იტალიის სამხრეთ რეგიონ კალაბრიას ხელისუფლება 3 წლის განმავლობაში 28.000 ევროს შესთავაზებს იმ ადამიანებს, ვინც ადგილობრივ სოფლებში დასახლდება. ამით კალაბრიას ხელისუფლებას მოსახლეობის მრავალწლიანი გადინების შეჩერება სურს. სამოსახლოს ასარჩევად წარმოდგენილია კალაბრიას ზღვის სანაპიროსა და მთის კალთებზე განლაგებული რამდენიმე სოფელი, სადაც, დაახლოებით, 2 ათასი მცხოვრებია დარჩენილი. თანხის მისაღებად ახალმა მისახლემ უნდა აიღოს ვალდებულება მცირე ბიზნესის ნულიდან წამოწყებაზე, ან […]
კატეგორია: მსოფლიო
აშშ-ში ერთმანეთს 20 მანქანა შეეჯახა – 7 ადამიანი დაიღუპა
აშშ-ის იუტას შტატში მასობრივი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც ერთმანეთს 20 ავტომობილი შეეჯახა. ინციდენტს 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რამდენიმე დაშავებული კი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაზარალებულთა ტრანსპორტირებისთვის საჰაერო და სახმელეთო სასწრაფო დახმარების მანქანები გამოიყენეს. ადგილობრივი პატრულის ინფორმაციით, მასობრივი შეჯახება ძლიერი ქარების პერიოდში მოხდა, რომელმაც ე.წ. ქვიშის ქარიშხალი გამოიწვია და ხილვადობა შეამცირა. იპნ
რატომ აშინებს პუტინს უკრაინის ძირძველი ხალხების შესახებ კანონი
უკრაინამ ძირძველი ხალხების შესახებ კანონი მიიღო, რომლის ძირითად მოთხოვნებსა და კრიტერიუმებს ყირიმელი თათრები, მცირერიცხოვანი ყირიმელი კაიმარები და ყირიმელები აკმაყოფილებენ. რუსეთის პრეზიდენტი ამან აღაშფოთა და უკრაინა ნაციზმში დაადანაშაულა. პუტინის თქმით, რუსები უკრაინის ძირძველი ხალხია და მათი კანონის სფეროდან დისტანცირება დანაშაულია. პუტინის ნარატივს იმეორებს რუსული სახელმწიფო მედიაც. რუსეთის პრეზიდენტი ყირიმელებზე აპელირებს, რომლებიც მისი თქმით რუსეთს თავიანთი ტერიტორიით […]
საფრანგეთის პარლამენტმა ექიმების სავალდებულო ვაქცინაციას მხარი დაუჭირა
საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატამ პანდემიასთან ბრძოლის მიზნით რეგულაციების გამკაცრების შესახებ ქვეყნის მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. მედიის ინფორმაციით, კანონპროექტს მხარი 199-მა სენატორმა დაუჭირა, 123 კი წინააღმდეგ წავიდა. ახალი რეგულაციების მიხედვით, სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ისინი ანაზღაურებას ვერ მიიღებენ. ამას გარდა, რესტორანში, კინოთეატრებში, თეატრებსა და მუზეუმებში შესვლისათვის ადგილობრივებს ვაქცინაციის დამადასტურებელი ე.წ. […]
აგვისტოდან საფრანგეთში კოვიდპასპორტის გარეშე არსად შეგიშვებენ – ქვეყანაში მასობრივი პროტესტი დაიწყო
საფრანგეთში ჯანდაცვის სფეროში მომუშავეთა სავალდებულო ვაქცინაცია და რეგულაციების დაწესება ათასობით ადამიანმა გააპროტესტა. მასშტაბური აქციები პარიზში, მარსელში, მონპელიეში, ნანტსა და ტულუზაში გაიმართა, სადაც, საერთო ჯამში 160. 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. „შეწყვიტეთ დიქტატორობა“ – აცხადებდნენ დემონსტრანტები, რომლებიც იმ ადამიანებისთვის შეზღუდვების დაწესებას აპროტესტებდნენ, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას არ გაიკეთებენ. პარიზში პოლიციასა და აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა, რის გამოც […]
