ჩვენ ევროპული თანამშრომლობიდან […]
კატეგორია: მსოფლიო
პალესტინის ლიდერი აბასი ისრაელის თავდაცვის მინისტრ განცს შეხვდა
პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი ისრაელის თავდაცვის მინისტრს, ბენი განცს შეხვდა. შეხვედრაზე საუბრისას პალესტინელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ აბასი ისრაელის ხელისუფლების ოფიციალურ პირს 2010 წლის შემდეგ პირველად შეხვდა ისრაელში. მისი ინფორმაციით, მოლაპარაკებები გაიმართა ისრაელის ცენტრში, განცის სახლში. შეხვედრას ისრაელის თავდაცვის სამინისტროც ეხმიანება და აცხადებს, რომ მაჰმუდ აბასმა და ბენი განცმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. „შეხვედრაზე განიხილეს უსაფრთხოებისა და […]
ჯონსონი – “რეანიმაციის პაციენტების 90% ბუსტერ დოზით არაა აცრილი”
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსის ვაქცინის „ბუსტერ“ დოზით აიცრან. ”ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, მაგრამ იმ ადამიანების უმეტესი ნაწილი, რომლებიც ამჟამად ჩვენი საავადმყოფოების რეანიმაციულ განყოფილებებში რჩებიან, არიან ადამიანები, რომლებიც არ არიან „ბუსტერ“ დოზით აცრილები. მე ვესაუბრე ექიმებს, რომლებიც ამბობენ, რომ ეს მაჩვენებელი რეანიმაციულ განყოფილებებში მყოფი ადამიანების 90%-ს შეადგენს“, – აღნიშნა ჯონსონმა. მისი თქმით, […]
დენვერში პირმა 4 ადამიანი მოკლა და 3 დაჭრა
აშშ-ში, დენვერში, შეიარაღებულმა პირმა სულ მცირე 4 ადამიანი მოკლა და 3 დაჭრა. დაჭრილებს შორის ერთი პოლიციელია. თავდამსხმელმა სროლა რამდენიმე ლოკაციაზე ატეხა. ამასთან, მან ორჯერ გაუხსნა ცეცხლი სამართალდამცავებს, რომლებიც დასაკავებლად დაედევნენ. შეიარაღებული მამაკაცის ლიკვიდირება ლეიკვუდის პოლიციამ მას შემდეგ განახორციელა, რაც მან ერთ-ერთი სამართალდამცავი დაჭრა. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
საფრანგეთში იხურება ღამის კლუბები, პირბადეები სავალდებულო ხდება
საფრანგეთი, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების ფონზე, 3 იანვრიდან შეზღუდვებს ამკაცრებს. შეზღუდვების ფარგლებში იხურება ღამის კლუბები, ქალაქების ცენტრებში პირბადეების გამოყენება სავალდებულო ხდება, მოქალაქეებს, რომლებსაც დისტანციურად მუშაობა შეუძლიათ, სახლიდან მუშაობა კვირაში მინიმუმ სამ დღეს მოუწევთ. დახურულ სივრცეებში იკრძალება 2.000 პირზე მეტის თავშეყრა, ღია სივრცეებში შეკრებილების რაოდენობა კი 5.000 -ს არ უნდა აჭარბებდეს. მოქალაქეების დაინფიცირებისგან დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, […]
ისრაელი გოლანის მოსახლეობას გააორმაგებს
ისრაელმა გოლანის მაღლობზე ებრაელ ახალმოსახლეთა რაოდენობის გაორმაგების მიზნით 317 მილიონი დოლარის ღირებულების გეგმა დაამტკიცა. პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტის მთავრობამ მხარი დაუჭირა 5 წლის განმავლობაში რეგიონში 7.300 სახლის აშენებას. საცხოვრებელი სახლების, ინფრასტრუქტურის შექმნისა და სხვა პროექტების შესრულებისთვის 1 მილიარდი შეკელი უნდა დაიხარჯოს, რისი მიზანიც ტერიტორიაზე დაახლოებით 23.000 ებრაელი ახალმოსახლის მიზიდვაა. “ჩვენი მიზანია გოლანის მაღლობის მოსახლეობის გაორმაგება” , […]
საფრანგეთში ზოოპარკიდან 9 მგელი გაიქცა
საფრანგეთში ვოლიერიდან 9 მგლის გაქცევის გამო ზოოპარკი დროებით დაიხურა. შემთხვევა ლაბესონიეს კომუნაში მოხდა. მგლებმა უსაფრთხოების ბარიერები დააზიანეს და ღობეზე გადაძვრნენ, თუმცა მათ ზოოპარკის ტერიტორია არ დაუტოვებიათ. ოთხი მგელი შესაძლო საფრთხის გამო ადგილზე მოკლეს, ხუთი მათგანი კი გალიაში დააბრუნეს. შემთხვევის შედეგად ზოოპარკის არცერთი თანამშრომელი და სტუმარი არ დაშავებულა. რუსთავი 2
ყველა გამოჯანმრთელდა, ვინც პრეპარატი მიიღო – ისრაელში კოვიდსაწინააღმდეგო მედიკამენტი შექმნეს
ისრაელელმა მეცნიერებმა კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტი Amor-18-ის კლინიკური კვლევები ჩაატარეს. შედეგად, 18-ვე ადამიანი, ვინც პრეპარატი მიიღო, 100%-ით გამოჯანმრთელდა. მედიკამენტი ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Amorphical-მა შეიმუშავა, ხოლო ტესტირება ცფათში მდებარე ზივის სამედიცინო ცენტრში ჩატარდა. „თვრამეტივე ჰოსპიტალიზებული პაციენტი, რომელიც ისრაელის ბიოტექნოლოგიური კომპანია Amorphical-ის მიერ წარმოებულ მედიკამენტს იღებდა, გამოჯანმრთელდა და რამდენიმე დღის შემდეგ გაწერეს”, – ნათქვამია მოხსენებაში. კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ […]
იტალიამ საახალწლო ღონისძიებები აკრძალა – პირბადე ღია სივრცეში კვლავ აუცილებელი იქნება
იტალიამ, კოვიდ-19-ით დაინფიცირების შემთხვევების გავრცელების შესაჩერებლად, შეზღუდვები გაამკაცრა, მათ შორის აკრძალა საახალწლო საჯარო სადღესასწაულო ღონისძიებები. ამასთან, იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანსამ განაცხადა, რომ ღია სივრცეში პირბადის გამოყენება კვლავ სავალდებულო იქნება. მინისტრმა მოქალაქეებს მოუწოდა, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა საჯარო თავშეყრის ადგილებში, მათ შორის თეატრებში, კინოთეატრებსა და სპორტულ ღონისძიებებზე, Ffp2 სახის ნიღბები გამოიყენონ. 31 იანვრამდე იკრძალება კონცერტები და […]
დანიასა და ბელგიაში კინოთეატრები იხურება
ბელგიაში, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების გამო, კინოთეატრები, თეატრები და დახურულ სივრცეში განთავსებული სხვა რეკრეაციული ობიექტები დროებით იხურება. ამასთან, მუზეუმები, ბიბლიოთეკები და ფიტნეს ცენტრები, შესაძლოა, ღია დარჩნენ. ბელგიის მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, რომ საშობაო დღეების დაწყებამდე კოვიდ ტესტი ჩაიტარონ. ბელგიის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში დაინფიცირების შემთხვევების 27%-ი „ომიკრონ“ ვარიანტზე მოდის. „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების გამო თეატრებს, კინოთეატრებს, მუზეუმებს, საკონცერტო […]










