კატეგორია: მსოფლიო

იტალიაში მწვანე ბარათების გარეშე ვერსად ვერ შეხვალთ

18 მაისიდან იტალიაში ბარები, რესტორნები და სილამაზის სალონები იხსნება

იტალიაში, 5 აგვისტოდან სტადიონებზე, მუზეუმებში, თეატრები, კინოთეატრებში, საგამოფენო ცენტრებსა და სპორტდარბაზებში შესვლა მხოლოდ „მწვანე საშვის“ წარდგენის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. მედიის ინფორმაციით, დოკუმენტი ასევე საჭირო იქნება დახურული ტიპის რესტორნებში მომსახურების მისაღებად. „მწვანე საშვი“ გაიცემა ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან 14 დღის შემდეგ და 9 თვის განმავლობაში იქნება ძალაში, ის ხელმისაწვდომი იქნება იმ პირებისთვისაც, რომლებმაც ბოლო 48 საათის განმავლობაში […]

საფრანგეთში კოვიდ 19-ის 150%-იანი ზრდა დაფიქსირდა – “ეს არასდროს მოგვსვლია”

საფრანგეთის 4 ქალაქში ბარები და რესტორნები იხურება

საფრანგეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 18.000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – „ევრონისუსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივერ ვერანმა განაცხადა. „მხოლოდ 24 საათის განმავლობაში დაინფიცირების 18.000 შემთხვევა გამოვლინდა, როდესაც ერთი კვირის წინ 7.000-ზე ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა. ეს ნიშნავს, რომ წინა კვირასთან შედარებით ვირუსის გავრცელების 150% -იანი ზრდა გვაქვს, ეს არასდროს მოგვსვლია, არც კოვიდის თავდაპირველად […]

ჯეფ ბეზოსი კოსმოსში გაფრინდა – “ეს საუკეთესო დღეა”

ჯეფ ბეზოსი კოსმოსში გაფრინდა - "ეს საუკეთესო დღეა"

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, კომპანების „ამაზონისა“ და „ბლუ ორიჯინის“ დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა კოსმოსში წარმატებით იმოგზაურა. “საუკეთესო დღე” – ასე შეაფასა მოგზაურობა მილიარდერმა ბეზოსმა დედამიწაზე დაშვების შემდეგ. მილიარდერი, მისი ძმა და კიდევ ორი ადამიანი სწორედ დღეს, რამდენიმე საათის წინ გაფრინდნენ რეისით ტეხასი-კოსმოსი-ტეხასი. ხომალდ „ბლუ ორიჯინის“ ერთი მონაწილის ვინაობა ამ დრომდე უცნობია. არსებული ინფორმაციით, ონლაინ აუქციონის დროს დაუდგენელმა პირმა […]

ტიხანოვსკაია ბლინკენს შეხვდა

ტიხანოვსკაია ბლინკენს შეხვდა

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც შტატებში გაიმართა, მხარეებმა ბელარუსში არსებული ვითარება და რეჟიმის მიერ ოპონენტების დევნა განიხილეს. ამასთან ერთად, ტიხანოვსკაიამ შტატებს ბელარუსის დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დახმარების გაძლიერებისკენ მოუწოდა.

რატომ აპიარებს პუტინის მედია ლევან ვასაძეს?

რატომ აპიარებს პუტინის მედია ლევან ვასაძეს?

ცოტა ხნის წინ, ქართველმა ულტრანაციონალისტმა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ახალი პოლიტიკური მოძრაობის „ერთობა, რაობა, იმედი“ საჯარო პრეზენტაცია გამართა. ქართული საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ვასაძეს რუსეთთან და პრეზიდენტ პუტინის ახლო გარემოცვასთან მჭიდრო კავშირები აქვს. ვასაძე ქსენოფობიური, ჰომოფობიური და ანტიდასავლური განცხადებებითაც ცნობილია. მის სახელს უკავშირდება რამდენიმე ჰომოფობიური აქციის ორგანიზება. ვასაძე საქართველოში კრემლის გავლენის აგენტს წარმოადგენს, რომელიც კონსერვატიულ რელიგიურ ღირებულებებს […]

