მექსიკაში ტრაილერი გადაბრუნდა – 53 ადამიანი დაიღუპა, 58 დაშავდა

მექსიკის შტატ ჩიაპასში ტრაილერი გადაბრუნდა, რის შედეგადაც 53 ადამიანი, უმეტესობა მიგრანტი, დაიღუპა და 58 – დაშავდა.

დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის ქალები და ბავშვებიც არიან.

ავტოსაგზაო შემთხვევა ქალაქ ტუსტლა-გუტიერესთან, ერთ-ერთ სახიფათო შესახვევში მოხდა.

მიგრანტები, რომლებიც ცენტრალური ამერიკიდან სიღარიბესა და ძალადობას გაურბიან, როგორც წესი, მექსიკის საშუალებით ცდილობენ აშშ-ის საზღვრამდე მიაღწიონ. ხშირად მათ სატვირთო ავტომობილებით ძალიან სახიფათო პირობებში უწევთ მგზავრობა.

იპნ