ისრაელმა ღაზას სექტორში ჰამასის ობიექტები დაბომბა

ისრაელმა ღაზას სექტორში ჰამასის ობიექტები დაბომბაისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორზე ავიაიერიში მიიტანა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ დარტყმა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული ხანძრის გამჩენი ბუშტების საპასუხოდ განახორციელეს.

მათივე მტკიცებით, ისრაელის სამხედროების სამიზნე ხან იუნისში მდებარე „ჰამასის“ რაკეტების წარმოების ობიექტი და სასწავლო ბანაკი იყო.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, ავიაიერიშამდე ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიისკენ ცეცხლგამჩენი ბუშტები გაუშვეს, რამაც ხანძრის სამი კერა გამოიწვია, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა მისი ლიკვიდაცია და მნიშვნელოვანი ზიანის თავიდან აცილება შეძლეს.

იპნ