კატეგორია: მსოფლიო

ნაფტალი ბენეტი – “ისრაელი საგანგებო მდგომარეობასთან ახლოსაა”

მილიონერი და ყოფილი სპეცრაზმელი ნაფტალი ბენეტი ნეთანიაჰუს პრემიერის პოსტზე შეცვლის

საგანგებო მდგომარეობასთან ახლოს ვართ, უნდა ვიმოქმედოთ მკაცრად და სწრაფად, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა კორონავირუსის ახალ, სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ ვარიანტზე საუბრისას განაცხადა. ნაფტალი ბენეტმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირები და ისრაელის მთავრობის წარმომადგენლები შეხვედრაზე მიიწვია, სადაც, ქვეყანაში არსებული კოვიდსიტუაციის შეფასება იგეგმება. „როდესაც გვექნება სიტუაციის უფრო ნათელი სურათი, ჩვენ შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებებს”, – განაცხადა ნაფტალი ბენეტმა. […]

ისრაელში 3 პირს კოვიდის ახალი, სამხრეთ აფრიკის შტამი აღმოაჩნდა

ისრაელში 3 პირს კოვიდის ახალი, სამხრეთ აფრიკის შტამი აღმოაჩნდა

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში სამ ადამიანს კორონავირუსის ახალი, სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი ვარიანტი დაუდასტურდა, – ინფორმაციას Guardian -ი ავრცელებს. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დაინფიცირებულები ისრაელში სხვა ქვეყნებიდან ჩავიდნენ. მათივე ინფორმაციით, სამივე მოქალაქე კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინირებული იყო, თუმცა სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რომელი ვაქცინა, ან რამდენი დოზა ჰქონდათ მათ მიღებული. შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა, სამხრეთ აფრიკაში […]

შვედეთის ქალი პრემიერი დამტკიცებიდან 7 საათში გადადგა

შვედეთის ქალი პრემიერი დამტკიცებიდან 7 საათში გადადგა

შვედეთის პირველმა ქალმა პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა პარლამენტის მიერ მისი დამტკიცებიდან რამდენიმე საათში დატოვა. მედიის ინფორმაციით, მაგდალენა ანდერსონმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისმა კოალიციურმა პარტნიორმა, „მწვანეთა პარტიამ“ მთავრობა დატოვა იმის გამო, რომ პარლამენტმა კოალიციის მიერ წარდგენილ ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირა. “არსებობს საკონსტიტუციო პრაქტიკა, რომლის თანახმადაც, კოალიციური მთავრობა უნდა გადადგეს, როდესაც ერთი პარტია მას […]

“არ მინდა, რომ მხოლოდ აცრილებისთვის ვითამაშო” – ბერძენმა მსახიობმა თეატრი დატოვა

"არ მინდა, რომ მხოლოდ აცრილებისთვის ვითამაშო" - ბერძენმა მსახიობმა თეატრი დატოვა

არის სერვეტალის გადაწყვეტილებამ, რომ საბერძნეთის მთავრობის მიერ მიღებული ახალი ზომების გამო, სპექტაკლი დაეტოვებინა, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მან თეატრი იმიტომ დატოვა, რომ არ სურს, მხოლოდ ვაქცინირებულებისთვის ითამაშოს სცენაზე. მისმა კოლეგამ, ვლადიმიროს კირიაკიდიმ, სერვეტალის ნაბიჯს მიუღებელი და აბსოლუტურად არაპროფესიონალური უწოდა. “მიმაჩნია, რომ მისი წასვლა ძალიან არაპროფესიონალური გადაწყვეტილება იყო. ეს მიუღებელია. ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან საშიშ დროში და […]

გერმანიაში ახალი კოვიდ შეზღუდვები ამოქმედდა

გერმანია ახალი შეზღუდვებისთვის ემზადება

გერმანიაში, კორონავირუსის შემთხვევების შემცირების მიზნით, დღეიდან ახალი შემზღუდველი ზომები ამოქმედდა. ახალი ზომების თანახმად, მოქალაქეები ვალდებულები არიან, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სამუშაო ადგილებზე ვაქცინაციის, გამოჯანმრთელების ან კოვიდ ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინონ. მანამდე, ასეთი დოკუმენტის წარდგენა დახურულ სივრცეებში, მათ შორის ბარებში, რესტორნებსა და გასართობ ობიექტებში შესვლისას იყო აუცილებელი. ამასთან, მთავრობამ დამსაქმებლებს მოუწოდა, შესაძლებლობის შემთხვევაში, თანამშრომლებს სახლიდან […]

