იტალიაში, კუნძულ სიცილიაზე, ქალაქ რავანუზაში, 4-სართულიანი კორპუსი დაინგრა. გამოცემის ცნობით, მაშველები 12 ადამიანს, მათ შორის, 3 ბავშვს ეძებენ. შენობაში გაზის მილის აფეთქდა, რასაც ჯერ ხანძარი, შემდეგ კი შენობის ნგრევა მოჰყვა. მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა უკვე შეძლეს და ნანგრევებში სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. აფეთქებისა და ნგრევის შედეგად, სულ მცირე, 2 ახლომდებარე შენობაა დაზიანებული. პრაიმ ტაიმი
კატეგორია: მსოფლიო
აშშ-ში ტორნადოს 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
აშშ-ის კენტუკის შტატში, ტორნადოს შედეგად, სავარაუდოდ, 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა ენდი ბეშეარმა განაცხადა. მისი თქმით, შტატის ისტორიაში ყველაზე საშინელი ტორნადოს მსხვერპლი, შესაძლოა 100-მდეც გაიზარდოს. სტიქიის გამო კენტუკიში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ტორნადო აშშ-ის სხვა შტატებსაც დაატყდა თავს. ამინდის ეროვნულმა სამსახურმა გამოსცა ტორნადოსთან დაკავშირებული გაფრთხილება გასცა არკანზასის, ტენესის, მისურისა და ილინოისის შტატებისთვის. არკანზასის […]
ჩეხეთში 60 წელს გადაცილებულთათვის ვაქცინაცია აუცილებელი ხდება
ჩეხეთში 60 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდება. ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის პირველი მარტიდან 60 წელს გადაცილებული თითოეული მოქალაქე და გარკვეული პროფესიის მქონე პირები, მათ შორის ექიმები, პოლიციელები, მეხანძრეები და ჯარისკაცები, ვალდებულები იქნებიან ,აიცრან. ყოველ 1.000 ადამიანზე დაინფიცირების მაჩვენებლით ჩეხეთს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს მსოფლიოში. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში მოსახლეობის 82% სრულიად ვაქიცნირებულია. იპნ
მექსიკაში ტრაილერი გადაბრუნდა – 53 ადამიანი დაიღუპა, 58 დაშავდა
მექსიკის შტატ ჩიაპასში ტრაილერი გადაბრუნდა, რის შედეგადაც 53 ადამიანი, უმეტესობა მიგრანტი, დაიღუპა და 58 – დაშავდა. დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის ქალები და ბავშვებიც არიან. ავტოსაგზაო შემთხვევა ქალაქ ტუსტლა-გუტიერესთან, ერთ-ერთ სახიფათო შესახვევში მოხდა. მიგრანტები, რომლებიც ცენტრალური ამერიკიდან სიღარიბესა და ძალადობას გაურბიან, როგორც წესი, მექსიკის საშუალებით ცდილობენ აშშ-ის საზღვრამდე მიაღწიონ. ხშირად მათ სატვირთო ავტომობილებით ძალიან სახიფათო პირობებში […]
გერმანიის საგარეო მინისტრი ანალენა ბერბოკი – “რუსეთი უკრაინაზე თავდასხმისთვის დიდ ფასს გადაიხდის”
გერმანიის ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, რუსეთს მაღალი პოლიტიკური და ეკონომიკურ ფასის გადახდა მოუწევს, თუ მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ მილიტარისტულ ნაბიჯებს გადადგამს. „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ჩვენთვის მოლაპარაკების საგანი არ არის. რუსეთი გადაიხდის მაღალ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფასს უკრაინის სახელმწიფოებრიობის ხელახლა დარღვევისთვის“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ახალმა ხელმძღვანელმა. მისი თქმით, უპირველესი პრიორიტეტი სამხედრო […]
ბუნდესტაგმა ოლაფ შოლცი გერმანიის კანცლერად აირჩია
გერმანელმა კანონმდებლებმა ქვეყნის კანცლერად ოლაფ შოლცი აირჩიეს. ბუნდესტაგში ფარული კენჭისყრა დებატების გარეშე გაიმართა. მასში მონაწილეობა 707-მა დეპუტატმა მიიღო და ოლაფ შოლცს მხარი 395-მა დაუჭირა. შოლცის სასარგებლოდ ხმა ახალი კოალიციის, ე.წ. „შუქნიშნის“ ყველა წევრმა არ მისცა, რადგან ასე რომ ყოფილიყო, ახალი კანცლერი 416 ხმას მიიღებდა. ოლაფ შოლცის პარტიამ, „სოციალ-დემოკრატებმა“ სექტემბერში ჩატარებულ არჩევნებში ყველაზე დიდი მხარდაჭერა მოიპოვა და […]
უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში ბაიდენი პუტინს სერიოზული სანქციებით დაემუქრა
7 დეკემბერს ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის ვიდეო კონფერენციის შესახებ თეთრმა სახლმა განცხადება გაავრცელა. “ჯო ბაიდენმა გამოთქვა შეერთებული შტატების და ევროპელი მოკავშირეების ღრმა შეშფოთება უკრაინის გარშემო რუსეთის ძალების ესკალაციის გამო და ნათლად განაცხადა, რომ აშშ და მისი პარტნიორები უპასუხებენ ძლიერი ეკონომიკური და სხვა ზომებით სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში”, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხდებაში. ბაიდენმა ასევე „გაიმეორა […]
ისრაელში კოვიდზე მე-4 დოზითაც აცრიან
ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა, ნიცან ჰოროვიცმა განაცხადა, რომ ისრაელმა ყველა მოქალაქეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზა შეიძლება შესთავაზოს. „თუ ჩვენ დავინახავთ, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ვაქცინის ეფექტურობა მცირდება, თუნდაც გამაძლიერებელი დოზის შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია მეოთხე დოზა განვიხილოთ. ეს შესაძლებელია“, – აღნიშნა ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა. ნიცან ჰოროვიცის თქმით, ისრაელის ჯანდაცვის უწყება შესაბამის გადაწყვეტილებას სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე მიიღებს. „ჩვენ […]
მოსკოვში მამაკაცმა პირბადეზე უარი თქვა და 2 ადამიანი მოკლა
მოსკოვში, მრავალფუნქციურ ცენტრ „რიაზანსკში“ სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, – ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის მერზე, სერგეი სობიანინზე დაყრდნობით ავრცელებს. „მრავალფუნქციურ ცენტრ „რიაზანსკში“ ტრაგედია მოხდა. სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, სამი კი – დაშავდა. მკვლელი დაკავებულია. ექიმები ყველაფერს აკეთებენ დაშავებულების დასახმარებლად,“- წერს მერი „ტვიტერში“. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული ბავშვია. ზოგიერთი მედია საშუალების ცნობით, მამაკაცმა […]
უკრაინაში ავტობუსი სატვირთოს დაეჯახა – 10 ადამიანი დაიღუპა
უკრაინაში, ჩერნიგოვის ოლქის ბრუსილივის რაიონში სამგზავრო ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას მედია უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. „7 დეკემბერს, ჩერნიგოვის ოლქის სოფელ ბრუსილივთან, ჩერნიგოვი-გრემიაჩის გზაზე, სატვირთო მანქანა ჩერნიგოვი-სოსნიცის მარშუტზე მოძრავ სამგზავრო ავტობუსს შეეჯახა“, – აცხადებენ სამსახურში. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა. იპნ