ლევან ხაბეიშვილი – “დისერტაციას დავიცავ, როგორ გამდიდრდა კალაძე მერობის დროს”

ლევან ხაბეიშვილი - "დისერტაციას დავიცავ, როგორ გამდიდრდა კალაძე მერობის დროს"პოლიტიკურ პარტიებს შორის კი არა, არჩევანი გვაქვს ძალიან მარტივი – „ადნაკლასნიკებსა“ და „ფეისბუქს“ შორის არის არჩევანი გასაკეთებელი, „მოსკვიჩსა“ და „მერსედესს“ შორის. რუსეთსა და დასავლეთს შორის, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში, „რეზიუმე“ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნები ისე უნდა მოიგოს, „ქართულ ოცნებას“ 5-6%-იანი გაყალბება აღარ ეყოს.“

„მითხარით, 4 მილიარდის რა მივიღეთ დედაქალაქში და მე მოგიყვებით, რა მიიღო კალაძემ, ოღონდ დისერტაციას დავიცავ, როგორ გამდიდრდა კახი კალაძე, როგორც ენერგეტიკის მინისტრობის დროს, ისე დედაქალაქის მერობის პირობებში.

პოლიტიკურ პარტიებს შორის კი არა, არჩევანი გვაქვს ძალიან მარტივი, კიდევ უფრო მარტივად ვიტყვი, – „ადნაკლასნიკებსა“ და „ფეისბუქს“ შორის არის არჩევანი გასაკეთებელი, „მოსკვიჩსა“ და „მერსედესს“ შორის. რუსეთსა და დასავლეთს შორის.

მე მგონია, უმარტივესია არჩევანი, ამის უკან სახელებს და გვარებს ნაკლები მნიშვნელობა აქვს. დარწმუნებული ვარ, ჩემი ხალხის გონიერებაში, ქართველი ხალხი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, ეს არჩევნები უნდა მოვიგოთ ისე, „ქართულ ოცნებას“ 5-6%-იანი გაყალბება აღარ ეყოს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

იპნ