ფილიპინებს ძლიერი ქარიშხალი „რაი“ დაატყდა თავს. BBC-ის ინფორმაციით, ქარის სიჩქარემ 195 კმ/სთ-ს გადააჭარბა. გამოცემის ცნობით, „რაი“ ფილიპინებში მიმდინარე წლის ყველაზე ძლიერ ქარიშხლად შეფასდა. სტიქიურმა უბედურებამ ქვეყანაში ასობით შენობა დააზიანა, ელექტროენერგია არ მიეწოდება 3 მილიონზე მეტ ადამიანს. ფილიპინების სტიქიური უბედურებების სააგენტოს ცნობით, ქარიშხალს სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ ათობით პირი კი დაკარგულად ითვლება. მაშველებს მოსახლეობა საშიში […]
კატეგორია: მსოფლიო
ნიუ იორკში აშენებულ ახალ შენობებში ბუნებრივი აირის შეყვანა აიკრძალება
ნიუ იორკში აშენებულ ახალ შენობებში ბუნებრივი აირის შეყვანა აიკრძალება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს და წერს, რომ საკითხს ქალაქის საკრებულო განიხილავს. პროექტის მიხედვით, საწყის ეტაპზე, ბუნებრივი აირის შეყვანა 7-სართულიან შენობებში 2023 წლამდე სრულად აიკრძალება, 2027 წლიდან კი გაზს ვერც მაღალსართულიან შენობებში გამოიყენებენ. გამოცემის ცნობით, საკრებულოს მიერ გადაწყვეტილების დამტკიცების შემდეგ, ქალაქის მოსახლეობას ელექტროენერგიაზე გადასვლა მოუწევს. პროექტის ავტორებს იმედი აქვთ, […]
მექსიკაში მოდელი და მსახიობი ტანია მენდოსა მოკლეს
მექსიკაში ცნობილი მოდელი და მსახიობი, ტანია მენდოსა მოკლეს. მას თავს სპორტულ მოედანთან დაესხნენ, სადაც მისი 11 წლის ვაჟი ფეხბურთს თამაშობდა. 42 წლის მოდელის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. თავდამსხმელები პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია. ტანია მენდოსა ცნობილ ფილმებში თამაშობდა, როგორიცაა “სამხრეთის დედოფალი” და “ტერორი მუზეუმში”.
გერმანიის საგარეო მინისტრი – “უკრაინაზე თავდასხმა ჩრდილოეთ ნაკადი 2-ს გააჩერებს”
უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი ახალი ესკალაციის შემთხვევაში „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ს ექსპლუატაციაში შესვლის საშუალება არ მიეცემა, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა. „შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში ეს გაზსადენი ექსპლუატაციაში ვერ შევა”, – აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. პოლონეთში ვიზიტისას გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ სერიოზული შეცდომა იქნება იმის დაჯერება, რომ ევროპული ქვეყნის საზღვრების დარღვევას […]
იტალიაში შენობის ჩამონგრევას 3 ადამიანი ემსხვერპლა
იტალიაში, სიცილიის ქალაქ რავანუზაში გაზის აფეთქების შედეგად ორი შენობა ჩამოინგრა, რის შედეგადაც სულ მცირე სამი ადამიანი გარდაიცვალა. Reuters ინფორმაციას ადგილობრივი სახანძრო-სამაშველო ბრიგადის კაპიტნის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ექვსი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, ორი კი შენობის ნანგრევების ქვეშ ცოცხალი იპოვეს. ადგილზე კვლავ მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები დაკარგული ადამიანების საპოვნელად. იპნ
იტალიაში გაზის აფეთქებამ 4 სართულიანი კორპუსი დაანგრია
იტალიაში, კუნძულ სიცილიაზე, ქალაქ რავანუზაში, 4-სართულიანი კორპუსი დაინგრა. გამოცემის ცნობით, მაშველები 12 ადამიანს, მათ შორის, 3 ბავშვს ეძებენ. შენობაში გაზის მილის აფეთქდა, რასაც ჯერ ხანძარი, შემდეგ კი შენობის ნგრევა მოჰყვა. მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა უკვე შეძლეს და ნანგრევებში სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. აფეთქებისა და ნგრევის შედეგად, სულ მცირე, 2 ახლომდებარე შენობაა დაზიანებული. პრაიმ ტაიმი
აშშ-ში ტორნადოს 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
აშშ-ის კენტუკის შტატში, ტორნადოს შედეგად, სავარაუდოდ, 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა ენდი ბეშეარმა განაცხადა. მისი თქმით, შტატის ისტორიაში ყველაზე საშინელი ტორნადოს მსხვერპლი, შესაძლოა 100-მდეც გაიზარდოს. სტიქიის გამო კენტუკიში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ტორნადო აშშ-ის სხვა შტატებსაც დაატყდა თავს. ამინდის ეროვნულმა სამსახურმა გამოსცა ტორნადოსთან დაკავშირებული გაფრთხილება გასცა არკანზასის, ტენესის, მისურისა და ილინოისის შტატებისთვის. არკანზასის […]
ჩეხეთში 60 წელს გადაცილებულთათვის ვაქცინაცია აუცილებელი ხდება
ჩეხეთში 60 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდება. ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის პირველი მარტიდან 60 წელს გადაცილებული თითოეული მოქალაქე და გარკვეული პროფესიის მქონე პირები, მათ შორის ექიმები, პოლიციელები, მეხანძრეები და ჯარისკაცები, ვალდებულები იქნებიან ,აიცრან. ყოველ 1.000 ადამიანზე დაინფიცირების მაჩვენებლით ჩეხეთს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს მსოფლიოში. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში მოსახლეობის 82% სრულიად ვაქიცნირებულია. იპნ
მექსიკაში ტრაილერი გადაბრუნდა – 53 ადამიანი დაიღუპა, 58 დაშავდა
მექსიკის შტატ ჩიაპასში ტრაილერი გადაბრუნდა, რის შედეგადაც 53 ადამიანი, უმეტესობა მიგრანტი, დაიღუპა და 58 – დაშავდა. დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის ქალები და ბავშვებიც არიან. ავტოსაგზაო შემთხვევა ქალაქ ტუსტლა-გუტიერესთან, ერთ-ერთ სახიფათო შესახვევში მოხდა. მიგრანტები, რომლებიც ცენტრალური ამერიკიდან სიღარიბესა და ძალადობას გაურბიან, როგორც წესი, მექსიკის საშუალებით ცდილობენ აშშ-ის საზღვრამდე მიაღწიონ. ხშირად მათ სატვირთო ავტომობილებით ძალიან სახიფათო პირობებში […]
გერმანიის საგარეო მინისტრი ანალენა ბერბოკი – “რუსეთი უკრაინაზე თავდასხმისთვის დიდ ფასს გადაიხდის”
გერმანიის ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, რუსეთს მაღალი პოლიტიკური და ეკონომიკურ ფასის გადახდა მოუწევს, თუ მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ მილიტარისტულ ნაბიჯებს გადადგამს. „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ჩვენთვის მოლაპარაკების საგანი არ არის. რუსეთი გადაიხდის მაღალ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფასს უკრაინის სახელმწიფოებრიობის ხელახლა დარღვევისთვის“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ახალმა ხელმძღვანელმა. მისი თქმით, უპირველესი პრიორიტეტი სამხედრო […]









