აშშ-ში ერთმანეთს 20 მანქანა შეეჯახა – 7 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში ერთმანეთს 20 მანქანა შეეჯახა - 7 ადამიანი დაიღუპააშშ-ის იუტას შტატში მასობრივი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც ერთმანეთს 20 ავტომობილი შეეჯახა.

ინციდენტს 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რამდენიმე დაშავებული კი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაზარალებულთა ტრანსპორტირებისთვის საჰაერო და სახმელეთო სასწრაფო დახმარების მანქანები გამოიყენეს.

ადგილობრივი პატრულის ინფორმაციით, მასობრივი შეჯახება ძლიერი ქარების პერიოდში მოხდა, რომელმაც ე.წ. ქვიშის ქარიშხალი გამოიწვია და ხილვადობა შეამცირა.

იპნ