ისრაელში 5-11 წლის ბავშვების კოვიდზე ვაქცინირება დაიწყო

ისრაელში 5-11 წლის ბავშვების კოვიდზე ვაქცინირება დაიწყო

ისრაელში 5-11 წლის ასაკის ბავშვების კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაცია დაიწყო. ისრაელის 9.4-მილიონიანი მოსახლეობიდან 1.2 მილიონს აღნიშნული ასაკის ბავშვები შეადგენენ. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ნოემბრის სტატისტიკით ამ ასაკობრივ ჯგუფზე ინფიცირების შემთხვევების მესამედზე მეტი მოდის. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ისრაელში კორონავირუსით ინფიცირების 1.3 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 8.000-ზე მეტი ადამიანი. ისრაელის მოსახლეობის დაახლოებით 57% სრულად ვაქცინირებულია, რაც იმას ნიშნავს, […]

ბულგარეთში ავტობუსი დაიწვა – 45 ადამიანი დაიღუპა

ბულგარეთში ავტობუსი დაიწვა - 45 ადამიანი დაიღუპა

ბულგარეთის დასავლეთ ნაწილში, ავტომაგისტრალზე მოძრავ სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა, დაღუპულია მინიმუმ 45 ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან. ამასთან, 7 ადამიანი სხვადასხვა სახის დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამგზავრო ავტობუსს ჩრდილოეთ მაკედონიური სანომრე ნიშნები ჰქონდა და დაღუპულებისა და დაშავებულების უმეტესობა ჩრდილოეთ მაკედონიიდან არიან. იპნ

ავსტრიაში სრული ლოქდაუნი ამოქმედდა – სახლიდან მხოლოდ სამსახურში ან სურსათის მაღაზიაში გახვალთ

ავსტრიაში სრული ლოქდაუნი ამოქმედდა - სახლიდან მხოლოდ სამსახურში ან სურსათის მაღაზიაში გახვალთ

ავსტრიის მთელს ტერიტორიაზე დღეიდან სრული ლოქდაუნი ამოქმედდა. შეზღუდვების ფარგლებში, მოქალაქეებს შინ დარჩენა ევალებათ, გამონაკლისი შეეხება მხოლოდ მათ, ვინც სახლიდან სამსახურში, საკვების საყიდლად ან სავარჯიშოდ წასასვლელად გავა. ქვეყანაში დაიხურა რესტორნები, ბარები, საპარიკმახეროები და მაღაზიები, სადაც აუცილებელი საჭიროების პროდუქცია არ იყიდება. შეზღუდვები 12 დეკემბრამდე გაგრძელდება, თუმცა, ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სიტუაციის შეფასება 10 დღის შემდეგ მოხდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ […]

აშშ-ში 2 ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი კაილ რიტენჰაუზი ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს

აშშ-ში 2 ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი კაილ რიტენჰაუზი ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს

აშშ-ში ნაფიცმა მსაჯულებმა 2020 წლის აგვისტოში 2 ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი კაილ რიტენჰაუზი უდანაშაულოდ ცნეს. 2020 წელს უისკონსინის შტატის ქალაქ კენოშაში მასშტაბური საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა პოლიციელმა შავკანიანი მამაკაცი დაჭრა. დემონსტრაცია არეულობაში გადაიზარდა, რომლის დროსაც აქტივისტების ნაწილმა ქალაქის სასამართლოს შენობაში შეჭრა სცადა. კაილ რიტენჰაუზი, რომელიც მაშინ 17 წლის იყო, მოხალისეებს შეუერთდა, რათა ქალაქი […]

უკრაინის დაზვერვის შეფი კირილ ბუდანოვი – “რუსეთი ჩვენზე თავდასხმას იანვრის ბოლოს აპირებს”

უკრაინის დაზვერვის შეფი კირილ ბუდანოვი - "რუსეთი ჩვენზე თავდასხმას იანვრის ბოლოს აპირებს"

რუსეთმა უკრაინის საზღვართან 92 ათასზე მეტი სამხედრო განათავსა, რომელიც იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში შეტევისთვის ემზადება. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა Military Times -თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, თავდასხმა, როგორც ჩანს, მოიცავს ავიადარტყმებს, საარტილერიო და სატანკო შეტევებს შემდგომი სადესანტო დარტყმებით აღმოსავლეთში, ოდესაზე და მარიუპოლზე, ასევე მცირე შეჭრას ბელარუსის გავლით. ბუდანოვის თქმით, […]