აზერბაიჯანში, საწვრთნელი ფრენის დროს სასაზღვრო სამსახურის ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც დაიღუპა 14 და დაშავდა 2 ადამიანი, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. „ჩვენი ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა გარეჰეიბათის საავიაციო პოლიგონზე სავარჯიშო ფრენების შესრულებისას”, – განაცხადა სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსის მოადგილემ ილჰამ მეჰდიევმა. კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
კატეგორია: მსოფლიო
საბერძნეთში 60 წელზე უფროსი მოსახლეობის აცრა სავალდებულო ხდება
საბერძნეთში 60 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო ხდება და არავაქცინირებული პირები თვეში 100 ევროს ოდენობის თანხით დაჯარიმდებიან. „60 წლის ასაკიდან საბერძნეთის მოქალაქეებმა, რომლებიც ჯერჯერობით ვაქცინირებულები არ არიან, ასაცრელად ვიზიტი 16 იანვრამდე უნდა დაჯავშნონ, წინააღმდეგ შემოხვევაში მათ ყოველ თვეში 100 ევროთი დაჯარიმება ემუქრებათ,“- აღნიშნა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა. ცნობისათვის, საბერძნეთში, სადაც დაახლოებით 11 მილიონი […]
საბერძნეთში მიწისძვრა მოხდა
საბერძნეთის კუნძულ იკარიას სანაპიროსთან 4,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ევროპულ-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს. მისი ცნობით, ეპიცენტრი კუნძულ იკარიაზე მდებარე ქალაქ აგიოს კირიკოსიდან 31 კილომეტრის დაშორებით, 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. დაზარალებულთა და შესაძლო ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა. რეპორტი
ესპანეთში ომიკრონის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ესპანეთში კორონავირუსის ახალი, „ომიკრონ“ შტამის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. „მადრიდის გრეგორიო მარანიონას საავადმყოფოს მიკრობიოლოგიის სამსახური იუწყება, რომ ესპანეთში კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. საუბარია მამაკაცზე, რომელმაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში იმოგზაურა“, – ნათქვამია „ტვიტერით“ გავრცელებულ ინფორმაციაში. საავადმყოფოში აღნიშნეს, რომ პაციენტი თავს კარგად გრძნობს. პირველი შემთხვევის შესახებ იუწყებიან შვედეთშიც. ჯანდაცვის სამმართველოში განაცხადეს, რომ შტამი დაუფიქსირდა მოგზაურს, რომელიც […]
პერუში მიწისძვრის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, 220 სახლი დაზიანდა
პერუში 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაზიანდა სახლები, არიან დაშავებულებიც. ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის ეროვნული ინსტიტუტის (Indeci) განცხადებაში ნათქვამია, რომ დაზიანდა 220 სახლი. მათგან 81 საცხოვრებლად გამოუსადეგარი, 75 კი სრულად განადგურებულია. დაზიანებულ ობიექტებს შორის იყო შვიდი რელიგიური თაყვანისცემისთვის განკუთვნილი ადგილი და ორი სავაჭრო ცენტრი. სამოქალაქო თავდაცვის ინსტიტუტის თქმით, დაშავდა 4 ადამიანი. მიწისძვრა კვირას, პერუს ჩრდილოეთით, ქალაქ […]
შვედეთის პრემიერად კვლავ მაგდალენა ანდერსონი დაამტკიცეს
შვედეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად სოციალ-დემოკრატი მაგდალენა ანდერსონი აირჩია. ანდერსონი ჩამოაყალიბებს და უხელმძღვანელებს უმცირესობის მთავრობას, რომელიც მხოლოდ მისი პარტიისგან შედგება. სოციალ-დემოკრატებს, რომლებსაც 349-ადგილიან პარლამენტში მხოლოდ 100 მანდატი აქვთ, პოლიტიკის განსახორციელებლად რამდენიმე სხვა პარტიის მხარდაჭერის იმედზე ყოფნა მოუწევთ. შეგახსენებთ, შვედეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად მაგდალენა ანდერსონის კანდიდატურა გასულ კვირაშიც დაამტკიცა, თუმცა მან თანამდებობა რამდენიმე საათში დატოვა. ანდერსონმა ეს გადაწყვეტილება […]
პერუში 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
ქალაქ ბარანკა-დე-უპიადან 40 კილომეტრში, პერუს ჩრდილოეთით 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას Reuters აშშ-ის გეოლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მიწისძვრის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ევროპა-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიურმა ცენტრმა “ტვიტერში” განაცხადა, რომ მიწისძვრა ამაზონის ტროპიკული ტყეების ნაკლებად დასახლებულ რეგიონში მოხდა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები, რომლებიც სხვადასხვა ლოკაციაზე მიყენებულ ზარალს ასახავს. ბიძგები იგრძნობოდა ეკვადორშიც. მიწისძვრა პერუში საკმაოდ […]
ისრაელი უცხოელებისთვის მთლიანად დაიკეტა
ისრაელი 14 დღის განმავლობაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყანაში არ შეუშვებს, გადაწყვეტილება ხელისუფლებამ ახალი შტამის, ომიკრონის გავრცელების გამო გუშინ გვიან საღამოს მიიღო, დაწესდა სხვა რეგულაციებიც, რომელიც გაფართოებულმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს. იმის გარდა, რომ ქვეყანაში არაისრაელელების შესვლა იკრძალება, ძალაში შევა სამდღიანი სავალდებულო კარანტინი ისრაელის ყველა ვაქცინირებული მოქალაქისთვის, არავაქცინირებულებს კი 7-დღიანი კარანტინი მოუწევთ. ისრაელში, ამჟამად, კორონავირუსის ახალი შტამის ორი შემთხვევაა დაფიქსირებული. ომიკრონის გამოჩენის შემდეგ ბევრმა ქვეყანამ სამხრეთ […]
აშშ კოვიდის ომიკრონის შტამის გამო სამხრეთ აფრიკასთან ავიამიმოსვლას აჩერებს
კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის გავრცელების გამო, 29 ნოემბრიდან აშშ სამხრეთ აფრიკიდან და აფრიკის შვიდი სხვა ქვეყნიდან ავიამიმოსვლას შეაჩერებს. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ მოგზაურობას შეზღუდავენ ბოტსვანიდან, ზიმბაბვედან, ნამიბიიდან, ლესოტოდან, ესვატინიდან, მოზამბიკიდან და მალავიდან. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ამერიკის მოქალაქეებსა და მუდმივ რეზიდენტებზე, თუმცა აშშ-ში გამგზავრებამდე მათ კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინონ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დღეს გამართულ […]
ოლივიე ვერანი – “27 ნოემბრიდან საფრანგეთში 18 წელზე უფროსი მოსახლეობის რევაქცინაცია იწყება”
საფრანგეთის მთელმა მოზრდილმა მოსახლეობამ უნდა მიიღოს კოვიდვაქცინის მესამე, გამაძლიერებელი დოზა ეპიდემიის მეხუთე ტალღის პირობებში. უკვე ხვალიდან, 27 ნოემბრიდან, დაიწყება 18 წელზე მეტი ასაკის ადამიანების რევაქცინაცია, რომლებმაც კორონავირუსზე აცრის სრული კურსი 5 თვის წინ დაასრულეს. 15 იანვრიდან კი ბუსტერული დოზა აუცილებელი იქნება სანიტარიული საშვის გასაგრძელებლად. კორონავირუსთან ბრძოლის ამ და სხვა ზომების შესახებ საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიე […]