აზერბაიჯანში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა – 14 ადამიანი დაიღუპა

აზერბაიჯანში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა - 14 ადამიანი დაიღუპააზერბაიჯანში, საწვრთნელი ფრენის დროს სასაზღვრო სამსახურის ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც დაიღუპა 14 და დაშავდა 2 ადამიანი, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„ჩვენი ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა გარეჰეიბათის საავიაციო პოლიგონზე სავარჯიშო ფრენების შესრულებისას”, – განაცხადა სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსის მოადგილემ ილჰამ მეჰდიევმა.

კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.