გერმანელმა კანონმდებლებმა ქვეყნის კანცლერად ოლაფ შოლცი აირჩიეს. ბუნდესტაგში ფარული კენჭისყრა დებატების გარეშე გაიმართა. მასში მონაწილეობა 707-მა დეპუტატმა მიიღო და ოლაფ შოლცს მხარი 395-მა დაუჭირა. შოლცის სასარგებლოდ ხმა ახალი კოალიციის, ე.წ. „შუქნიშნის“ ყველა წევრმა არ მისცა, რადგან ასე რომ ყოფილიყო, ახალი კანცლერი 416 ხმას მიიღებდა. ოლაფ შოლცის პარტიამ, „სოციალ-დემოკრატებმა“ სექტემბერში ჩატარებულ არჩევნებში ყველაზე დიდი მხარდაჭერა მოიპოვა და […]
კატეგორია: მსოფლიო
უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში ბაიდენი პუტინს სერიოზული სანქციებით დაემუქრა
7 დეკემბერს ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის ვიდეო კონფერენციის შესახებ თეთრმა სახლმა განცხადება გაავრცელა. “ჯო ბაიდენმა გამოთქვა შეერთებული შტატების და ევროპელი მოკავშირეების ღრმა შეშფოთება უკრაინის გარშემო რუსეთის ძალების ესკალაციის გამო და ნათლად განაცხადა, რომ აშშ და მისი პარტნიორები უპასუხებენ ძლიერი ეკონომიკური და სხვა ზომებით სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში”, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხდებაში. ბაიდენმა ასევე „გაიმეორა […]
ისრაელში კოვიდზე მე-4 დოზითაც აცრიან
ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა, ნიცან ჰოროვიცმა განაცხადა, რომ ისრაელმა ყველა მოქალაქეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზა შეიძლება შესთავაზოს. „თუ ჩვენ დავინახავთ, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ვაქცინის ეფექტურობა მცირდება, თუნდაც გამაძლიერებელი დოზის შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია მეოთხე დოზა განვიხილოთ. ეს შესაძლებელია“, – აღნიშნა ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა. ნიცან ჰოროვიცის თქმით, ისრაელის ჯანდაცვის უწყება შესაბამის გადაწყვეტილებას სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე მიიღებს. „ჩვენ […]
მოსკოვში მამაკაცმა პირბადეზე უარი თქვა და 2 ადამიანი მოკლა
მოსკოვში, მრავალფუნქციურ ცენტრ „რიაზანსკში“ სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, – ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის მერზე, სერგეი სობიანინზე დაყრდნობით ავრცელებს. „მრავალფუნქციურ ცენტრ „რიაზანსკში“ ტრაგედია მოხდა. სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, სამი კი – დაშავდა. მკვლელი დაკავებულია. ექიმები ყველაფერს აკეთებენ დაშავებულების დასახმარებლად,“- წერს მერი „ტვიტერში“. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული ბავშვია. ზოგიერთი მედია საშუალების ცნობით, მამაკაცმა […]
უკრაინაში ავტობუსი სატვირთოს დაეჯახა – 10 ადამიანი დაიღუპა
უკრაინაში, ჩერნიგოვის ოლქის ბრუსილივის რაიონში სამგზავრო ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას მედია უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. „7 დეკემბერს, ჩერნიგოვის ოლქის სოფელ ბრუსილივთან, ჩერნიგოვი-გრემიაჩის გზაზე, სატვირთო მანქანა ჩერნიგოვი-სოსნიცის მარშუტზე მოძრავ სამგზავრო ავტობუსს შეეჯახა“, – აცხადებენ სამსახურში. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა. იპნ
საფრანგეთში ღამის კლუბები 1 თვით იხურება
კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, საფრანგეთში ღამის კლუბები ერთი თვით დაიხურება. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული ზომა 10 დეკემბრიდან ამოქმედდება. „ვირუსი ახალგაზრდებში ცირკულირებს და ასეთ ადგილებში პირბადის ტარება რთულია. აღნიშნულ ზომას დაინტერესებული პირების ეკონომიკური მხარდაჭერით გავატარებთ“, – აღნიშნა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა. საფრანგეთში კორონავირუსის ომიკრონი შტამის 25 შემთხვევა დადასტურდა.
ოლაფ შოლცმა გერმანიის მთავრობის სოციალ-დემოკრატი წევრები წარადგინა
გერმანიის მომავალმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა მინისტრთა კაბინეტის სოციალ-დემოკრატი წევრები დაასახელა. შოლცმა ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე პოპულარული ექიმი, კარლ ლაუტერბახი წარადგინა. მომავალმა ჯანდაცვის მინისტრმა, სიტყვით გამოსვლისას ყურადღება პანდემიის წინააღდეგ ბრძოლაზე გაამახვილა. „პანდემიას უნდა ვებრძოლოთ, ის უფრო დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე ბევრი ფიქრობს, მაგრამ ჩვენ ამას დავძლევთ. მთავარ როლს ვაქცინაცია შეასრულებს, მაგრამ არა მხოლოდ ის. თავდაპირველად ჯანდაცვის სისტემას გავაძლიერებთ“, […]
ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი გახდა
ავსტრიის კანცლერის თანამდებობა კარლ ნეჰამერმა დაიკავა. 49 წლის ნეჰამერმა, რომელიც გასული წლიდან ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მსახურობდა, ქვეყნის პრეზიდენტის, ალექსანდრე ვან დერ ბელენის წინაშე ფიცი დღეს დადო. ავსტრიის სახალხო პარტიამ პარტიის ლიდერად და კანცლერობის კანდიდატად კარლ ნეჰამერი პარასკევს აირჩია. პოსტზე მან ალექსანდერ შალენბერგი ჩაანაცვლა, რომელმაც კორუფციაში ეჭვმიტანილი სებასტიან კურცი დროებით შეცვალა. სებასტიან კურცმა ავსტრიის […]
იტალიაში დღეიდან მწვანე პასპორტის გარეშე საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ შეუშვებენ
იტალიაში დღეიდან, კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, შეზღუდვები მკაცრდება. კერძოდ, დახურული ტიპის კვების ობიექტებში, კლუბებსა და კინოთეატრებში მხოლოდ იმ ადამიანებს ექნებათ შესვლის უფლება, რომლებიც სრულად ვაქცინირებულები ან ვირუსისგან გამოჯანმრთელებულები არიან. ამასთან, მოქალაქეებს, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებას გეგმავენ, მოუწევთ წარადგინონ „მწვანე პასპორტები“ იმის დასადასტურებლად, რომ ვაქცინირებულები ან გამოჯანმრთელებულები არიან, ან კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი აქვთ. ახალი […]
რუსეთმა უკრაინის საზღვართან 175.000 ჯარისკაცი განალაგა
აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ვარაუდით, რუსეთს რამდენიმე თვეში უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო შეტევის განხორციელება შეუძლია, რადგან მას საზღვრის გასწვრივ 175.000-მდე ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული. დაზვერვა სიტუაციას აფასებს, როგორც ,,გამაოგნებელ ესკალაციას“, რომლის შესახებაც ბაიდენმა გაფრთხილება გააგზავნა და თქვა, რომ აღნიშნული მძიმე შედეგს მოიტანდა. ოფიციალური პირების განცხადებით, საზღვარზე განლაგებული აღჭურვილობა საკმარისი იქნება წინა ხაზის ძალების მოსამარაგებლად შვიდიდან 10 დღემდე, ხოლო […]










