ინდონეზიის კუნძულ იავაზე ვულკან სემერუს ამოფრქვევის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია ათობით ადამიანი. ადგილობრივი კატასტროფის მართვის ცენტრის ოფიციალური წარმომადგენლის აბდულ მუჰარის განცხადებით, დაღუპული ადამიანებიდან ჯერჯერობით მხოლოდ ორის იდენტიფიცირება მოხერხდა. ,,დაშავდა 98 ადამიანი, მათ შორის ორი ორსული ქალი, ხოლო ევაკუირებულია 902 მოქალაქე“, – აღნიშნა წარმომადგენელმა. სემერუ ერთ-ერთია ინდონეზიის 130 მოქმედ ვულკანს შორის. ის ბოლოს მიმდინარე წლის […]
კატეგორია: მსოფლიო
კრემლში ინფორმაციის დამალვის ახალ ხერხს მიაგნეს
„რადიო თავისუფლების“ ცნობით, „როსრეესტრმა“ გააქრო ინფორმაცია იმ უძრავი ქონების მფლობელების შესახებ, რომლებიც რუსული სპეცსამსახურების სავარაუდო თანამშრომლები არიან და მათი კვალი ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეში იკვეთება. „რადიო თავისუფლების“ რუსული ბიურო ამ ინფორმაციას ნავალნის გუნდის მიერ ჩატარებულ გამოძიებაზე დაყრდნობით წერს. „როსრეესტრი“ უძრავი ქონების მონაცემთა ერთიანი ბაზაა, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს. როგორც ნავალნის გუნდის გამოძიებაშია ნათქვამი, „როსრეესტრიდან“ […]
იტალიაში აუცრელ მგზავრებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში 1.000 ევროთი დააჯარიმებენ
1.000 ევრომდე ჯარიმა ელით იტალიაში იმ მოქალაქეებს, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას გადაწყვეტენ ვაქცინაციის ან Covid-19-ზე უარყოფითი ტესტის გარეშე. კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ეს რეგულაცია 6 დეკემბრიდან შედის ძალაში, როდესაც სუპერ გრინ პასი ამოქმედდება. გადაწყვეტილება იტალიის მთავრობამ ორშაბათ საღამოს, 29 ნოემბერს, მიიღო. მისი შეუსრულებლობისთვის ჯარიმა 600-იდან 1.000 ევრომდეა განსაზღვრული. მგზავრების შემოწმება დაევალებათ არა მარტო მუდმივ კონტროლიორებს, არამედ […]
გერმანიის ახალი კანცლერი ოლაფ შოლცი სავალდებულო ვაქცინაციას მხარს დაუჭერს
გერმანიის ახალი კანცლერი ოლაფ შოლცი 2022 წლიდან სავალდებულო ვაქცინაციას დაუჭერს მხარს. გამოცემის ცნობით, შოლცმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ თავად სავალდებულო ვაქცინაციის მომხრეა და ამას მხარსაც დაუჭერს, თუმცა გადაწყვეტილება ბუნდესტაგმა ხმის მიცემით უნდა მიიღოს. „ბუნდესტაგის წევრებმა ეს საკითხი უმრავლესობით უნდა მიიღონ, რის შემდეგაც სავალდებულო ვაქცინაცია გერმანიაში, სავარაუდოდ თებერვალში, ან მარტის დასაწყისში დაწესდება, რაც სავსებით საკმარისი დროა“,- […]
აშშ-ში მოსწავლემ 3 მოსწავლე მოკლა
აშშ-ში, მიჩიგანის სკოლაში ერთ-ერთმა მოსწავლემ ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც დაიღუპა 3 და დაიჭრა 8 ადამიანი. დაღუპულები 16, 17 და 14 წლის მოსწავლეები არიან. დაჭრილებიდან ერთ-ერთი პედაგოგია, დანარჩენი კი – მოსწავლეები. 15 წლის მოსწავლე, რომელმაც ცეცხლი გახსნა, სამართალდამცავებმა ადგილზე დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია, რა იყო სროლის მოტივი.
აზერბაიჯანში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა – 14 ადამიანი დაიღუპა
აზერბაიჯანში, საწვრთნელი ფრენის დროს სასაზღვრო სამსახურის ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც დაიღუპა 14 და დაშავდა 2 ადამიანი, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. „ჩვენი ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა გარეჰეიბათის საავიაციო პოლიგონზე სავარჯიშო ფრენების შესრულებისას”, – განაცხადა სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსის მოადგილემ ილჰამ მეჰდიევმა. კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
საბერძნეთში 60 წელზე უფროსი მოსახლეობის აცრა სავალდებულო ხდება
საბერძნეთში 60 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო ხდება და არავაქცინირებული პირები თვეში 100 ევროს ოდენობის თანხით დაჯარიმდებიან. „60 წლის ასაკიდან საბერძნეთის მოქალაქეებმა, რომლებიც ჯერჯერობით ვაქცინირებულები არ არიან, ასაცრელად ვიზიტი 16 იანვრამდე უნდა დაჯავშნონ, წინააღმდეგ შემოხვევაში მათ ყოველ თვეში 100 ევროთი დაჯარიმება ემუქრებათ,“- აღნიშნა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა. ცნობისათვის, საბერძნეთში, სადაც დაახლოებით 11 მილიონი […]
საბერძნეთში მიწისძვრა მოხდა
საბერძნეთის კუნძულ იკარიას სანაპიროსთან 4,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ევროპულ-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს. მისი ცნობით, ეპიცენტრი კუნძულ იკარიაზე მდებარე ქალაქ აგიოს კირიკოსიდან 31 კილომეტრის დაშორებით, 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. დაზარალებულთა და შესაძლო ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა. რეპორტი
ესპანეთში ომიკრონის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ესპანეთში კორონავირუსის ახალი, „ომიკრონ“ შტამის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. „მადრიდის გრეგორიო მარანიონას საავადმყოფოს მიკრობიოლოგიის სამსახური იუწყება, რომ ესპანეთში კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. საუბარია მამაკაცზე, რომელმაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში იმოგზაურა“, – ნათქვამია „ტვიტერით“ გავრცელებულ ინფორმაციაში. საავადმყოფოში აღნიშნეს, რომ პაციენტი თავს კარგად გრძნობს. პირველი შემთხვევის შესახებ იუწყებიან შვედეთშიც. ჯანდაცვის სამმართველოში განაცხადეს, რომ შტამი დაუფიქსირდა მოგზაურს, რომელიც […]
პერუში მიწისძვრის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, 220 სახლი დაზიანდა
პერუში 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაზიანდა სახლები, არიან დაშავებულებიც. ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის ეროვნული ინსტიტუტის (Indeci) განცხადებაში ნათქვამია, რომ დაზიანდა 220 სახლი. მათგან 81 საცხოვრებლად გამოუსადეგარი, 75 კი სრულად განადგურებულია. დაზიანებულ ობიექტებს შორის იყო შვიდი რელიგიური თაყვანისცემისთვის განკუთვნილი ადგილი და ორი სავაჭრო ცენტრი. სამოქალაქო თავდაცვის ინსტიტუტის თქმით, დაშავდა 4 ადამიანი. მიწისძვრა კვირას, პერუს ჩრდილოეთით, ქალაქ […]










