ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ ფეისბუქში დაწერა: “არ არის სიმართლე, რომ ხელისუფლებას არ ჰქონია კოვიდის მართვის პოლიტიკა – მას ჰქონდა პოლიტიკა და ეს პოლიტიკა გულისხმობდა: ა. საზოგადოების ჯანმრთელობის და მრავალი ადამიანის სიცოცხლის რისკის ხარჯზე ეკონომიკური ზრდის მიღწევას; ბ. კანონდამრღვევი მოქალაქეების წინასაარჩევნოდ გულის მოგებას პირბადეების ტარების ვალდებულების გაუქმებისა და ჯარიმების ჩამოწერის გზით; გ. აცრების პოპულარიზაციის აქტიური კამპანიის წარმოებაზე […]
კატეგორია: პოლიტიკა
რომან გოცირიძე – “ხელისუფლებას საქმე ისე მიჰყავს, რომ ქვეყანას ჩაკეტავს”
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ პანდემიის დაწყების პირველი დღიდან, დაწყებული იმ მკაცრი ჩაკეტვითა და დამთავრებული შეზღუდვების სრულიად გაუქმებით, ჩაიდინა დანაშაული: – ხელისუფლებამ შექმნა გულარხეინობის ატმოსფერო და აგერ ბათუმის ფეხბურთის სტადიონზე 20 ათასი კაცი იყო. მიუშვა ბოლომდე სიტუაცია და ახლა ხელისუფლების დანაშაულს საკუთარ თავზე იმკის ხალხი. სამარცხვინო ფაქტი […]
ლანჩხუთის მერობისთვის ლია მუხაშავრია იბრძოლებს
ლანჩხუთში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის საერთო კანდიდატი წარადგინეს. მერობისთვის პოლიტიკური გაერთიანება „ტრიბუნას” წევრი, უფლებადამცველი ლია მუხაშავრია იბრძოლებს. წარდგენას პარტიის ლიდერი დავით ჭიჭინაძე დაეწრო. „დღეს გვინდა ჩვენ ლანჩხუთელებს ოფიციალურად ვაუწყოთ, რომ მათ ჰყავთ ჩემი სახით მერობის კანდიდატი. 6 წელია ვცხოვრობ აქ და ძალიან მინდა ამ ქალაქს ოდნავ მაინც შეეტყოს განსხვავებული მართვის სტილი და პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილება, როდესაც […]
„გახარიას ამოცანა კოალიციურ მმართველობაში მოხვედრაა“ – ლევან ალაფიშვილი
კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გახარიას ყველაზე სწორი და უტყუარი ინფორმაცია აქვს, რა ხდება მმართველ პარტიაში, სახელისუფლებო ვერტიკალში, მათ შორის სპეცსამსახურებში, პოლიციაში. შესაბამისად, მას შიგნიდან აქვს ინფორმაცია ყველა დონეზე. იცის საკუთარი შესაძლებლობებიც. – მისი გათვლა არის შემდეგი: სახელმწიფოში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ მიიღებოდეს მის გარეშე ან მას ჰქონდეს გავლენის მოხდენის საშუალება. გახარიასთვის თვითმმართველობის […]
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი თანამდებობიდან გადააყენეს
რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ლევან ონიანს იმპიჩმენტი მოუწყეს და ის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადააყენეს. გადაწყვეტილება კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, საკრებულოს წევრებმა ცოტა ხნის წინ მიიღეს. ლევან ონიანის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი საკრებულოს 16 წევრმა დაუჭირა, ხოლო 2 წინააღმდეგ წავიდა, აქედან ერთ-ერთი თავად ონიანი იყო. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს, მათ სხდომათა დარბაზი ხმის […]
თამარ ჩერგოლეიშვილმა გიგი უგულავას უპრინციპო და ფლიდი უწოდა
გიგი უგულავას ფოთის მერობის კანდიდატად დაყენებას თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუქში ასე გამოეხმაურა: “ბადრი ესებუა ვერა, მაგრამ თინა ბოკუჩავა ჩაანაცვლა და ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა იქნება ფოთში. რელევანტურად დარჩენის სასოწარკვეთილი გზაა. ვწუხვარ, რომ მაინც და მაინც ეს ადამიანი განასახიერებს ყველაფერს, რის გამოც ნორმალურ, წესიერ ადამიანს, შეიძლება პოლიტიკა უპრინციპო და ფლიდი ადამიანების ბინძურ საქმედ მიაჩნდეს.”
