მიწისძვრა პაკისტანში – 20 ადამიანი დაიღუპა

მიწისძვრა პაკისტანში - 20 ადამიანი დაიღუპაპაკისტანში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა. 6 მაგნიტუდამდე სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგებს მასშტაბური ნგრევა მოჰყვა. დაიღუპა 20 და დაშავდა 150-ზე მეტი ადამიანი. გარდაცვლილებს შორის არიან ბავშვები.

პაკისტანის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ შესაძლოა, დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს. სტიქიის ზონაში მაშველები მუშაობენ.

რუსთავი 2