რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ლევან ონიანს იმპიჩმენტი მოუწყეს და ის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადააყენეს. გადაწყვეტილება კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, საკრებულოს წევრებმა ცოტა ხნის წინ მიიღეს. ლევან ონიანის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი საკრებულოს 16 წევრმა დაუჭირა, ხოლო 2 წინააღმდეგ წავიდა, აქედან ერთ-ერთი თავად ონიანი იყო. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს, მათ სხდომათა დარბაზი ხმის […]
კატეგორია: პოლიტიკა
თამარ ჩერგოლეიშვილმა გიგი უგულავას უპრინციპო და ფლიდი უწოდა
გიგი უგულავას ფოთის მერობის კანდიდატად დაყენებას თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუქში ასე გამოეხმაურა: “ბადრი ესებუა ვერა, მაგრამ თინა ბოკუჩავა ჩაანაცვლა და ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა იქნება ფოთში. რელევანტურად დარჩენის სასოწარკვეთილი გზაა. ვწუხვარ, რომ მაინც და მაინც ეს ადამიანი განასახიერებს ყველაფერს, რის გამოც ნორმალურ, წესიერ ადამიანს, შეიძლება პოლიტიკა უპრინციპო და ფლიდი ადამიანების ბინძურ საქმედ მიაჩნდეს.”
“კალაძეს მხოლოდ გახარია მოუგებს, მელია წაგებულ თამაშს თამაშობს” – მამუკა გამყრელიძე
მამუკა გამყრელიძე “ახალ თაობათან” ინტერვიუში ამბობს, რომ გიორგი გახარია ცდილობს, პოზიტიური კამპანია აწარმოოს. – გახარია უფრო გადახრილია “ქართული ოცნებისკენ”, ვიდრე ნაციონალური მოძრაობისკენ. მათ პირდაპირ დააფიქსირეს, რომ ნაცმოძრაობა მათი მტერია. შეეცდებიან, ჯერ მოუგონ ნაციონალურ მოძრაობას და მერე “ქართულ ოცნებას”. აქედან გამომდინარე მათ უნდათ პირველი ოპოზიციური როლის აღება და თუ ამის შესაძლებლობა იქნება, მე არ გამოვრიცხავ, კოალიციაში დავინახოთ […]
ფოთის მერობისთვის გიგი უგულავა იბრძოლებს – თინა ბოკუჩავა დაიბლოკა
„ნაციონალური მოძრაობის”ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის დარეჯან ცხვიტარიას ინფორმაციით, ფოთში მერობისთვის გაერთიანებული ოპოზიციიდან გიგი უგულავა იბრძოლებს. მისი თქმით, გიგი უგულავა დიდი გამოცდილების მქონე პოლიტიკოსია. „გადაწყდა გიგი უგულავას კანდიდატურა. დიდი გამოცდილების მქონე ადამიანია, ამიტომაც უნდა მივცეთ ხმა. იცის, რა უნდა გააკეთოს. უნდა გავერთიანდეთ, ვიღაცა მოგვწონს, ვიღაცა არ მოგვწონს ახლა ამის დრო ნამდვილად არა გვაქვს. უნდა დავდგეთ ერთად და უნდა გავუშვათ ეს ხელისუფლება პოლიტიკურ […]
ოპოზიციის ნაწილმა თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
კოორდინაციაში მყოფმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს. კანდიდატები პარტია ,,დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, „გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ და ,,ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ წარადგინეს. კერძოდ, პარტია ,,ევროპული საქართველოდან” სამგორის მაჟორიტარი კანდიდატი დათო ჟღენტი იქნება, ისანში – ბესიკ დონაძე, ჩუღურეთში კი გიორგი ნონიაშვილი. პარტია ,,დროას” გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება პარტიის ლიდერი ელენე ხოშტარია, ვაკის […]
ლევან ბერძენიშვილი – “წულუკიანს ჰგონია, რომ რეზო ამაშუკელი და რეზო მიშველაძე უშველიან”
ლევან ბერძენიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ თეა წულუკიანის მსგავსი კლოუნი საქართველოს ისტორიაში არ ჰყოლია. – მის მოქმედებაში კონკრეტულად რაში დაინახეთ კლოუნადა? – მაგალითად, მიკროფონის გამოტაცებაში ჟურნალისტის ხელიდან, მის ვითომ არდაბრუნებაში, მის უაზრო ღიმილში, მის გაუმართლებელ მეტყველებაში და ა. შ. მას ჰგონია, რომ რეზო მიშველაძე და რეზო ამაშუკელი უშველიან. სინამდვილეში წულუკიანმა მწერლების მარტივად მოთვინიერება განიზრახა […]
ელენე ხოშტარია გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება
ელენე ხოშტარია გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. განცხადება “დროას” ლიდერმა საერთო ოპოზიციის კანდიდატების წარდგენაზე გააკეთა. “მე გადავწყვიტე, პირადად ჩავერთო მაჟორიტარულ ბრძოლაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ახლა არ არის დრო, ვიღაცა წინ გაუშვა და შენ იჯდე და რაღაც განცხადებები აკეთო. მე პირადად წავალ უბანში, რომელმაც ძალიან დიდი მაგალითი აჩვენა მთელ თბილისს, რომელიც პრაქტიკულად იყო ბრძოლის ველი. ბრძოლის სიმართლისთვის და […]
ფინანსთა მინისტრის მოადგილედ მამუკა ბარათაშვილი დაინიშნა
ფინანსთა მინისტრის მოადგილედ მამუკა ბარათაშვილი დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ სამინისტრო ავრცელებს. “მიმდინარე წლის 16 აგვისტოს, პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დაიკავა სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, მამუკა ბარათაშვილმა. იგი 1999 წლიდან მუშაობს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2011-2020 წლებში იყო ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი; 2020 წლის […]
,,გადაწყვეტილი იყო ბოკუჩავას კანდიდატურა და მერე უცებ შეიცვალა რაღაც” – რა მოხდა ფოთში
„ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციაში განმარტავენ, რატომ არ დასახელდა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა ფოთის მერობის კანდიდატად. როგორც ,,ნაციონალური მოძრაობის “ფოთის ორგანიზაციაში აცხადებენ, საკითხი ჯერ კიდევ განიხილება და კანდიდატის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებენ. ,,გადაწყვეტილი იყო ბოკუჩავას კანდიდატურა და მერე უცებ შეიცვალა რაღაც და არ ვიცი, რა შეიცვალა, ჩემთვისაც სიურპრიზი იყო ეს ყველაფერი. ახლა ისეთი პერიოდია, რომ […]










