კატეგორია: მსოფლიო

ალეკ ბოლდუინმა ოპერატორი ქალი მოკლა

ალეკ ბოლდუინმა ოპერატორი ქალი მოკლა

ჰოლივუდის მსახიობმა და რეჟისორმა ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც ოპერატორი ქალი გარდაიცვალა, ფილმის რეჟისორი კი დაიჭრა. მედიის ინფორმაციით, მსახიობმა გასროლა განახორციელა პისტოლეტიდან, რომელიც ფუჭი ვაზნებით უნდა ყოფილიყო დატენილი. ინციდენტი ნიუ-მექსიკოს შტატში ვესტერნის ჟანრის ფილმის გადაღებისას მოხდა. მედიის ინფორმაციით, 68 წლის ბოლდუინი ადგილობრივი შერიფის ოფისთან თვალცრემლიანი შენიშნეს. დაღუპული ოპერატორი 42 წლის ჰალინა […]

დამასკოში ავტობუსი ააფეთქეს – 13 სამხედრო დაიღუპა

დამასკოში ავტობუსი ააფეთქეს - 13 სამხედრო დაიღუპა

სირიის დედაქალაქ დამასკოში სამხედრო ავტობუსზე მომხდარი თავდასხმის შედეგად სულ მცირე 13 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, 3 კი- დაშავდა, – ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ აფეთქდა, როდესაც ავტობუსი ჰაფეზ ასადის ხიდზე მოძრაობდა. გაეროს მონაცემებით, სირიაში 10 წლის წინ დაწყებულ სამოქალაქო ომს სულ მცირე 350 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. იპნ

საბერძნეთის კუნძულ კარპატოსთან მიწისძვრა მოხდა

არგენტინაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთის კუნძულ კარპატოსთან 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, – ინფორმაციას მედია საშუალებები აშშ-ის გეოლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ. მათივე ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ხმელთაშუა ზღვის მთელს აღმოსავლეთ რეგიონში, მათ შორის ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში, ასევე თურქეთში და საბერძნეთის რამდენიმე კუნძულზე. ბიძგები დაფიქსირდა კვიპროსში, ლიბანში, ისრაელსა და პალესტინაშიც. საბერძნეთის გეოდინამიკის ინსტიტუტის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი 58 კილომეტრის სიღრმეზე კარპატოსიდან ჩრდილო […]

ლატვია სკოლებს და მაღაზიებს ხურავს და კომენდანტის საათს აწესებს

ლატვია სკოლებს და მაღაზიებს ხურავს და კომენდანტის საათს აწესებს

ლატვიამ, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების შესამცირებლად 21 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე „ლოქდაუნი“ გამოაცხადა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პერიოდში დაიხურება სკოლები, მაღაზიები, რესტორნები და გასართობი დაწესებულებები. საღამოს 8 საათიდან დილის 5 საათამდე კი ე.წ. „კომენდანტის საათი“ იმოქმედებს. არადისტანციურ რეჟიმში მხოლოდ აუცილებელი საწარმოო, სამშენებლო და კრიტიკულად მნიშვნელოვან სფეროებში დასაქმებულები განაგრძობენ მუშაობას. ლატვიის პრემიერ-მინისტრმა კრისიანის კარინსმა განაცხადა, რომ […]

ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი კორონავირუსით გარდაიცვალა

ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი კორონავირუსით გარდაიცვალა

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და გაერთიანებული შტაბების ყოფილი უფროსი, კოლინ პაუელი, დღეს, დილით, Covid-19-ით გამოწვეული გართულებებით 84 წლის გარდაიცვალა. განცხადება პაუელის გარდაცვალების შესახებ მისმა ოჯახმა Facebook-ზე გაავრცელა. “გენერალი კოლინ პაუელი, აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი და გაერთიანებული შტაბების ყოფილი უფროსი, დღეს დილით Covid-19-ით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა. ის სრულად იყო აცრილი. ჩვენ გვსურს მადლობა გადავუხადოთ უოლტერ რიდის […]

მიწისძვრა ბალიზე – 3 ადამიანი დაიღუპა, 7 დაშავდა

მიწისძვრა ბალიზე - 3 ადამიანი დაიღუპა, 7 დაშავდა

ბალიზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა. თითქმის 5 ბალიან მიწისძვრას რამდენიმე განმეორებითი ბიძგი მოჰყვა. მომხდარის შედეგად სამი სოფელი გარე სამყაროს მოწყდა, დაინგრა სახლები და დაზიანდა ინფრასტრუქტურა. რუსთავი 2

იწყება თუ არა ურთიერთობის ესკალაცია 45 სახელმწიფოსა და რუსეთს შორის?

იწყება თუ არა ურთიერთობის ესკალაცია 45 სახელმწიფოსა და რუსეთს შორის?

 ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) 45 წევრმა-სახელმწიფომ, რუსეთს მიმართვა გაუგზავნა, რომელშიც 10 დღის ვადაში კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემა იყო მოთხოვნილი. კითხვები მხოლოდ ერთადერთ საკითხს, რუსი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მოწამლვას ეხებოდა. შესაბამისი დოკუმენტი ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი, ავტორიტეტული და სერიოზული ორგანიზაცია ეკითხება რუსეთის ფედერაციას: „რა მოიმოქმედეთ აქამდე ნავალნის მოწამვლის […]

ტაივანში კორპუსში გაჩენილმა ხანძარმა 46 ადამიანი იმსხვერპლა

ტაივანში კორპუსში გაჩენილმა ხანძარმა 46 ადამიანი იმსხვერპლა

დღეს დილას ტაივანის ქალაქ კაოჰსიუნგიში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 46 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 40-ზე მეტი ადამიანი. სამართალდამცავები ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიებას აწარმოებენ. შენობა დაახლოებით 40 წლის წინაა აშენებული.  იპნ

ნორვეგიაში მამაკაცმა მშვილდ-ისრით რამდენიმე კაცი მოკლა

ნორვეგიაში მამაკაცმა მშვილდ-ისრით რამდენიმე კაცი მოკლა

ნორვეგიაში რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა, მას შემდეგ, რაც მამაკაცმა მშვილდი და ისარი გამოიყენა მათზე თავდასხმისთვის. პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტი დედაქალაქ ოსლოს სამხრეთ-დასავლეთით, ადგილობრივი დროით 18:30 საათზე მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დააკავეს და, როგორც ჩანს, ის მარტო მოქმედებდა. მედიის ცნობით, თავდამსხმელმა მომხდარის შემდეგ ასევე ცეცხლი გახსნა ერთ-ერთ სუპერმარკეტშიც. პოლიცია აცხადებს, რომ ჯერჯერობით მსხვერპლის რაოდენობა უცნობია. […]

კუნძულ კრეტაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

კუნძულ კრეტაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 6.4 მაგნიტუდა შეადგინა. მისი ეპიცენტრი კუნძულის აღმოსავლეთით დაფიქსირდა. მიწისძვრას რამდენიმე ბიძგიც მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე შენობა დაზიანდა, თუმცა არავინ დაღუპულა ან დაშავებულა. ინფორმაციისთვის, კუნძულ კრეტაზე გასულ თვეში 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. იპნ