“კალაძეს მხოლოდ გახარია მოუგებს, მელია წაგებულ თამაშს თამაშობს” – მამუკა გამყრელიძე
მამუკა გამყრელიძე “ახალ თაობათან” ინტერვიუში ამბობს, რომ გიორგი გახარია ცდილობს, პოზიტიური კამპანია აწარმოოს. – გახარია უფრო გადახრილია “ქართული ოცნებისკენ”, ვიდრე ნაციონალური მოძრაობისკენ. მათ პირდაპირ დააფიქსირეს, რომ ნაცმოძრაობა მათი მტერია. შეეცდებიან, ჯერ მოუგონ ნაციონალურ მოძრაობას და მერე “ქართულ ოცნებას”. აქედან გამომდინარე მათ უნდათ პირველი ოპოზიციური როლის აღება და თუ ამის შესაძლებლობა იქნება, მე არ გამოვრიცხავ, კოალიციაში დავინახოთ […]
ფოთის მერობისთვის გიგი უგულავა იბრძოლებს – თინა ბოკუჩავა დაიბლოკა
„ნაციონალური მოძრაობის”ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის დარეჯან ცხვიტარიას ინფორმაციით, ფოთში მერობისთვის გაერთიანებული ოპოზიციიდან გიგი უგულავა იბრძოლებს. მისი თქმით, გიგი უგულავა დიდი გამოცდილების მქონე პოლიტიკოსია. „გადაწყდა გიგი უგულავას კანდიდატურა. დიდი გამოცდილების მქონე ადამიანია, ამიტომაც უნდა მივცეთ ხმა. იცის, რა უნდა გააკეთოს. უნდა გავერთიანდეთ, ვიღაცა მოგვწონს, ვიღაცა არ მოგვწონს ახლა ამის დრო ნამდვილად არა გვაქვს. უნდა დავდგეთ ერთად და უნდა გავუშვათ ეს ხელისუფლება პოლიტიკურ […]
ოპოზიციის ნაწილმა თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
კოორდინაციაში მყოფმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს. კანდიდატები პარტია ,,დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, „გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ და ,,ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ წარადგინეს. კერძოდ, პარტია ,,ევროპული საქართველოდან” სამგორის მაჟორიტარი კანდიდატი დათო ჟღენტი იქნება, ისანში – ბესიკ დონაძე, ჩუღურეთში კი გიორგი ნონიაშვილი. პარტია ,,დროას” გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება პარტიის ლიდერი ელენე ხოშტარია, ვაკის […]
ლევან ბერძენიშვილი – “წულუკიანს ჰგონია, რომ რეზო ამაშუკელი და რეზო მიშველაძე უშველიან”
ლევან ბერძენიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ თეა წულუკიანის მსგავსი კლოუნი საქართველოს ისტორიაში არ ჰყოლია. – მის მოქმედებაში კონკრეტულად რაში დაინახეთ კლოუნადა? – მაგალითად, მიკროფონის გამოტაცებაში ჟურნალისტის ხელიდან, მის ვითომ არდაბრუნებაში, მის უაზრო ღიმილში, მის გაუმართლებელ მეტყველებაში და ა. შ. მას ჰგონია, რომ რეზო მიშველაძე და რეზო ამაშუკელი უშველიან. სინამდვილეში წულუკიანმა მწერლების მარტივად მოთვინიერება განიზრახა […]










