“ცოცხლად დავიწვებით, დროზე თუ არ გავასწარით” – რა ხდება საბერძნეთში

"ცოცხლად დავიწვებით, დროზე თუ არ გავასწარით" - რა ხდება საბერძნეთშიტრაგიკულ კადრებს საბერძნეთში ბოლო არ უჩანს. როცა მოსახლეობას ჰგონია, რომ გარკვეულ ტერიტორიაზე ხანძარი ჩაწყნარდა, სწორედ მაშინ ხდება ცეცხლის გაღვივება და აფეთქება, რაც შემდეგ იწვევს ალის გავრცელებას, თანაც ძალიან სწრაფად.

ევიაში მდგომარეობა განსაკურებით კრიტიკულია. მოსახლეობა ცარიელი ხელებით გარბის და უკან ტოვებს სახლებს, ქონებას, რომელთა ასაშენებლად და მოსაპოვებლად მთელი ცხოვრება შრომობდნენ. ისინი უკიდურესად სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არიან და ამბობენ, რომ თუ დროზე არ გაასწრებენ ცეცხლს, ფაქტობრივად, ცოცხლად დაიწვებიან.

ისტიეას ტერიტორიაზე ხალხი შველას ითხოვს, რადგან მომწყვდეულები არიან და თუკი სწრაფად არ მოხდება მათი გაყვანა, კატასტროფის წინაშე დადგებიან.

ადგილზე მუშაობს 5-6 სახანძრო ვერტმფრენი და თვითმფრინავი, იმედოვნებენ, რომ მოხდება ცეცხლის კონტროლის არეში მოქცევა.

ამ დროისთვის არსებული ცნობებით, ევიაში ჭერის გარეშე მინიმუმ 300 ოჯახია დარჩენილი.

გეორგიანს გრ