ინდონეზიაში 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიაში 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდაინდონეზიაში, სამხრეთ სულავესის პროვინციის სანაპიროზე 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. გამოცხადდა ცუნამის საფრთხე.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით 10:30 საათზე მოხდა.

ადგილიდან მოსახლეობის ევაკუაციაა დაწყებული. ევაკუაცია დაიწყო საავადმყოფოებშიც.

დაშავებულების შესახებ ცნობები ამ დრომდე არ გავრცელებულა.

ტვ პირველი