ფეისბუქის გათიშვამ ცუკერბერგს 6.6 მილიარდი დოლარი დააკარგვინა

ფეისბუქის გათიშვამ ცუკერბერგს 6.6 მილიარდი დოლარი დააკარგვინაფეისბუქი, ინსტაგრამი და ვოთსაპი რამდენიმე საათია პარალიზებულია.

“ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთ ადამიანს უჭირს ჩვენს აპებსა და პროდუქტებზე წვდომა. ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნდეთ ნორმალურ მდგომარეობას და ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის,” – წერს ფეისბუქი.

ფეისბუქის მფლობელის, მარკ ცუკერბეგის შემოსავალი 6.6 მილიარდი დოლარით შემცირდა.

ფეისბუქის პარალიზება 2008 წლის შემდეგ ყველაზე დიდი პრობლემაა, რომელიც ფეისბუქშ შეექმნა. 2008 წელს ფეისბუქი 1 დღე-ღამის განმავლობაში იყო გათიშული.