ოპოზიციის ნაწილმა თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

ოპოზიციის ნაწილმა თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინაკოორდინაციაში მყოფმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს.

კანდიდატები პარტია ,,დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, „გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ და ,,ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ წარადგინეს.

კერძოდ, პარტია ,,ევროპული საქართველოდან” სამგორის მაჟორიტარი კანდიდატი დათო ჟღენტი იქნება, ისანში – ბესიკ დონაძე, ჩუღურეთში კი გიორგი ნონიაშვილი.

პარტია ,,დროას” გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება პარტიის ლიდერი ელენე ხოშტარია, ვაკის მაჟორიტარი – ბათუ ქუთელია, კრწანისში კი თამაზ ახობახე.

პარტია ,,გირჩი-მეტი თავისუფლების” დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ნიკა მოსიაშვილი, ნაძალადევიში – ბადრი გრიგალაშვილი, მთაწმინდაზე – თენგიზ კირთაძე და საბურთალოში – ბორის ყურუა.