ხანძარი ესპანეთში – გადაკეტილია გზები
ხანძარია ესპანეთში. უელვას რეგიონში 400 ჰექტარი დაიწვა. სტიქიას ასობით მეხანძრე ებრძვის. შემთხვევის ადგილზე გადაკეტილია გზები. მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით ძლიერმა ხანძარმა შესაძლოა უელვას ეკოლოგიაზე გავლენა იქონიოს. ჯერჯერობით, უცნობია, თუ რა გახდა ხანძრის მიზეზი, მიმდინარეობს გამოძიება. რუსთავი 2
როგორ მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები
2014 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები დაარღვია და ქვეყნის ტერიტორიები მიიტაცა, ევროკავშირმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს მიმართა. სანქციები რამდენიმე ტიპის არსებობს – ფინანსური, ინდივიდუალური, ვიზასთან ან ეკონომიკის კონკრეტულ სფეროებთან დაკავშირებული და ასე შემდეგ. რუსეთის ხელისუფლება ხშირად იტყუება, რომ სანქციები არ მუშაობს და ეს ევროპის მხრიდან ფუჭი ძალისხმევაა. სინამდვილეში, სანქციები ძალიან კარგად მუშაობს და […]
ისრაელიდან საქართველოში შესვლა მალე აიკრძალება
საქართველოში ისრაელის საელჩოს ინფორმაციით, 30 ივლისიდან საქართველო “წითელი” ქვეყნების სიაში შედის, სადაც ისრაელელი ვიზიტორებისთვის გამგზავრება ნებადართული აღარ იქნება. საელჩოს ინფორმაციით, გადაწყვეტილების გადახედვა ყოველკვირეულად მოხდება. „ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 30 ივლისიდან საქართველო შედის “წითელი” ქვეყნების სიაში, სადაც ისრაელელი ვიზიტორებისთვის გამგზავრება ნებადართული აღარ იქნება (გამონაკლისი შემთხვევების გარდა). აღნიშნული სტატუსის გადახედვა მოხდება ყოველკვირეულად და საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში, შესაბამისი […]
იტალიაში მწვანე ბარათების გარეშე ვერსად ვერ შეხვალთ
იტალიაში, 5 აგვისტოდან სტადიონებზე, მუზეუმებში, თეატრები, კინოთეატრებში, საგამოფენო ცენტრებსა და სპორტდარბაზებში შესვლა მხოლოდ „მწვანე საშვის“ წარდგენის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. მედიის ინფორმაციით, დოკუმენტი ასევე საჭირო იქნება დახურული ტიპის რესტორნებში მომსახურების მისაღებად. „მწვანე საშვი“ გაიცემა ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან 14 დღის შემდეგ და 9 თვის განმავლობაში იქნება ძალაში, ის ხელმისაწვდომი იქნება იმ პირებისთვისაც, რომლებმაც ბოლო 48 საათის განმავლობაში […]
საფრანგეთში კოვიდ 19-ის 150%-იანი ზრდა დაფიქსირდა – “ეს არასდროს მოგვსვლია”
საფრანგეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 18.000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – „ევრონისუსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივერ ვერანმა განაცხადა. „მხოლოდ 24 საათის განმავლობაში დაინფიცირების 18.000 შემთხვევა გამოვლინდა, როდესაც ერთი კვირის წინ 7.000-ზე ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა. ეს ნიშნავს, რომ წინა კვირასთან შედარებით ვირუსის გავრცელების 150% -იანი ზრდა გვაქვს, ეს არასდროს მოგვსვლია, არც კოვიდის თავდაპირველად […]










