იტალიაში ძლიერ ხანძარს ებრძვიან

იტალიაში ძლიერ ხანძარს ებრძვიანძლიერ ხანძარს ებრძვიან იტალიაში – სტიქიის ზონიდან ათასზე მეტი ადგილობრივის და ტურისტის ევაკუაცია განხორციელდა.

სტიქიის შედეგად განადგურებულია სახლები, ფერმები და სოფლები. დაიხოცნენ შინაური ცხოველები.

სიცილიის ხელისუფლება მასშტაბურ ხანძარს უპრეცენდენტოს უწოდებს და სტიქიის ზონებში საგანგებო მდგომარეობას აცხადებს.

იტალიას ხანძართან გასამკლავებლად დახმარება საფრანგეთმა და საბერძნეთმა გაუგზავნა.

რუსთავი 2