ისრაელში დღეიდან, კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ძალაში შევიდა დამატებითი შეზღუდვები, რომელთა თანახმადაც, პირბადის ტარება სავალდებულო გახდა 100-ზე მეტი ადამიანის თავშეყრის ადგილებზე, მათ შორის ღია სივრცეში. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის სამთავრობო კომისიამ დაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო მიიღო. მთავრობის გადაწყვეტილებით, 20 აგვისტოდან დაწესებულებებში და ღონისძიებებზე, იმის მიუხედავად, რამდენი ადამიანი შეიკრიბება, […]
კატეგორია: მსოფლიო
საბერძნეთში სახანძრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
ბერძნული მედიის ინფორმაციით, ზაკინთოს წყლებში სახანძრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ირკვევა, რომ თვითმფრინავს დაუფიქსირდა დაზიანება, რაც პილოტმა შენიშნა და დაჯდომის პროცესი დაიწყო, ვინაიდან ფრენას ვერ გააგრძელებდა. წინასწარი ცნობებით, მან ვერ მოასწრო და თვითმფრინავი ჩამოვარდა. პილოტი გადარჩა და არ აღენიშნება დაზიანებები, ვინაიდან ხომალდი ხეებზე დაეცა. გეორგიანს გრ
ბერძენმა ჟურნალისტმა გადაცემა შეწყვიტა და მეხანძრეების დასახმარებლად წავიდა
ბერძენი ჟურნალისტის, გეორგია გარანძიოტის ქმედება ნამდვილად სამაგალითოა. მდგომარეობა, რომელიც ამჟამად საბერძნეთში ფიქსირდება, აერთიანებს ყველა ადამიანს, განურჩევლად პროფესიისა და სოციალური სტატუსისა. გეორგიას მიჰყავდა რეპორტაჟი ხანძრის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული წერტილიდან, სადაც გარკვეულ მომენტში მან მიკროფონი და გადაღება მიატოვა და მეხანძრეების დახმარებას შეუდგა. მაყურებელს ეს ყველაფერი შეუმჩნეველი არ დარჩენია და ახალგაზრდა ქალის საქციელს გმირობაც კი უწოდეს. გეორგიანს გრ
თურქეთში ავტობუსი ამობრუნდა – 14 ადამიანი დაიღუპა
თურქეთის დასავლეთით, ქალაქ ბალიქესირის რაიონში სამგზავრო ავტობუსი ამობრუნდა. ავარიის შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, 11 მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, 3 კი – საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. ბოლო ორი დღის განმავლობაში თურქეთში სამგზავრო ავტობუსის ეს უკვე მეორე მასშტაბური ავარიაა. შაბათს თურქეთის პროვინცია მანისაში მომხარ ავარიას 9 ადამიანი ემსხვერპლა და 30 დაშავდა. ტვ პირველი
“ცოცხლად დავიწვებით, დროზე თუ არ გავასწარით” – რა ხდება საბერძნეთში
ტრაგიკულ კადრებს საბერძნეთში ბოლო არ უჩანს. როცა მოსახლეობას ჰგონია, რომ გარკვეულ ტერიტორიაზე ხანძარი ჩაწყნარდა, სწორედ მაშინ ხდება ცეცხლის გაღვივება და აფეთქება, რაც შემდეგ იწვევს ალის გავრცელებას, თანაც ძალიან სწრაფად. ევიაში მდგომარეობა განსაკურებით კრიტიკულია. მოსახლეობა ცარიელი ხელებით გარბის და უკან ტოვებს სახლებს, ქონებას, რომელთა ასაშენებლად და მოსაპოვებლად მთელი ცხოვრება შრომობდნენ. ისინი უკიდურესად სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არიან და […]
თურქეთში სამგზავრო ავტობუსი სატვირთოს დაეჯახა – დაიღუპა 6, დაშავდა 37 ადამიანი
ისრაელმა ლიბანს დაარტყა
ისრაელის მოიერიშე თვითმფრინავებმა მეზობელი ლიბანის ტერიტორიაზე ავიაიერიში განახორციელეს. ისრაელის საჰაერო ძალების ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით ზედიზედ ორი დღის განმავლობაში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად მიიღეს. „მოიერიშე თვითმფრინავებმა იერიში მიიტანეს რაკეტების გაშვების ადგილებსა და ინფრასტრუქტურაზე, რომელსაც ტერორისთვის გამოიყენებენ,“ – აცხადებენ ისრაელის საჰაერო ძალებში. ლიბანის პრეზიდენტი, მიშელ აუნის განცხადებით, ისრაელის თავდასხმა მისი ქვეყნის მიმართ “აგრესიული […]
აშშ-ში მხოლოდ ორჯერადად აცრილ ვიზიტორებს შეუშვებენ
ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყანაში მხოლოდ ორჯერადად აცრილ ვიზიტორებს შეუშვებს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შესაბამის სააგენტოებს უცხოელი ვიზიტორებისთვის ქვეყნის ეტაპობრივი გახსნა დაავალა. კოვიდ 19-თან დაკავშირებით არსებული რეგულაციები საერთაშორისო მოგზაურების უმეტესობას ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლას უზღუდავს. საერთაშორისო ვიზიტორებზე დაწესებული შეზღუდვები პირველ ეტაპზე 2020 წლის იანვარში ჩინეთს დაუწესდა. გაფართოვების შემდეგ კი შეზღუდვები გავრცელდა სხვა ქვეყნის […]
ლიბანმა ისრაელს 3 რაკეტა ესროლა
იტალიაში ძლიერ ხანძარს ებრძვიან
ძლიერ ხანძარს ებრძვიან იტალიაში – სტიქიის ზონიდან ათასზე მეტი ადგილობრივის და ტურისტის ევაკუაცია განხორციელდა. სტიქიის შედეგად განადგურებულია სახლები, ფერმები და სოფლები. დაიხოცნენ შინაური ცხოველები. სიცილიის ხელისუფლება მასშტაბურ ხანძარს უპრეცენდენტოს უწოდებს და სტიქიის ზონებში საგანგებო მდგომარეობას აცხადებს. იტალიას ხანძართან გასამკლავებლად დახმარება საფრანგეთმა და საბერძნეთმა გაუგზავნა. რუსთავი 2










