თეა წულუკიანი – “მიკროფონს დავაბრუნებ 3 ოქტომბერს, როცა ესენი ჩაიყრებიან იქ, სადაც მათი ადგილია”

თეა წულუკიანი - "მიკროფონს დავაბრუნებ 3 ოქტომბერს, როცა ესენი ჩაიყრებიან იქ, სადაც მათი ადგილია"თეა წულუკიანის განცხადებით, მთავარი არხის მიკროფონს მაშინ დააბრუნებს, როცა “ესენი სამ ოქტომბერს დილით სამუდამოდ ჩაიყრებიან იქ, სადაც არის მათი ადგილი”.

კულტურის მინისტრის განცხადებითვე, “ტყუილად ჰყავთ იქ ვიღაცები გამოძახებული”.

„ემა, სად ხარ, ემა?  ალბათ გვარამიას ეკითხება, რა ვქნა ახლა, მიკროფონი დავკარგეო. ბიძინა ივანიშვილს, ქართულ ოცნებას გაუმარჯოს და მე ამ მიკროფონს დავაბრუნებ მაშინ, ტყუილად ჰყავთ იქ ვიღაცები გამოძახებული, როცა ესენი სამ ოქტომბერს დილით სამუდამოდ ჩაიყრებიან იქ, სადაც არის მათი ადგილი; როცა დამარცხდება ის ძალა, რომელიც დღემდე ეჭიდავება საკუთარ ხალხს, საკუთარ ქვეყანას და მის მომავალს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელიც სენაკში თეატრის გახსნას ესწრებოდა, მთავარი არხის  ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა და თქვა, რომ აღარ დაუბრუნებს.

ემა გოგოხიას თქმით, მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრმა მიკროფონი წაართვა, ადგილზე პოლიცია გამოიძახა, თუმცა მათ უთხრეს, რომ თეა წულუკიანს ვერ მიუახლოვდებოდნენ.

ფორმულანიუსი