მერკელი შოკშია – ქალაქი გერმანიაში სტიქიამდე და სტიქიის შემდეგ

მერკელი შოკშია - ქალაქი გერმანიაში სტიქიამდე და სტიქიის შემდეგ

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა წყალდიდობის შედეგად განადგურებული ქალაქები მოინახულა და განაცხადა, რომ ნანახისგან შოკირებულია. გერმანიასა და ბელგიაში სტიქიამ, სულ მცირე, 188 ადამიანი იმსხვერპლა. რეგიონში ჯერ კიდევ ძლიერი წვიმაა. მაშველებს ავსტრიიდან, ქალაქ ზალცბურგიდან მოსახლეობა სახლებიდან უსაფრთხო ადგილებზე გადაჰყავს – ქალაქის ქუჩებში მდინარეები მოდის. ევროპელი ლიდერები წყალდიდობის მიზეზად კლიმატის ცვლილებას ასახელებენ, სტიქიამ დააზარალა შვეიცარია, ლუქსემბურგი და ნიდერლანდებიც. […]

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრს კოვიდ 19 დაუდასტურდა – ბორის ჯონსონი თვითიზოლაციაში გადავიდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრს კოვიდ 19 დაუდასტურდა - ბორის ჯონსონი თვითიზოლაციაში გადავიდა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი თვითიზოლაციაში გადავიდა. ამის მიზეზი სამეფოს ჯანდაცვის მინისტრის საჯიდ ჯავადის კორონავირუსით დაინფიცირება გახდა, რომელთანაც ჯონსონს შეხვედრა 17 ივლისს ჰქონდა. მედიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი თავს კარგად გრძნობს და დაგეგმილ შეხვედრებს დისტანციურ რეჟიმში გამართავს. იქამდე კი რამდენიმე საათით ადრე ცნობილი გახდა, რომ გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრს, საჯიდ ჯავიდს კორონავირუსი დაუდასტურდა. „დღეს დილით კორონავირუსის PCR ტესტმა […]

ევროპაში წყალდიდობის შედეგად 180 ადამიანზე მეტია დაღუპული

ევროპაში წყალდიდობის შედეგად 180 ადამიანზე მეტია დაღუპული

ევროპაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 180-ს გადააჭარბა. სტიქიამ განსაკუთრებით გერმანია და ბელგია დააზარალა. მაშველები დაკარგულებს 24-საათიან რეჟიმში ეძებენ. BBC-ის ცნობით, დასავლეთ გერმანიაში წყალდიდობას სულ მცირე 156 ადამიანი ემსხვერპლა, დაკარგულად კი კიდევ ათობით პირი ითვლება. ბელგიაში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი კვლავ დაკარგულად ითვლება. სტიქიური უბედურება გერმანიისა და ბელგიის გარდა ავსტრიას, ნიდერლანდებსა […]

ბარსელონასა და ესპანეთის სხვა ქალაქებში კომენდანტის საათი ისევ დაწესდა

ბარსელონასა და ესპანეთის სხვა ქალაქებში კომენდანტის საათი ისევ დაწესდა

კატალონიის რეგიონალურმა მთავრობამ კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდის გამო სასამართლოებს მიმართა და იმ ტერიტორიებზე, სადაც შვიდდღიანი პერიოდის განმავლობაში ინფიცირების მაჩვენებელი ყოველ 100.000 მოსახლეზე 400-ს აღემატება, „კომენდატის საათის“ 01:00-დან 6:00 საათამდე დაწესების ნებართვა ითხოვა. რეგიონის უზენაესმა სასამართლომ მთავრობის თხოვნა დააკმაყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ღამის კომენდატის საათი“ 161 მუნიციპალიტეტში იმოქმედებს. „კომენდატის საათი“ მიმდინარე შაბათ-კვირას ამოქმედდება და […]

ისრაელისთვის საქართველო 23 ივლისიდან წითელი ქვეყანა გახდება

საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 23 ივლისიდან საქართველო კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით ე.წ. წითელი ქვეყნების სიას დაემატება. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა Times of Israel ავრცელებს. მისივე ცნობით, ამიერიდან ისრაელში ჩასულ ყველა მგზავრს, რომელიც აცრილია ან ვირუსისგან განიკურნა, 24 – საათიანი თვითიზოლაციის გავლა მოუწევს ისრაელში ჩასვლისას ან ეს დრო შემცირდება, თუკი კორონავირუსზე ტესტის უარყოფით პასუხს ადრე მიიღებენ. ამასთან, ისრაელის ჯანდაცვის […]