ბუნდესტაგში არჩევნებამდე სამი კვირით ადრე, გერმანიამ რუსეთი ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნასა და არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა. ბერლინში მიაჩნიათ, რომ კრემლის მიერ მართული რუსი ჰაკერები დეპუტატების პერსონალური მონაცემების მიღებას ცდილობდნენ. უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნები გერმანიაში 26 სექტემბერს გაიმართება. გამარჯვებული პარტიის კანდიდატი, კანცლერის პოსტს დაიკავებს. „რუსეთიდან ინიცირებული შეტევები შესაძლოა იყოს კიდევ უფრო გლობალური ოპერაციებისთვის მზადების ნაწილი, როგორც ეს არის […]
კატეგორია: მსოფლიო
თალიბანმა ქალებს სპორტი აუკრძალა
დაჯგუფება თალიბანმა ავღანეთში ქალებს სპორტით დაკავება აუკრძალა. აღნიშნული ინფორმაცია დაჯგუფების კულტურის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე აჰმადულაჰ ვასიქმა გაავრცელა. „კრიკეტი და სხვა სპორტული თამაშები არ განიხილება როგორც ქალებისთვის აუცილებელი რამ. სპორტის რიგ სახეობებში ქალებს საკუთარი სხეულისა და სახის დაფარვა არ შეეძლებათ. მედიის ერაში, მათ ფოტოებსა და ვიდეოებს გადაუღებენ, რისი ნახვაც შემდეგ ხალხს შეეძლება. ისლამი კი ქალებს ამის […]
რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრი დაიღუპა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელი ევგენი ზინიჩევი წვრთნების დროს დაიღუპა. „ვწუხვართ იმის გამო, რომ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელი, ევგენი ზინიჩევი ტრაგიკულად დაიღუპა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისას, როდესაც ის ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას ნორილსკში, სადაც უწყებათაშორისო წვრთნებში მონაწილეობდა”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. ევგენი ზინიჩევი საგანგებო სიტუაციების მინისტრად 2018 წლის მაისში დაინიშნა. იპნ
მექსიკაში მიწისძვრა მოხდა
ისრაელმა ღაზას სექტორში ჰამასის ობიექტები დაბომბა
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორზე ავიაიერიში მიიტანა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ დარტყმა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული ხანძრის გამჩენი ბუშტების საპასუხოდ განახორციელეს. მათივე მტკიცებით, ისრაელის სამხედროების სამიზნე ხან იუნისში მდებარე „ჰამასის“ რაკეტების წარმოების ობიექტი და სასწავლო ბანაკი იყო. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ავიაიერიშამდე ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიისკენ ცეცხლგამჩენი […]
გვინეის პრეზიდენტი სამხედროებმა დააკავეს
გვინეაში ქვეყნის პრეზიდენტი ალფა კონდე სამხედროებმა დააკავეს. სპეცდანიშნულების რაზმსა და მის მეთაურს მამადი დუმბუიას აყვანილი ჰყავს ქვეყნის სხვა მაღაჩინოსნებიც. გვინეაში დედაქალაქ კონაკრისკენ საავტომობილო მიმართულება ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით სამხედროებს აქვთ გადაკეტილი. თუმცა, ამ დროისთვის უცნობია, რა არის ამის მიზეზი. დღეს დილით, კონაკრის სამთავრობო კვარტალში ინტენსიური სროლის ხმა ისმოდა. ქალაქის ქუჩებში მრავლად არიან სამხედროები.
დრაგი – “იტალიაში ვაქცინაცია შეიძლება სავალდებულო გახდეს”
იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ დაუშვა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო შეიძლება გახდეს. მარიო დრაგის თქმით, როგორც კი ევროპის წამლის სააგენტო (EMA) ვაქცინებს სრულად დაამტკიცებს, ვაქცინაცია იტალიელებისთვის სავალდებულო შეიძლება გახდეს. „ვალდებულება ამოქმედდება მაშინ, როდესაც ვაქცინა ევროპის წამლის სააგენტოსა და ეროვნული მარეგულირებლის მიერ გამოცხადებული იქნება არა როგორც გადაუდებელი გამოყენებისთვის განკუთვნილი, არამედ როგორც ჩვეულებრივი პრეპარატი“, – აღნიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრმა. […]
თურქეთში 6 სექტემბრიდან ახალი შეზღუდვები წესდება
თურქეთში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს. „თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 6 სექტემბრიდან, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით წესდება ახალი შეზღუდვები: საქალაქთაშორისო მგზავრობისას, მათ შორის თვითმფრინავით, ავტობუსით, მატარებლით ან სხვა ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას, მოქალაქე ვალდებულია აპლიკაციის „Hayat Evev Sığar -HES kodu“ საშუალებით წარადგინოს სრული […]
ავღანეთის ახალ მთავრობას მულა ბარადარი ჩაუდგება სათავეში
ავღანეთის ახალ მთავრობას თალიბანის თანადამფუძნებელი მულა ბარადარი უხელმძღვანელებს. ახალ მთავრობაში, რომლის შემადგენლობაც, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი, თალიბანის თანადამფუძნებლის, მულა ომარის ვაჟი მულა მუჰამედ იაყუბი და შერ მუჰამედ აბას სტანექზაც იქნებიან წარმოდგენილი. ”ყველა უმაღლესი ლიდერი ჩავიდა ქაბულში, სადაც ახალი მთავრობის გამოცხადებისთვის მზადება ბოლო ეტაპზეა”, – აღნიშნა თალიბების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, რომელმაც ანონიმურობის დაცვა ითხოვა. თალიბანის უზენაესი რელიგიური […]
ალარ კარისი ესტონეთის პრეზიდენტი გახდა
ესტონეთის პარლამენტმა მეორე მცდელობის შედეგად, ალარ კარისი ქვეყნის პრეზიდენტად აირჩია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. კარისის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 72-მა პარლამენტარმა. მის ასარჩევად 68 ხმაც საკმარისი იყო. კარისი საპრეზიდენტო პოსტზე ერთადერთი კანდიდატურა იყო, რომელიც რეფორმებისა და ცენტრისტული პარტიების კოალიციამ წამოაყენა. 30 აგვისტოს გამართული კენჭისყრისას, მას 5 ხმა არ ეყო. ალარ კარისი 63 წლისაა, განათლებით ბიოლოგი. […]










