კუნძულ კრეტაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

კუნძულ კრეტაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდასაბერძნეთის კუნძულ კრეტაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 6.4 მაგნიტუდა შეადგინა. მისი ეპიცენტრი კუნძულის აღმოსავლეთით დაფიქსირდა. მიწისძვრას რამდენიმე ბიძგიც მოჰყვა.

არსებული ინფორმაციით, რამდენიმე შენობა დაზიანდა, თუმცა არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.

ინფორმაციისთვის, კუნძულ კრეტაზე გასულ თვეში 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იპნ