ესპანეთში ომიკრონის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ესპანეთში ომიკრონის პირველი შემთხვევა დაფიქსირდაესპანეთში კორონავირუსის ახალი, „ომიკრონ“ შტამის პირველი შემთხვევა გამოვლინდა.

„მადრიდის გრეგორიო მარანიონას საავადმყოფოს მიკრობიოლოგიის სამსახური იუწყება, რომ ესპანეთში კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. საუბარია მამაკაცზე, რომელმაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში იმოგზაურა“, – ნათქვამია „ტვიტერით“ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საავადმყოფოში აღნიშნეს, რომ პაციენტი თავს კარგად გრძნობს.

პირველი შემთხვევის შესახებ იუწყებიან შვედეთშიც.

ჯანდაცვის სამმართველოში განაცხადეს, რომ შტამი დაუფიქსირდა მოგზაურს, რომელიც ცოტა ხნის წინ აფრიკის სამხრეთში იმყოფებოდა. აღნიშნული პირი სკონეს რეგიონში ცხოვრობს.

იპნ