საბერძნეთმა თურქეთის საზღვარზე 40 კმ-იანი ბარიერი აღმართა

საბერძნეთმა თურქეთის საზღვარზე 40 კმ-იანი ბარიერი აღმართასაბერძნეთმა, ავღანეთიდან მიგრანტების ზრდის ფონზე, თურქეთთან საზღვარზე 40-კილომენტრიანი ბარიერი აღმართა და სათვალთვალო სისტემა დამონტაჟა.

„ჩვენ არ შეგვიძლია პასიურად დაველოდოთ შესაძლო შედეგს. ჩვენი საზღვრები დაურღვეველი დარჩება”, – განაცხადა საბერძნეთის მოქალაქეთა დაცვის მინისტრმა მიხალის ხრისოხოიდისმა.

მანამდე თურქეთმა ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, ავღანელ მიგრანტებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა აიღონ.

საბერძნეთის პრემიერ -მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისთან სატელეფონო საუბრისას თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ავღანეთიდან წასული ადამიანების მკვეთრი ზრდა შეიძლება „სერიოზულ გამოწვევად იქცეს ყველასთვის”.

„მიგრაციის ახალი ტალღა გარდაუვალია, თუკი აუცილებელი ზომები არ მიიღება ავღანეთსა და ირანში”, – განაცხადა ერდოღანმა.